Honda-მ იმ ფილოსოფიის გადმოსაცემად, რომლის საფუძველზეც მისი ახალი მოდელები შეიქმნა, კარაოკე და ცნობილი სიმღერა Somewhere over the Rainbow გამოიყენა. 30 წამიან სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც სააგენტო mcgarrybowen-ის დახმარებით მომზადდა, სიმღერის ტექსტს უშუალოდ მანქანები ძალიან ლამაზად და ორიგინალურად “ასრულებენ”. ავტომობილებთან დაკავშირებული მომხმარებლის წარმოდგენები თუ ოცნებები, კომპანიამ ბოლო ნამუშევრებში შეძლებისდაგვარად განახორციელა და საზოგადოებას ნამდვილად განსაკუთრებული ახალი მოდელები შესთავაზა.
https://www.youtube.com/watch?v=uYA_Ugh8mUc














