საცობში დგომა მოსაწყენი პროცესია, რასაც დამატებით, სიგნალები კიდევ უფრო გამაღიზიანებელს ხდის. ერთი კვირის წინ, სოციალურ ქსელში, სამოყვარულოდ გადაღებული ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც მანქანების კარაოკე არის გადაღებული. კამპანია საქართველოს საავტომობილო კლუბ GAC -ის – რომელიც მძღოლებს მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას სთავაზობს – ინიციატივა აღმოჩნდა და ქართულ ბაზარზე პოზიციონირებისთვის, სარეკლამო სააგენტო Windfor’s-თან ერთად, პრობლემის გადაჭრის სახალისო საშუალება შემოგვთავაზა გზავნილით – „ყველაფერი იმისთვის, რომ მანქანის ყოლა იყოს სასიამოვნო“.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgianAutomobileClub/videos/1568753783135150/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
Windfors: „ვიცოდით, რომ მძღოლების ჩვევას დიდად ვერ შევცვლიდით, ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს პრობლემა სახალისოდ და სასიამოვნოდ, ერთი დღით მაინც მოგვეგვარებინა, რის შემდეგაც გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა მანქანების კარაოკე – თუ სიგნალია, ბარემ მელოდია იყოს“.