გემრიელი კერძების შექმნა ნამდვილი ხელოვნებაა. დამღლელი სამუშაოს მიუხედავად, უამრავი ადამიანი ყოველდღიურად საკვებს თავისი ხელით ამზადებს. Lurpak-ის ახალი სარეკლამო რგოლი, ზუსტად ამ სირთულეებს გვიჩვენებს: ხახვის დაჭრისგან აცრემლებული თვალები, ცომის მოზელით დაღლილი ხელები, ზღვის პროდუქტების მტანჯველი წმენდა… ამ ყველაფრის მიუხედავად, სასიამოვნოა საკუთარი ხელით შექმნილი კერძების დაგემოვნება და კომპლიმენტების მიღება დანაყრებული სტუმრებისგან. შესაძლოა, ბევრი ამიტომაც აგრძელებს სამზარეულოში ფუსფუსს.
ვიდეორგოლის შინაარსი კვლევის შედეგმა განაპირობა. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში სულ უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია შეუკვეთოს საკვები. ამავდროულად, ისინი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიით უყურებენ ამავე კერძის დამზადების პროცესს. რეკლამის მიზანია, უფრო მეტი ადამიანი დააბრუნოს სამზარეულოში, რათა ყველამ თავისი განსაკუთრებული კერძი შექმნას.
https://www.youtube.com/watch?v=0fIUjO40AA4
სარეკლამო რგოლზე სააგენტო Wieden + Kennedy London-მა იმუშავა.













