დასუფთავების მსოფლიო დღე ყოველწლიური მოვლენაა და მასში არაერთი ქვეყანა ერთვება. ეს არის ღონისძიება, რომლის მიზანიც გარემოზე ზრუნვაა და მასში მონაწილეობა ყველა მოხალისეს შეუძლია. ამ ინიციატივას ხშირად სხვადასხვა კომპანიაც უერთდება და საზოგადოებას აძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან და რამდენად დიდია თითოეული ჩვენგანის როლი ამაში.
„კერხერის” გუნდს, რომელიც ცნობილია სოციალური პასუხისმგებლობების აღებით და სხვადასხვა მსგავს აქტივობაში მონაწილეობით, არც ეს თარიღი გამორჩენია კალენდრიდან. 15 სექტემბერს კომპანიის გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთო და რამდენიმე წინასწარ შერჩეული ლოკაცია დაასუფთავა. გუნდები ქალაქების მიხედვით დაიყო და ჯამში, კერხერის 35 თანამშრომელი ჩაერთო, რომლებმაც 1,5 ტონამდე ნარჩენი შეაგროვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამდენივე დაბინძურებისგან გაათავისუფლეს გარემო.
თბილისის გუნდმა დაასუფთავა ლერმონტოვის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. ქუთაისის გუნდმა ძველი პარლამენტის ტერიტორია, ზუგდიდის გუნდმა ანაკლიის სანაპიროს მონაკვეთი, ხოლო ბათუმის გუნდმა – ბათუმის სანაპირო მონაკვეთი.
აღსანიშნავია, რომ კერხერი ამ აქციაში პირველად არ ჩართულა. დასუფთავების დღეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად მთელი გუნდი ყოველ წელს ასე აღნიშნავს. კომპანიისთვის, რომელიც თავად სთავაზობს მომხმარებელს დასუფთავების პროდუქტებს, მსგავსი აქტივობის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მნიშვნელობას გუნდი კარგად იაზრებს.
„კერხერ საქართველო” ცნობილი გერმანული ბრენდის, Kärcher-ის ქართულო წარმომადგენლობაა. ის საყოფაცხოვრებო თუ პროფესიონალურ აპარატებს გთავაზობთ და საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს.
[R]