in

„კერხერის“ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი Karcher K4 Compact

დასუფთავების კომპანია „კერხერი“, მომხმარებელს, მაღალი წნევით რეცხვის აპარატს Karcher K4 Compact, სპეციალური აქციით სთავაზობს. ამ ეროვნული კამპანიით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, ეს მოდელი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს საკუთარ ავტომობილზე ზრუნვა და ეძებს ბიუჯეტურ, მაღალი წნევით რეცხვის აპარატს.

BOG
BOG

„K4 Compact არის პატარა ზომის, მსუბუქი, კომპაქტური და ამავდროულად, ბიუჯეტური, მაგრამ საკმაოდ მძლავრი აპარატი. მას აქვს 130 ატმოსფერული წნევა, რაც, თითქმის, 35 ჯერ აღემატება ონკანში მომავალი წყლის სიმძლავრეს. აპარატის გამოყენებით შესაძლებელია ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მარტივად მოშორება და წყლის ძლიერი ჭავლით რთულ ადგილებში შეღწევა. ამ აპარატით ავტომობილის გარეცხვა, მაქსიმუმ, 15 წუთშია შესაძლებელი, რითიც იზოგება დრო, ენერგია, წყალი. როგორც წესი, სტანდარტული რეცხვისას, 5-ჯერ მეტ წყალს მოვიხმართ ხოლმე“.

კომპანია „კერხერი“ მომხმარებელს 5 პრაქტიკულ რჩევას აძლევს, როგორ უნდა გაირეცხოს ავტომობილი მარტივად და ეფექტურად:

  • ვიდრე მაღალი წნევის ჭავლს გამოვიყენებთ, უნდა მოხდეს ავტომობილის დაქაფვა სარეცხი ხსნარით ქვევიდან ზევით მიმართულებით მაქსიმალურად დაბალი წნევით.
  • ავტომობილი, რეცხვისას, არ უნდა დავაყენოთ მზეში, რადგან ქაფი შეიძლება მალე გაშრეს და მის მოშორებას მეტი დრო დასჭირდეს.
  •  ავტომობილის დაქაფვის შემდეგ, დაახლოებით, 2-3 წუთში აუცილებელია, წყლის მაღალი ჭავლით ჩამოვრეცხოთ ქაფი, ესეც ქვევიდან ზევით მიმართულებით.
  • ავტომობილის რეცხვისას, აპარატის თავაკი უნდა დავიჭიროთ 10-30 სმ ს მოშორებით, რომ არ დავაზიანოთ მისი ზედაპირი და საღებავი.
  • და ბოლოს, საჭიროა, საგულდაგულოდ გავამშრალოთ ავტომობილი მშრალი ნაჭრით.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მწარმოებელი K4 compact-ს რეკომენდაციას უწევს სხვა საოჯახო საქმიანობაში გამოყენებასაც: აივნის ან ტერასის დასუფთავება, ქვის კედლების ან თუნდაც ხალიჩების რეცხვა.

„თუ თვლით, რომ „კერხერისბრენდისგან რეკომენდებული მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K4 compact თქვენი სურვილების და სისუფთავის საჭიროებებს აკმაყოფილებს, მისი შეძენა მარტივია „კერხერის“ თბილისისა და ბათუმის „შოუ რუმებში“ (თბილისი: ა. ბელიაშვილის 167. ბათუმი: ლ. ასათიანის 51.), ასევე ოფიციალურ, „ონლაინ“ მაღაზიაში, რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიტანის სერვისს (თბილისში აპარატის მიტანა უფასოა) უზრუნველყოფს“.

დასუფთავების ტექნიკის გერმანული ბრენდი „კერხერი“ 3 წელია, რაც საქართველოშია, ოფიციალური წარმომადგენლობით და მომხმარებელს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური დანიშნულების აპარატებს სთავაზობს.

„წარმომადგენლობა მოიცავს თბილისის და ბათუმის „შოუ რუმებს“, სადაც შესაძლებელია საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური აპარატების ადგილზე გამოცდა, შეძენა და საგარანტიო მომსახურების მიღება. ასევე, „ონლაინ“ მაღაზიით სარგებლობა“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, როგორც „ონლაინ“ მაღაზია, ისე „შოუ რუმები“, მომხმარებლებს, სეზონურ და სადღესასწაულო აქციებს, წელიწადში ერთხელ კი კონკრეტულ მოდელებზე ეროვნულ აქციას სთავაზობს.

[R]

Towelkini – ჩასაცმელი პირსახოცი

97 წლის მოდელის ანდერძი – Magnum-ის კამპანია