in ,

მსოფლიოს დასუფთავების დღე კერხერთან ერთად: 7 წელი სუფთა მომავლისთვის!

კერხერ საქართველო” ამაყად აცხადებს, რომ უკვე 7 წელია წარმატებით უძღვება გარემოს დასუფთავების ყოველწლიურ კამპანიას! კომპანიის მისიაა, შექმნას უფრო სუფთა, ჯანსაღი და მწვანე გარემო ყველასთვის, ამიტომ ის სრულიად იაზრებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას და არაერთი წელია, სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს ამას. აღნიშნული დროის განმავლობაში კერხერის გუნდს 8 ტონამდე დაბინძურება გვაქვს შეგროვებული.

მსოფლიოს დასუფთავების დღე ყოველი წლის სექტემბერში იმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყანა ერთიანდება ერთი მიზნით – იზრუნონ ჩვენს პლანეტაზე. კერხერიც, როგორც სისუფთავესთან ასოცირებული ბრენდი, მონაწილეობს გარემოს დაცვაში და როგორც თავის გუნდთან, ისე მოხალისეებთან ერთად ერთვება ამ ყოველწლიურ აქციაში. 

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ დედაქალაქის საზღვრებს და მთელი ქვეყანა მოიცვა. დღესდღეობით კერხერის გუნდები მუშაობენ  ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახლა უკვე თელავშიც. ის, რომ ახალ-ახალი ლოკაციები მუდმივად ემატება, ხაზს უსვამს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კერხერის მისიის მნიშვნელობას.

ლოკაციებთან ერთად იზრდება თავად გუნდისა და მოხალისეების რაოდენობაც. მეტი ადამიანი კი მეტი სასარგებლო საქმიანობის შესრულების საშუალებას იძლევა. კერხერ საქართველოში სჯერათ, რომ გარემოსდაცვით პროცესში ნებისმიერი ადამიანის მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია და სულ მცირე ძალისხმევაც კი შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა გახდეს უფრო სუფთა და ჯანსაღი.

[R]

პირველი სასწავლო წელი სტეპ სკოლაში

Instagram-მა Reels-ისთვის ხმოვანი იდენტობა შეიმუშავა