in

„კარდანახის მამულში“ აღდგენილი სასმელების საუკუნოვანი ისტორია – ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ

ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.

ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა,  თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

კახეთის შუაგულში, სოფელ კარდენახში ესტუმრებით ნინა ქოჩიაშვილის „კარდანახის მამულს“, რომელიც კახური არქიტექტურისა და ეთნოკულტურის თვალსაჩინო მაგალითია. ისტორიულად, სოფელი კარდენახი (კარდანახი) სავაჭრო გზის ნაწილი იყო. შენობას, სადაცკარდანახის მამულიაგანთავსებული, საკომლო მარნისა და დუქნის ფუნქცია ჰქონდა. ის 1884-86 წლებში აშენდა. ნინა ქოჩიაშვილის ოჯახმა შენობას ძველი ვიზუალი შეუნარჩუნა  და თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნა. მარანში შესვლისთანავე, თქვენს ყურადღებას საწნახელი მიიქცევს, საიდანაც ღვინო პირდაპირ ქვევრებში მიედინება.  ძველ საღვინე ჭურჭელზე ნახავთ ცნობილ მექვევრეთა დამღებს.

კარდენახი მევენახეობის ერთერთი მრავალფეროვანი მიკროზონაა. აქაურ ქარხანაში ადრე იწარმოებოდა ღვინოწარაფი“, პორტვეინიკარდანახი“, ვერმუტიანაგადა სხვა. ნინა ქოჩიაშვილის ოჯახმა ძველი რეცეპტურები მოიძია და დღესდღეობით მათ მარანში 14 სახეობის სასმელი იწარმოება კასრებსა და ქვევრებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კვლავაც იქმნება ვერმუტიანაგა“, რომელიც 16 სხვადასხვა დისტილატისგან მზადდება. აღდგენილია პორტვეინკარდანახისწარმოებაც, ტრადიციულად, რქაწითლის, ხიხვისა და მწვანის კუპაჟით.

კარდანახის მამულისოფლის ტიპის დასასვენებელი სივრცეა, სადაც  სტუმრებისთვის  ოთხი სახლია განკუთვნილი. სახლების პირველ სართულზე მარნებია მოწყობილი, მეორე სართულზე კი სასტუმრო ოთახები. აივნებიდან შეგიძლიათ გადახედოთ ტერუარებს, ალაზნის ველსა და კავკასიონს. ეზოში ბავშვებისა და მოზრდილებისთვის მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები.

ნინოსთან სტუმრობისას ღვინოსთან ერთად გემრიელ კერძებსაც გასინჯავთ. აქ შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ დედას პური, მოამზადოთ ბადაგი, ამოავლოთ ჩურჩხელა, მოახვიოთ ხინკალი და ..

თუ გსურთ კახეთს ყურძნის კრეფის ან ღვინის დაწურვის სეზონზე ეწვიოთ, „კარდანახის მამულირთველის ლხინში სიამოვნებით გიმასპინძლებთ

ვიზიტის მსურველები ხანგრძლივ ტურებსაც დაჯავშნით კახეთის სანახაობების დასათვალიერებლად. მამულის მიმდებარედ შეგიძლიათ დაათვალიეროთ IV საუკუნეში აგებული საბაწმინდის მონასტერი, იოსებ ნონეშვილის სახლმუზეუმი და ძველი კოშკები, რომლებიც სიღნაღის ძველი არქიტექტურის გაგრძელებაა. ტრანსპორტირებასკარდანახის მამულისმასპინძლები თბილისიდანვე უზრუნველყოფენ.

როგორია Meta-ს ყალბი AI-ექაუნთები Instagram-ზე

TikTok 2025 წლის 3 მარკეტინგულ ტრენდს გვაცნობს