90-იან წლებში დაწყებული ბიზნესი, იდეით- კომფორტი მომხმარებელს, დღეს საქართველოს ბაზრის ლიდერია. ეს karebi.ge-ა, დისტანციური მართვის კარების მწარმოებელ-იმპორტიორი. კერძო ავტოფარეხიდან წარმატებულ კომპანიამდე ქცევის ისტორიის შესახებ მარკეტერი , “ალგისტუდიოს” დირექტორს – გიორგი საყვარელიძეს ესაუბრა.
M: როდის და როგორ დაიწყო დღეისთვის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნეს პროექტი Karebi.ge ?
ჩემმა ბიზნესს პარტნიორმა, გიორგი ღუღუნიშვილმა 1994 წელს გერმანიაში იყიდა დისტანციური მართვის კარი თავისი ავტოფარეხისთვის. პროდუქტი მოეწონა და რადგან საქართველოში არ იყო, გადაწყვიტა ქართულ ბაზარზე დაენერგა. ნელ-ნელა განვითარდა კომპანია – შპს “ალგისტუდიო” და 2000 წელს მიაღწია თავის მასიურ წარმოებას. 2007 წელს ერთად დავიწყეთ საქმიანობა და მოთხოვნადი გახდა ჩვენი პროდუქტი.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნულიდან დაიწყო ყველაფერი, ერთი დისტანციური მართვის კარით. შემდეგ კი ნელ-ნელა განვითარდა.
M: ბიზნესის დაწყებისას რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?
პირველი მიზანი იყო რომ ბაზარზე ჩვენი ადგილი დაგვემკვიდრებინა. თავისთავად ფინანსური ინტერესიც არსებობდა, მაგრამ მთავარი აქცენტი ყოველთვის გვქონდა პროდუქციის ხარისხსა და კომპანიის განვითარებაზე. ევროპის ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად უხარისხო პროდუქცია არასდროს გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენი ფასები ქართული ბაზრისთვის მისაღებია.
M: თავიდანვე დაინტერესდა მომხმარებელი შეთავაზებული ახალი პროდუქტით?
დაინტერესება იყო, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც დღეს არის. იმ პერიოდში ელექტროენერგიაც იშვიათობა იყო. კომფორტზე ეკონომიკური ფონის გამო ნაკლებად ზრუნავდნენ. მომხმარებლისთვის ეს ყველაფერი დღეს უფრო საინტერესოა.
M: როგორ გადალახეთ იმ დროინდელი კრიზისი? მომხმარებლის ნაკლები ინტერესი დისტანციური მართვის კარებისადმი?
იმდენი პროდუქცია შემოგვქონდა, რამდენიც სჭირდებოდა მომხმარებელს. იმ დროს ასეთი კონკურენციაც არ იყო. ჩვენი მსგავსი სულ ორი სამი კომპანია არსებობდა ქართულ ბაზარზე.
2007 წელს უკვე შეიქმნა საიტი Karebi.ge სხვათაშორის ამ საიტით უფრო გვიცნობს მომხმარებელი, ვიდრე კომპანიის სახელით. 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე უფრო მეტი ახალი პროდუქტი შემოვიტანეთ და დღეს ჩვენი პარტნიორები წამყვანი კომპანიები არიან.
M: როგორ მიაწვდინეთ ხმა პოტენციურ მომხარებელს, მათ შორის – წამყვან კომპანიებს?
თავიდან მცირე სატელევიზიო სარეკლამო აქტივობაც ჩავატარეთ, მაგრამ დიდი ხანია ამას აღარ მივმართავთ, რადგან ახლა ინტერნეტს ვიყენებთ პოტენციური მომხმარებლის მოსაზიდად. ოცი წლის კომპანია ვართ, მომსახურების და პროდუქტის ხარისხი მაღალი გვაქვს, შესაბამისად, ჩვენივე კლიენტები გვიწევენ რეკლამას.
M: 20 წლიანი გამოცდილების ფონზე, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ბიზნესის განვითარებისთვის?
ფასები ყოველთვის ბაზრის შესაბამისი უნდა იყოს და ხარისხზე აქცენტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
M: რაც შეეხება კონკურენტებს ?
კონკურენტები ნამდვილად გვყავს, თუმცა ჩვენ საქართველოს ბაზრის საკმაოდ დიდი წილი გვაქვს დაკავებული, რადგან ყველაზე დიდ არჩევანს და ხარისხიან პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებელს. კონკურენციის ზრდას მივესალმებით, რადგან ფეხის ფეხზე გადადების საშუალებას არ გვაძლევს.
M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ვაპირებთ დიდი საწყობის აშენებას და გაფართოებას. ჩვენი მომხმარებელი არ გვაძლევს გაჩერების საშუალებას.
ავტორი: მანანა ნოდია