in

რას ნიშნავს კარგად შექმნილი ლოგო?

კარგი ლოგო

1376054_574329122632117_593259588_n

ჭკვიანი სასაქონლო ნიშნისა და ბრენდის ვიზუალური სტილის შექმნა უმეტეს შემთხვევაში აუცილებელი პირობაა ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად და პროდუქტის, კომპანიისა თუ მომსახურების ბაზარზე განსავითარებლად.

მომხმარებლების, პარტნიორების და ინვესტორების მიერ ბრენდის აღქმა ვიზუალით და სახელით იწყება. ლოგო, ჰარმონიულად დაკავშირებული სახელთან – ეს არ არის მხოლოდ კომპანიის იდენტიფიკაციის საშუალება, მისი როლი არის უფრო მეტად ფართო, სწორი იდენტიფიკატორის გარეშე  ბრენდის განვითარებაზე ყველაზე აგრესიულად მოქმედმა და ფართომასშტაბიანმა კომპანიამაც კი შესაძლოა ბაზარზე მარცხი განიცადოს.

კარგად გააზრებული ლოგო – ეს არ არის მხოლოდ სასაქონლო ნიშანი წარწერით, რომელიც შექმნილია ფერების შერჩევითა და კომპოზიციის  კანონებით. ეს ნიუანსები უნდა გაითვალისწინონ ყველა პროფესიონალურ სტუდიაში. ლოგოში ყოველთვის უნდა აისახოს თუ არა კონკრეტული მნიშვნელობა? საკამათო შეკითხვაა. ასეთი შეკითხვები შეიძლება გაჩნდეს ძალიან ბევრი, დაუმთავრებლად შეიძლება ლოგოს ხარისხის შეფასების კრიტერიუმებზე ჩაღრმავება.

თუმცა, ერთი ფაქტი ნათელია – გააზრებულად შემუშავებული სიმბოლო არ არის მოსაბეზრებელი. ასეთ სასაქონლო ნიშანს შეიძლება თვალი ადევნო ბილბორდებზე, ეტიკეტებზე, ლაითბოქსებზე, უამრავ სხვა სარეკლამო მატარებელზე და ის არ გამოიწვევს მობეზრების და ყველაზე უარესი – უარყოფის გრძნობას.

კარგ სასაქონლო ნიშანს შეუძლია ბრენდის მიმართ ლოიალურობის მოტივირება – რისკენაც მიისწრაფვის ყველა ამბიციური კომპანია. მრავალი ფაქტორის გათვალისწინება, ლამაზად შესრულება და ამასთან მნიშვნელობის არ დაკარგვა – სწორედ ეს არის ლოგოს შექმნის პროფესიონალიზმი.

img_1

სწორი სასაქონლო ნიშანი უნდა მუშაობდეს. დიახ, ზუსტად უნდა მუშაობდეს: დააინტერესოს, გააოცოს, გამოიწვიოს დისკუსიები, განაწყოს, იყოს თვალშისაცემი, დასამახსოვრებელი, გადმოსცეს პოზიციონირება, მომხმარებელს განუმარტოს საფასო სეგმენტი და მრავალი სხვა.

შემუშავებული ლოგოს ეფექტურობა შეიძლება განაპირობოს, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა  პუნქტმა ცალ-ცალკე, ასევე მათმა კომბინაციამ.  კარგად შექმნილი სასაქონლო ნიშანი ატარებს სხვადასხვა ასოციაციურ შტრიხებს, რომლებსაც მომხმარებელი აღიქვამს ინდივიდუალურად. სწორედ ლოგოს ამ ასოციაციური შტრიხების დახმარებით იქმნება ბრენდის ადეკვატური იდენტიფიკაცია: მოხმარებელი უბრალოდ „კითხულობს“ პროდუქტის ორიენტაციის ყველა დეტალს, საბაზრო სეგმენტის ხასიათს,  კომპანიის მოხმარებელთან კომუნიკაციების ტრადიციებს.

რათქმა უნდა ლოგო ითხოვს მფლობელის მხრიდან ფაქიზ დამოკიდებულებას. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი კორექტული გამოყენება ბრენდბუქის თუ გაიდბუქის მიხედვით.

zona

 

zona_@

ეს შეიძლება მოგეჩვენოთ წვრილმანად – ოდნავ შევცვალოთ ფერი ან უგულვებელყოთ დასაცავი ველი, მაგრამ სინამდვილეში ასეთ „თავისუფლებას“ შეუძლია ნიშნის აღქმაში სერიოზული დისონანსის წარმოქმნა. კარგი სასაქონლო ნიშანი უნდა გიყვარდეთ და აფასებდეთ.

კომპანიისთვის შექმნილი ლოგო ფეხს უნდა უწყობდეს დროს. ღირსეულად შემუშავებული, დროით გამოცდილი სასაქონლო ნიშანიც კი ითხოვს განახლებას. ეს არ ნიშნავს, რომ მისი წინა ვერსია ცუდი იყო. ყველაფერი ვითარდება, ყველაფერი იცვლება და ბრენდი არ უნდა „გაშრეს“ მომხარებლის თვალში.

microsoft_new_logo

 

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოგო – ეს არის თქვენი გრძელვადიანი დაბანდება. მის გარეშე წარმატებულ კომპანიას არ შეუძლია კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის მშენებლობა და ბრენდის დადებითი იმიჯის შენარჩუნება.

ბოლოს ჩვენი ექსპერიმენტი ლოგო, რომელსაც სჭირდება განახლება (არაოფიციალური ვერსია):

gss_by_logodesign.ge

 

 

გიორგი მიქაია
ვიზუალური ბრენდინგის სპეციალისტი

სამსუნგი

2013 წლის ახალი სენსაციური ტექნოლოგიები

ჭიანჭველები ბუნების დასაცავად!