in

შესაძლოა, „კარგი ბაქტერიები“ დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენონ — კვლევა

M2
M2

პრობიოტიკები, ეს არის ე. წ. „კარგი ბაქტერიები“, რომლებსაც ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს. ახლა კი მეცნიერები ფიქრობენ, რომ დეპრესიის მკურნალობაშიც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება.

ახლად ჩატარებულ კვლევაში 47 ცდისპირი მონაწილეობდა, რომლებიც დეპრესიულ ეპიზოდებს განიცდიდნენ. კვლევის ფარგლებში მათი ნაწილი ანტიდეპრესანტებთან ერთად პრობიოტიკებს იღებდა და შედეგად, საკმაოდ გაუუმჯობესდათ მენტალური მდგომარეობა. ნაწილი კი პლაცებოს იღებდა 31 დღის განმავლობაში.

ასევე, მკვლევრებმა ნაწლავის ფლორაში პრობიოტიკებით გამოწვეული ცვლილებები შეამჩნიეს — რძემჟავას წარმომქმნელი ბაქტერიების ზრდა. თუმცა ოთხი კვირის შემდეგ ამ ბაქტერიების დონე კვლავ დაეცა. „შესაძლოა, ოთხი კვირის მკურნალობა არ არის საკმარისი და მეტი დროა საჭირო ნაწლავის ფლორის ახალი შემადგენლობის დასტაბილურებისთვის“, — ამბობს ფსიქიატრი ანა-კიარა შაუბი, ბაზელის უნივერსიტეტიდან.

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ ნაწლავმა და მასში არსებული ბაქტერიების ნარევმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ამასთან, გუნდმა კიდევ ერთი ადრე შესწავლილი კავშირი განიხილა დეპრესიასა და იმას შორის, თუ როგორ ვამუშავებთ ემოციებს, რომლებსაც სხვა ადამიანები ავლენენ.

დეპრესიის მქონე ადამიანებში ტვინის გარკვეული უბნები განსხვავებულად ამუშავებს ამ პროცესს და მას ხშირად რეაგირებაზე დაკვირვებით იზომება. ახალ კვლევაშიც იმავე მიდგომა, კერძოდ, fMRI სკანირება გამოიყენეს, რათა დაენახათ, როგორ რეაგირებენ მონაწილეები ნეიტრალურ ან შეშინებულ სახეებზე.

როგორც გაირკვა, ამ შემთხვევაშიც ჰქონდა პრობიოტიკებს გავლენა: ვინც „კარგი“ ბაქტერიების კურსი გაიარა, ტვინის პროცესები ნორმალიზდა. მართალია, ამის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ საწყისი ნიშნები მიუთითებს, რომ მკურნალობა დეპრესიის რამდენიმე ასპექტზე მოქმედებს. „მიუხედავად იმისა, რომ მიკრობიომი-ნაწლავი-ტვინის ღერძი მრავალი წლის განმავლობაში იყო კვლევის საგანი, ზუსტი მექანიზმები ბოლომდე გასარკვევია“, — განმარტავს შაუბი შაუბი.

მეცნიერთა თქმით, გარკვეული ბაქტერიების სპეციფიკური ეფექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება დეპრესიის მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. თუმცა ამისათვის დამატებითი კვლევებია საჭირო.

Let’s go – VW TAIGO-ს ახალი რეკლამა

განუმეორებელი ქართული პროდუქტების კალათა – არისტეუსი