in

კარგი ლიდერისთვის დამახასიათებელი 5 უნიკალური თვისება

კარგი ლიდერობისთვის მხოლოდ განათლება ან გამოცდილება საკმარისი არ არის. როგოც წესი, ასეთ ადამიანებს, აქვთ ის უნარები და თვისებები, რაც მათ ლიდერიდან კარგ ლიდერად აქცევს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

რა თვისებები გამოარჩევს კარგ ლიდერს უბრალოდ ლიდერისგან?!

ისმენს ბევრს, ლაპარაკობს ნაკლებს. როგორც წესი, შეხვედრებსა და თათბირებზე კარგი ლიდერი სვამს ბევრ შეკითხვას და ყურადღებით უსმენს თანამშრომლებს. ნაკლებად ერევა საკითხის განხილვაში. ასე თანამშრომლებიც უკეთ აღიქვამენ თავიანთ შესაძლებლობებს.

ყოველთვის იღებს უკუკავშირსა და შეფასებას საკუთარ საქმიანობაზე. როგორც წესი, კარგი ლიდერი თავად ეკითხება თანამშრომლებს რა მოსწონთ, რა – არა; რა არის დასახვეწი ან შესაცვლელი. სამსახურში, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესანარჩუნებლად აუცილებელია, მუდმივად გრძნობდე გარშემომყოფთა „მაჯისცემას“.
ყოველთვის აინტერესებს, იზრდება თუ არა მისდამი ნდობა. საქმიან ურთიერთობებში მთავარი, სწორედ ნდობაა, რასაც თავის მხრივ, თანამშრომელთა მოსმენა, გამჭვირვალობა, სიმართლე და წინასწარ გარკვეული მოლოდინები განსაზღვრავს.

ცდილობს, თანამშრომლებს უკეთესი სამუშაო პირობები შეუქმნას. გარშემომყოფები მუდმივად გრძნობენ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი. სწორედ ასე იქცევა კარგი ლიდერი და თანამშრომლებისგანაც შესაბამისად დამოკიდებულებას იღებს.

ყოველთვის აღიარებს შეცდომებს. კარგი ლიდერისთვის პრიორიტეტულია სწორი არჩევანის გაკეთება და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

ყოველთვის ამჟღავნებს საკუთარ  ხასიათს. ეს საშუალებას აძლევს კარგ ლიდერს, იყოს მართალი საკუთარ თავთან და საქმეში. როგორც წესი, თავის ღირებულებებს ისინი ბოლომდე იცავენ, თუნდაც, ამის გამო სამსახური დაკარგონ.



ფულზე მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემებია! იდენტობის ძარცვა ბრიტანული Royal Mail-ის ვიდეორგოლში

შოთა ჩინჩალაძე – #პირველისამსახური