in

კარგი ლიდერობა სწორი შეკითხვების დასმას გულისხმობს

მძლავრი შეკითხვების დასმით წარმოქმნილი კულტურა სამომავლო წარმატების საწინდარია

დღეს სწორედ ის დროა, როდესაც ლიდერებმა შეუმჩნეველ უნარს – კითხვების დასმას, უნდა გადახედონ. ჯონ ჰეგელი, სილიკონის ველში 40 წლის განმავლობაში იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა აღმასრულებელი დირექტორი და მრჩეველი. ის დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ამბობს, რომ ლიდერების ვარაუდი, თითქოს ხალხი მხოლოდ მათ თამამ მტკიცებებს ეძებს (რაც წარმოადგენს ნდობას ლიდერების კომპეტენციისადმი), სიმართლეს არ შეეესაბამება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სინამდვილეში, ამგვარი მიდგომა ნდობას ანგრევს. ფიქრობთ, რომ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე გაქვთ პასუხი? ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენად სრაფად იცვლება სამყარო ან უბრალოდ, იტყუებით. ორივე შემთხვევაში, ვერ მიიღებთ ნდობას, რომელსაც ეძებთ.

ნაცვლად ამისა, აუცილებელია, ლიდერებმა დასვან ძლიერი და ინსპირაციული შეკითხვები, რითაც გადმოსცემენ, რომ არ აქვთ მათზე პასუხი, მაგრამ სხვებისგან ითხოვენ ერთობლივ, კრეატიულ გადაწყვეტებს. ალბათ, ადამიანების ნაწილს ასეთ დროს უჩნდება შინაგანი პროტესტი – “ასე ხომ გამოჩნდება, თითქოს არ ვიცი, რას ვაკეთებ?”. თუმცა ისინი ცდებიან! კვლევამ აჩვენა, რომ მოწყვლადობის გამოხატვა და დახმარების თხოვნა სხვებისთვის ძლიერი სიგნალია.

როდესაც სვამთ კითხვებს, უფრო მეტად ენდობით და ასევე, უფრო მეტად გენდობიან. გახსოვდეთ, ერთობლივი ფიქრი პრობლემის ეფექტურად გადაჭრასა და ინოვაციური აზროვნების საწინდარია.

დასვით მძლავრი შეკითხვები!

მძლავრი შეკითხვები არ გულისხმობს მწვავეს, თავისი არსით. ლიდერების მიერ დასმული კითხვები უნდა იქცეს აზროვნების, განსხვავებული მიდგომის სათავედ, როგორიც აქამდე კონკრეტულ ორგანიზაციას არ ჰქონია.

მაგალითისთვის, შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

  • როგორია მოქმედების შეცვლის შესაძლებლობა, რამაც შეიძლება შექმნას ბევრად მეტი ღირებულება, ვიდრე წარსულში იყო?
  • რა არის ჩვენი მომხმარებლების დაუოკებელი მოთხოვნილებები, რაც შესაძლოა, სრულიად ახალი ბიზნესის საფუძვლად იქცეს?
  • როგორ შეგვიძლია მესამე მხარის რესურსების გამოყენება, ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების ფართო სპექტრის დასაკმაყოფილებლად?
  • როგორ შეგვიძლია, სტანდარტული, მასობრივი ბაზრის პროდუქტებიდან და მომსახურებიდან გადავიდეთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების პერსონალიზირებაზე – თითოეული მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებზე?
  • როგორ შეგვიძლია განვავითაროთ მომარაგების ქსელები, რომლებიც უფრო მოქნილი იქნება წარმოების ან ლოჯისტიკის მოულოდნელ დარღვევებზე რეაგირებისთვის?
  • როგორ არის შესაძლებელი, სენსორის ტექნოლოგიის აღქმა, რათა უფრო მეტი ხილვადობა შევქმნათ იმის შესახებ, თუ რა სახით იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებს? და ასევე, გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ნდობისა და მოხმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

მსგავსი შეკითხვების დასმა ხაზს უსვამს თქვენს ამბიციურობას, რომ გსურთ, განავითაროთ კომპანია და მოიპოვოთ პირველობა, რისთვისაც არა ცალკეულ, არამედ ერთობლივ მუშაობასა და ჩართულობას ამჯობინებთ. თანაც, კითხვის ფორმულირება თავისი არსით გადმოსცემს იმ იდეას, გრძელვადიან პერსპექტივას, რომელიც უკვე გაცნობიერებული გაქვთ.

ჩართეთ სხვებიც 

იმისათვის, რომ თანამშრომლობა ეფექტური იყოს, ნუ დასვამთ კითხვებს მხოლოდ ხელმძღვანელობის დახურულ შეხვედრებზე. არამედ, განათავსეთ ისინი თქვენი ორგანიზაციის მასშტაბით და მის მიღმაც. გახსოვდეთ კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომხმარებლების სურვილებზე. მათთვის კითხვა, თუ რა სურთ რეალურად, მრავალფეროვანი გამოცდილებისა და პერსპექტივების დასაკავშირებლად იდეალური გზაა.

ამისათვის საუკეთესო მაგალითია ყველასათვის ცნობილი Domino’s Pizza, რომლის მიმართაც 10 წლის წინ ბევრი ნეგატიური კომენტარი გავრცელდა. ალბათ, ბევრი კომპანია, მსგავს შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დამალვასა და გადაფარვას შეეცდებოდა, მაგრამ დომინოს პიცა სულ სხვაგვარად მოიქცა – წარმომადგენლებმა საჯაროდ გამოაქვეყნეს ნეგატიური უკუკავშირი და დასვეს შეკითხვა, როგორ შეიძლებოდა მათი პიცის გაუმჯობესება, მომხმარებლების აზრით.

ღია ინოვაციური წარმატების მიღმა კიდევ უფრო ფუნდამენტური გავლენა იყო – დაუცველობის გამოხატვით კომპანიამ მომხმარებლების ნდობა გამოიმუშავა. მათ აღიარეს პრობლემა და დახმარება ითხოვეს.

შეცვალეთ თქვენი კულტურა

არასტაბილურ პერიოდებში შფოთვის შეგრძნება განსაკუთრებით იმატებს და მძაფრდება. შეკითხვების დასმით კი შეგიძლიათ, ადამიანებს შიშის გადალახვაში დაეხმაროთ. მაგალითისთვის, ფსიქოლოგიის სფეროში ღრმად არის დამკვიდრებული სხვებთან შეხვედრით სტრესის გადალახვის მეთოდი, როგორც ჯგუფური თერაპიის იდეა.

გადატვირთული ემოციებისგან დაცლა და კითხვების მეშვეობით მხოლოდ მოკლევადიან ქმედებებზე ყურადღების გამახვილება, კრიზისის დროს გაუმჯობესებულ და დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა.

დასვით შეკითხვები და შთააგონეთ ადამიანები მაშინ, როცა სრულ უიმედობას განიცდიან და ვერ პოულობენ რაღაც ახლის დაწყების გზას. “აიძულეთ” გადადგან მცირე ნაბიჯები, რათა მოკლევადიან გეგმებში იხილონ პროგრესი და გაიზარდოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენის შეგრძნება. ეს ერთგვარი სწავლისა და სწავლების კულტურაა.

ლიდერები, რომლებიც სვამენ მძლავრ შეკითხვებს, ყველაზე დიდ წარმატებას აღწევენ, როგორც ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში, ასევე მოულოდნელი გამოწვევების მოგვარებაში.

წყარო: HBR



გახდი თიბისის მომხმარებელი 90 წამში, მობაილ ან ინტერნეტბანკიდან

ბექჰემმა სასამართლო დავა წააგო და საკუთარი კლუბისთვის სახელის შეცვლა მოუწევს