დიახ, კარგი ლოგო პოტენციურ მომხმარებლებთან პირველი კონტაქტის დამყარების საშუალებას გვაძლევს და მსგავსად, ნებისმიერი ბიზნესის ბრენდინგისთვის ცენტრალური ნაწილი ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული ლოგო თქვენს ბრენდის იდენტობას წარმოადგენს და კავშირს ამყარებს მომხმარებლებთან.
რამდენიმე ასპექტიც არსებობს, რაც ლოგოს შექმნისას თქვენი საჭიროებებისა თუ ინდუსტრიების მიხედვით იცვლება. თუმცა საუკეთესო ლოგოების განსაზღვრისთვის 5 საერთო წესი მაინც არსებობს — ანუ, როგორი უნდა იყოს კარგი ლოგო?
- მარტივი
- რელევანტური
- დასამახსოვრებელი
- დროისგან დამოუკიდებელი
- მრავალმხრივი
გამოდის, თუ ლოგოს ამ ხუთი მახასიათებლით შექმნით, იმის გარანტიაც გექნებათ, რომ მომხმარებლები თქვენს ბრენდს ამოიცნობენ. ახლა კი თითოეული მათგანი დეტალურად განვიხილოთ:
მარტივი
ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბრენდები გასაოცრად მარტივი ლოგოებითაა წარმოდგენილი. იქნება ეს Nike თუ Apple, მათი ლოგოები მარტივად შესამჩნევი და დასამახსოვრებელია. სიმარტივე კი ლოგოს მთავარი ინგრედიენტია, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა ლოგოზე ფოკუსირებული მხოლოდ მცირე ხნით არის. შესაბამისად, მარტივი დიზაინი თქვენი ბრენდის პიროვნულობას მოკლედ და ეფექტურად გამოხატავს.
დიახ, იგი ყურადღებას ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე ამახვილებს. ეს მოიცავს ფერებსა და ფონტებზე დაკვირვებას ისევე, როგორც იდეების უმარტივესი ფორმით განხორციელებას. სიმბოლოები ბრენდის ღირებულებების ან იდეების კონკრეტულ კომპლექტთან გონებრივ ასოციაციებს აღძრავს. ამიტომ, ბრენდის იდენტობის გადმოსაცემად, რაც შეიძლება ნაკლები ელემენტი უნდა გამოიყენოთ.
რელევანტური
თქვენი კომპანიის ლოგო სამიზნე ბაზარს უნდა შეუსაბამოთ. ყურადღება მიაქციეთ ბრენდის ამსახველ ფერებს, რაც სხვადასხვა ემოციას აღძრავს და მომხმარებლებს თქვენი ბრენდის სახესაც აჩვენებს. მაგალითად კომპანიამ, რომელიც საბავშვო სათამაშოებს ყიდის, ნათელი ფერები უნდა გამოიყენოს, რათა მომხმარებლამდე ენერგია, გართობისა და აღფრთოვანების შეგრძნება მიიტანოს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ბრენდის ფონტია, რას მის ტონსა და ღირებულებებს აყალიბებს, შესაბამისად, ბრენდის იდენტობასაც უკეთ განსაზღვრავს. მაგალითად, კუთხეების მქონე, თხელი შრიფტები კარგი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ხოლო უფრო რბილი და მომრგვალებული ფორმები სამკაულის მაღაზიებისთვის.
დასამახსოვრებელი
კარგი ლოგო დასამახსოვრებელიც უნდა იყოს და ამისთვის ერთი შეხედვაც საკმარისი უნდა გახდეს. თუ ლოგოს მიზანი მომხმარებლისა და ბრენდის დაკავშირებაა, მაშინ, რაც უფრო დასამახსოვრებელი იქნება იგი, მით უფრო მეტად გაახსენდებით მომხმარებლებს. მსგავსად, თქვენი ბრენდიც მომხმარებელთა გონებაში უფრო დიდხანს რჩება.
დასამახსოვრებელი ლოგოები ზემოთ განხილულ ყველა ელემენტს აერთიანებს, თუმცა ისინი ვიზუალურ და ტექსტურ ასპექტებს შორის ბალანსსაც პოულობს. ბრენდის იდენტობასა და ტონს უკეთაც კი აჩვენებს. ამასთან, ნებისმიერ ინდუსტრიაში დასამახსოვრებელი ლოგო ყოველთვის უნიკალურობისკენ უნდა მიისწრაფოდეს.
დროისგან დამოუკიდებელი
საუკეთესო ლოგო წლების განმავლობაში რელევანტური და ეფექტური რჩება. უნდა ვაღიაროთ, რომ ლოგოს შექმნისას ტრენდები საკმაოდ მაცდურია, მაგრამ ეს ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. შესაძლოა, ახლა კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ შეცვლა ნამდვილად დასჭირდება. დროისგან დამოუკიდებელი ლოგო კი ზუსტად ის არის, რომელსაც შეცვლა არასდროს დასჭირდება — McDonald-ის ოქროს თაღები, ისევე როგორც CocaCola წლების განმავლობაში უცვლელი დარჩა.
მარადიული ლოგოები უფრო მეტად ხარისხზეა ფოკუსირებული და არა, რაოდენობაზე. გვერდს უვლის არასაჭირო ელემენტებს, გიჟურ იდეებს და ფოკუსირებულია იმაზე, რაც მუშაობს. ამასთან, მსგავსი ლოგოები მარტივ და ძირითად ფერებს იყენებს. შესაბამისად, ფერთა გადასვლებსა თუ მრავალფეროვან პალიტრებს გვერდს უვლის.
მრავალმხრივი
შესაძლოა, კარგი ლოგო სხვადასხვა გზით, ფორმითა თუ სიტუაციით იყოს შექმნილი. მაგალითად, ლოგო, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ონლაინ შეგიძლიათ, ძალიან კარგი არ არის, რადგან იმ გზებს ზღუდავს, რომლითაც ბრენდის გამოაშკარავება მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლიათ. მეორე მხრივ კი, ისეთი ლოგოს არჩევა, რომელიც, შესაძლოა, დაიბეჭდოს და განთავსდეს სხვადასხვა მედიაში, თქვენს ბრენდს უფრო მეტად შესამჩნევს გახდის.
ხშირად ლოგო კონკრეტულ ფორმატზე ძალიან ლამაზია, მაგრამ ფორმატის ცვლილების შემდეგ სრულიად გაუგებარი ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, რა ფორმატში შექმნით და შეინახავთ მას. ტრადიციული ფოტოების ზომის შეცვლისას ისინი, შესაძლოა, პიქსელირებული გახდეს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვექტორული ფაილები მასშტაბურობისთვის არის შექმნილი.
გამოდის, თუ ზემოთ ჩამოთვლილ ხუთ მახასიათებელს გაითვალისწინებთ, კარგი ლოგოების შექმნა მარტივიც კი შეიძლება გახდეს. მსგავსად, თქვენი ბრენდის ძლიერ საფუძველსაც შექმნით, ამიტომ ლოგოს შექმნაზე ზრუნვა ნამდვილად ღირს.