საუკეთესო მენეჯერებმა იციან, რომ დღესდღეობით, ტოპ თანამშრომლებს აქვთ უამრავი ალტერნატივა სამუშაო ადგილის შესარჩევად. კარგი კადრის შესანარჩუნებლად კი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო. იმისათვის, რომ მენეჯერმა გაიგოს, რა მდგომარეობა მის გუნდში და რამდენად მაღალია კომპანიის სამუშაო მორალი, საჭიროა, ყოველ კვირას სამ კითხვაზე ჰქონდეს პასუხი:
ჩვენ ხომ ვენდობით ერთმანეთს?
როცა ადამიანი თანახმაა შემოთავაზებული სამსახურებრივი პოზიციის დასაკავებლად, ეს გულისხმობს ნდობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის: „შენ მენდობი, რომ მე შევასრულებ იმ სამუშაოს, რაც შენს კომპანიას სჭირდება და მე გენდობი, რომ ფინანსურად უზრუნველგვყოფ მე და ჩემს ოჯახს“. თუმცა ხელფასის გამომუშავებისა და ურთიერთნდობის შენარჩუნება მაინც ინდივიდუალურად აღქმადია. არსებობს შემთხვევები, როცა გუნდში ნდობა ირღვევა (ვინმე გადააცდენს დედლაინს, დაავიწყდება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება და ა.შ.) ისე, რომ მენეჯერი მიზეზს ვერ ხვდება, იქნებ, მისმა რაიმე კონკრეტულმა ქმედებამ თუ სიტყვამ იქონია თანამშრომელთა მოტივაციასა თუ უპასუხისმგებლო ქცევაზე გავლენა. ამიტომ ვკითხოთ თანამშრომლებს: „ჩვენ ხომ ვენდობით ერთმანეთს?“ – იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აღარ გვაქვს ერთმანეთის ნდობა, თუმცა ამის შესახებ არაფერს ვამბობთ, ჩვენ შორის დიალოგი იქნება არაპროდუქტიული და დროის ფუჭად კარგვა. თუ ერთმანეთის ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, შემდეგი ნაბიჯი არის იმის გარკვევა, როგორ შეგვიძლია მისი აღდგენა და მუშაობის ერთად გაგრძელება.
ხომ არ ფიქრობ, რომ შენ მიერ დაკისრებულ მოვალეობასა და დასახულ მიზანს შორის სიცარიელეა?
ნამდვილი ნდობის გაღვივების ნაწილი მოიცავს თქვენი გუნდისთვის იმ მოცემულობის მიცემას, რაც მათ ევალებათ. თუ გუნდის წევრი გრძნობს, რომ თქვენი მიზნები არარეალურია, მაგრამ ამის შესახებ ვერაფერს გეუბნებიან, უმჯობესია, ყოველკვირეულად, ცოტა დრო, მაგალითად, 30 წუთი დაუთმოთ მათთან შეხვედრას, რომ მოისმინოთ მათი იდეები, კომენტარები და პრეტენზიები, ამასთან, გირჩევთ, რომ ერთი ერთზე ესაუბროთ მას. ეს 30 წუთი დაგეხმარებათ გუნდური მორალის შექმნასა და ერთიანობის შენარჩუნებაში.რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ უფრო წარმატებული გახდე?
საუკეთესო თანამშრომლები იმიტომ არიან საუკეთესოები, რომ ისინი მუდმივად სწავლობენ, ვითარდებიან და აღწევენ დასახულ მიზნებს. იმისათვის დროის გამონახვა, რომ თანამშრომლებს ჰკითხო, როგორ შეგიძლია მათი დახმარება კარიერულ წინსვლაში, აჩვენებს შენს მზაობას, გახადო ისინი წარმატებულები როგორც სამუშაო პროცესში, ისე მის გარეთ. ამგვარი დამოკიდებულება ლოიალობისა და ნდობის საფუძველია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტყველებს მენეჯერის მზრუნველობაზე თანამშრომლების მიმართ. დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა: „სტარბაქსი“ და „დისნეი“, შესაძლოა, დააფინანსონ თანამშრომლების კურსები, თუმცა როცა სტარტაპერი ხარ, შეგიძლია მათ შესთავაზო, იყიდონ წიგნები, რომლებიც მათ დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, გააცნო მათ ინდუსტრიის ლიდერები და ა.შ.თითოეული ამ კითხვის დასმა მხოლოდ დასაწყისია. ამის შემდეგ, თქვენი გუნდის პასუხებზე ფიქრი და ყველაზე შესაფერისი გზით მათზე მოქმედება კარგი მენეჯერის შემდეგი პრეროგატივაა.