in

10 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც თქვენი ვებგვერდი უნდა აკმაყოფილებდეს!

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ვებსაიტის მიზანი მხოლოდ ახალი მომხმარებლების მოპოვებაა. უბრალოდ შექმნით მაღალი ხარისხის პროდუქტის გვერდებს, დაწერთ მცირე შინაარსს, დაამატებთ CTA (CALL TO ACTION) ღილაკს, შემდეგ დასხდებით და ნახავთ, მუშაობს თუ არა.

თუმცა ვებსაიტის მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ ახალი კლიენტების მოპოვება. მაშ რაზე უნდა მუშაობდეს კომპანიის ვებსაიტი თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიის სამყაროში?

ამ კითხვაზე ერთი „სწორი” პასუხი არ არსებობს, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ კომპანიის ვებსაიტის ამოცანაა, გაზარდოს ვინმეს WTP (Willingness To Pay).

ეს ნიშნავს მომხმარებლის სათანადო მოგზაურობას ვებგვერდზე, სადაც კონტენტის სტრატეგიის როლი არის გაზარდოს ვინმეს ნდობა და მოწონება, მოამზადოს ის თანხის გადასახდელად სერვისში ან პროდუქტში.

როგორ უნდა დაიწყოთ ისეთი საიტის შექმნა, რომელიც მოიპოვებს ვიზიტორების ნდობას და გაზრდის WTP-ს? მოდი, შევეხოთ ათ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ WTP-ის მართვაში თქვენს ვებსაიტზე.

1. დაპირდით პრობლემის გადაჭრას

ყველას სურს თავისი პრობლემის გადაჭრა, ამიტომ პირველი, რაც თქვენმა ვებსაიტმა უნდა გააკეთოს არის დაპირება, რომ მომხმარებელი იპოვის თავის პრობლემაზე პასუხს. მოერიდეთ იმ დიდ სათაურებს, სადაც ნათქვამია, თუ რას აკეთებთ ან რომელ ინდუსტრიაში ხართ დაკავებული. თუ ხალხი თქვენს ვებსაიტზეა, დიდი ალბათობით, მათ ეს უკვე იციან. ამის ნაცვლად, უთხარით მათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აინტერესებთ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, განასხვავო შენი ბიზნესი ყველა სხვა კომპანიისგან. 

მაგალითად, ეს არის ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, Tuff-ის მთავარი გვერდი. მარკეტინგული სერვისების პოპულარიზაციის ნაცვლად, ისინი გვეუბნებიან იმ პრობლემას, რომელსაც ისინი წყვეტენ. 

2. CTA-ები

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ვინმემ შეიძლება მოისურვოს თქვენთან საუბარი. ასე რომ, აუცილებელია დაეხმაროთ თქვენს კლიენტებს ყიდვის მოგზაურობის პროცესში სტრატეგიული მოწოდებების ან CTA-ების გამოყენებით.

შესთავაზეთ სხვადასხვა გაჩერების წერტილები, იქონიეთ კონტაქტის ღილაკი ნავიგაციის მენიუში. გამოიყენეთ ასევე: „იხილე მეტი”, „გადადი ბმულზე” და სხვა მსგავსი CTA-ების მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენი და ვიზიტორების დასაკავშირებლად.

3. შედეგი

მესამე პუნქტი არის თქვენი ვებსაიტის შინაარსის ფოკუსირება კონკრეტულ ნიშაზე. დააკონკრეტეთ, ვის ემსახურებით და რა პრობლემას უგვარებთ მათ. დააკონკრეტეთ, ვინ იღებს საუკეთესო შედეგებს თქვენი სერვისებიდან, რადგან ისინი იქნებიან თქვენი საუკეთესო მომხმარებლები.

4. ძირითადი შეთავაზებები

ბევრი კომპანიაა, რომელიც ასევე ბევრ სერვისს გვთავაზობს. ხშირად ეს ყველაფერი საიტზეა გამოტანილი, თუმცა რეალობა ისაა, რომ არის რამდენიმე სერვისი, პროდუქტი ან შეთავაზება, რომლებიც ორგანიზაციისთვის მოგების 80%-ს გამოიმუშავებს. 

სწორედ ამიტომ, შეხედეთ მარტივად! მოერიდეთ ყველაფრის წარმოჩენის მცდელობას. შეარჩიეთ ორი ან სამი მყარი შეთავაზება, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ უკეთესად, ვიდრე ნებისმიერ სხვა კომპანიას და აჩვენეთ ისინი თქვენს საიტზე.

5. ჩვენ შესახებ

მეორე ყველაზე მონახულებული გვერდი ნებისმიერ ვებსაიტზე არის გვერდი „ჩვენ შესახებ“ ან „გუნდი“. ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხს უნდა იცოდეს, რომ ნამდვილი ხარ; მათ სურთ იცოდნენ, ვისთან იმუშავებენ, ვის ენდობიან.

გარდა ამისა, კლიენტების უმეტესობა თქვენს ბრენდს შეისწვალის თქვენი გუნდის მეშვეობით. ასე რომ, აჩვენეთ მათ, ვინ არიან ისინი და აცნობეთ მათ ამ ხალხის ღირებულებები და წარმომავლობა.

6. ნდობა და მტკიცებულება

როდესაც ვებსაიტზე შევდივართ, პირველ რიგში განვსაზღვრავთ, შეუძლია თუ არა კომპანიას პრობლემის გადაჭრა. თუ ამას აკეთებს, შემდეგი ნაბიჯი არის დეტალების მოძიება იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარნენ ისინი თანამოაზრე ადამიანებს.

სწორედ ამიტომ გჭირდებათ საქმის შესწავლა, მომხმარებელთა ჩვენებები და მაგალითების მოყვანა პირდაპირ მთავარ გვერდზე. ეს დაეხმარება თქვენს აუდიტორიას, გენდოთ, რადგან თქვენგან ექნება მტკიცებულებები.

7. ვიდეო

ვიდეო პოტენციურ მყიდველებთან ნდობის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის. მიუხედავად ამისა, ის უნდა სცდებოდეს მხოლოდ ისეთი ვიდეოს განთავსებას, სადაც მფლობელი საუბრობს იმაზე, თუ რას აკეთებს მათი კომპანია.

ვიდეო არის საიტის შინაარსის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი. ვიდეომასალად შეიძლება გამოიყენოთ საკუთარი მომხმარებლის უკუკავშირები, პროცესი, როგორ მზადდება თქვენი პროდქუტი, ვიდეო, რომელშიც მოყოლილია, როგორ ჭრის კომპანია მნიშვნელოვან პრობლემას და ა.შ.

8. სეგმენტაცია

ბიზნესის უმეტესობას ჰყავს მინიმუმ რამდენიმე სამიზნე აუდიტორია. თქვენ შეიძლება გყავდეთ დამწყები და დიდი ხნის მომხმარებლები. ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებლები მათი გეოლოკაციიდან გამომდინარე.

თითოეული ეს პოტენციური მომხმარებელი ჯდება თქვენი ბიზნესის განსხვავებულ სეგმენტში და რაც უფრო მორგებული იქნება საიტზე მათი მოგზაურობა, მით უკეთესი იქნება მათი გამოცდილება თქვენს ბრენდთან.

9. კონტაქტი

ვებსაიტი ამ ფუნქციის გარეშე წარმოუდგენელია. აუცილებლად უნდა მისცეთ მომხმარებელს ვარიანტები, რომ საიტიდან შეძლოს თქვენთან დაკავშირება. 

ეს არ გულისხმობს, საიტზე მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის გამოტანას, არამედ კონტაქტის ფუნქციაში მოვიზარებთ ჩეტის ჩაშენებასაც, ფორმის შევსების შესაძლებლობასაც. აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფორმა ყოველთვის მარტივი უნდა იყოს და ცოტა დრო უნდა დასჭირდეს მის შევსებას. 

ამ ყველაფრით თქვენ აგრძელებთ მომხმარებელთან ურთიერთობას, აჩვენებთ მას თქვენი ბიზნესის სხვა ელემენტებს და აძლევთ მკაფიო ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს თქვენი ბიზნესისგან.

10. მობილურთან თავსებადობა

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ორჯერ ორივითაა, ბევრი ვებგვერდი ჯერ კიდევ მობილური რესფონსივის გარეშე კეთდება. რეალობა ისაა, რომ ბევრი ბიზნესის ვებსაიტის ტრაფიკის 80% მოდის მობილურ მოწყობილობებზე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ გჭირდებათ თქვენი საიტის ოპტიმიზაცია მობილურისთვის, არამედ შემუშავებული უნდა გქონდეთ მყარი სტრატეგია ამისთვის. დღეს იდეალური ვებსაიტის დიზაინი ისაა, რომელიც პირველ რიგში მობილურზეა მორგებული.

როგორ უნდა შეუნარჩუნოთ თქვენს გუნდს მოტივაცია რთულ სიტუაციებში?

პრინცი ჩარლზი გამოუშვებს სუნამოს, რომელსაც მისი ბაღის სურნელი ექნება