კარგ წიგნსა და საინტერესო ნაწარმოებს იმხელა გავლენა აქვს, რომ შეიძლება მკითხველი ხშირად თავადაც კი ვერ ათვითცნობიერებდეს, როგორ ნუსხვას თითოეული წაკითხული გვერდი. საოცარი, დაუვიწყარი თავგადასავალი და წარმოსახვის უსაზღვრო შესაძლებლობები, სწორედ ამ მდგომარეობამდე შუძლია კარგ წიგნს მისი მკითხველის მიყვანა. Academic Bookstore კი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც მსგავსი არაჩვეულებრივი წიგნების აღმოჩენა შეიძლება. სულ ცოტა ხნის წინ, ამ უკანასკნელმა, სააგენტო Make it Simple Oy-სთან ერთად, საინტერესო და ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა, რომლითაც კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას კარგი ნაწარმოების საოცარი შესაძლებლობების შესახებ.