in

სტარტაპი “ქარი” – ელექტრომოპედების პირველი საზიარო სერვისი საქართველოში

იგი წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის

Startauperi
Startauperi

ეკომეგობრული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ბრენდი “ქარი” 2021 წელს “აჭარა ჯგუფის” ხელშეწობით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული სტარტაპი ელექტრომოპედების პირველი საზიარო სერვისია რეგიონში, რომელიც ადამიანებს თავისუფლად, კომფორტულად გადაადგილების საშუალებას აძლევს აპლიკაციის საშუალებით 

“ქარი” წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის

ქარის ლოგო არქიტექტორმა ნოდარ სუმბაძემ შეიმუშავა, ხოლო მაქსიმე მაჩაიძემ იგი სწრაფი გადაადგილებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მოპედების კონცეფციას მოარგო. ბრენდი იქცა ახალ სიტყვად ტექნოლოგიური ინოვაციების დარგში.

სახელწოდება მოპედის ხასიათს სიმბოლურად ეხმიანება, როგორც ჰაეროვნებასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალება. 

M: როგორ წარმოიქმნა სტარტაპის იდეა და რა იყო მისი მიზანი?

დანიელ დოინიცინი, სტარტაპის წარმომადგენელი: ქარის იდეა ჩვენს სხვა პროდუქტს, სქროლს უკავშირდება, რომელიც ერთი წლით ადრე ჩავუშვით მოხმარებაში. ჩვენი სტარტაპისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვისაც პირველი იყო ასეთი მასშტაბის საზიარო სერვისი… სქროლის წარმატებული ერთი წლის თავზე კი გაგვიჩნდა სურვილი, რაღაც ახალი პროდუქტი შეგვეთავაზებინა დედაქალაქისთვის. ასე შეიქმნა ბრენდი ქარი, რომელიც არტისტმა მაქსიმე მაჩაიძემ შექმნა. 

ქარის ერთ-ერთ მთავარ ღირებულას უსაფრთხოება და საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს, მაგალითად, მგზავრობისთვის საჭირო აქსესუარები, როგორიცაა ჩაფხუტი, ჰიგიენური ქუდი და სხვა, მოპედის საბარგულშია მოთავსებული.

საგულისხმოა, რომ ქარის მოპედები აპლიკაციასთან სინთეზში მუშაობს. მოპედების “გასაღები” აპლიკაცია Qari App ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ზე, ისე App Store-ზე ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.

M: სქროლისგან დამოუკიდებლად რამდენად თვითმყოფადია ქარი?

რეალურად, ეს ორი ერთმანეთთან სინერგიაშია, საოპერაციო და ტექნოლოგიურ ნაწილშიც. Სულ მალე სქროლის აპლიკაციაში ქარის სატრანსპორტო საშუალებები გამოჩნდება, რაც აპლიკაციას მულტიმოდალურს გახდის. Მობილობის სტარტაპების ინდუსტრიაში ახლა სწორედ ეს ტენდეციაა რომ აპლიკაციაში რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ტიპის გადაადგილების საშუალებები იყოს. ამიტომაც, სადაც ვახსენებთ ქარს, იქ ყოველთვის არის სქროლიც. 

M: მომხმარებლებისთვის რამდენად მარტივია ქარის მოპედების გამოყენება და რა არის ამისთვის საჭირო?

ჩვენი მოპედების სამართავად მომხმარებლებს ესაჭიროებათ ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა. გვაქვს ასევე უფასო ტრეინინგი, სადაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია მოპედის ტარების სწავლა. მათთვის ვისაც მართვის მოწმობა არ აქვს, შესაძლებელია ტრეინინგის გავლის შემდგომ, ვერიფიკაციის მიღება და ქარის ტარება. ტრენინგზე რეგისტრაცია ამ ბმულით არის შესაძლებელი

M: უსაფრთხოება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის… როგორ წყვეტთ ამ საკითხს?

უსაფრთხოების მიზნით მოპედში 2 ჩაფხუტია განთავსებული, ასევე, საკომუნიკაციო საშუალებებით მომხმარებლებს ვუხსნით, როგორ შეიძლება მაქსიმალურად უსაფრთხოდ ქალაქში მოპედით გადაადგილება. Მოპედის პარკინგის წესებს.  ქალაქში გადაადგილებისას მოპედმა რომ არ შეაფერხოს ქვეითები და სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ჩვენი მოპედი ყოველგვარი წესის დაცვის საშუალებას იძლევა – მათ შორის, სოციალურის დისტანციის. ეს კი დღევანდელ რეალობაში აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. 

M: დაბოლოს, როგორია ქარის მომავლის ხედვა და გეგმები? 

სამომავლოდ გვინდა, ქარი მულტიმოდალური აპლიკაცია გახდეს – ანუ, აპლიკაციაში იყოს რამდენიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალება. როგორც იცით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოპედები გვყავს, ახლო მომავალში კი იგეგმება როგორც მიკრო ავტომობილების, ისე ველოსიპედების დამატება, რათა მომხმარებელს მეტი არჩევანი ჰქონდეს. ამ ეტაპზე სწორედ ამ მხრივ ვმუშაობთ, უკვე გვყავს სატესტო მანქანა და თბილისის მუნიციპალიტეტთან ველოგაზიარების საპილოტე პროექტზეც ვმუშაობთ. შემდეგი ორი წელი ამ კუთხით იქნება მიმართული. ასევე, რადგანაც სქროლის სკუტერებით უკრაინაში ვოპერირებთ, ვფიქრობთ ამ ქვეყანაშიც მოპედების გაზიარების სერვისის შექმნას.

Self.ge – სტარტაპი, რომელიც HR პროცესების ერთ, ციფრულ სივრცეში მართვას ემსახურება

„ტერმინალი“ Global Startup Awards-ის ფინალშია!