in

როგორ დავაღწიოთ თავი სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებულ სინანულს?

M2
M2

სინანული ადამიანური ემოციაა, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მაინც განიცდის. თუმცა სინანულის ორი სახე არსებობს: სინანული, რომელსაც გრძნობ, როცა ფიქრობ იმაზე, რაც გააკეთე, რაც არასწორად მოხდა, და სინანული, რასაც გრძნობ, როცა ფიქრობ იმაზე, რაც არ გაგიკეთებია. რაც უფრო იზრდები, ის, რაც არ გაგიკეთებია, უფრო დიდი ხდება, ვიდრე შენ მიერ ჩადენილი სისულელე… მაგალითად, შეიძლება ინანოთ, რომ არ მიიღეთ გარკვეული შემოთავაზება სამსახურზე.

რამდენად სწორი გზით მიდიხართ?

ალბათ, ერთხელ მაინც გქონიათ სამსახურში ცუდი კვირა და ისეთ საკითხებზე გიფიქრიათ, რომლებიც მოცემულ მომენტში დაგეხმარებოდათ პრობლემების მოგვარებაში. ამ დროს კი სოციალურ მედიასაც ამოწმებთ და ხედავთ, რომ თქვენი მეგობრები სხვა ინდუსტრიაში აღწევენ წარმატებას და იმასაც კი ფიქრობთ, იქნებ სხვა სფეროში უნდა გეცადათ ბედი.

როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, ეს იმაზეც მოქმედებს, თუ რას ამჩნევთ სამყაროში. სამსახურში უფრო მეტ პრობლემას დაინახავთ, როცა უკვე კონკრეტულ პრობლემაზე ხართ ფოკუსირებული. ამასთან, ყველაფერს განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევთ — მაგალითად, თუ თქვენმა უფროსმა არ გამოგიგზავნათ ელ.წერილი პროექტის შესახებ, რომ ის გაბრაზებულია თქვენზე და არც კი უშვებთ მის დაკავებულობას.

რამდენადაც დამამშვიდებელია იმის ვარაუდი, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა, თუ სხვა კარიერულ გზას აირჩევდით, იმდენად გამაღიზიანებელია „დაკარგული მომავლის“ გაანალიზება. ამიტომაც, უფრო რაციონალურად უნდა იფიქროთ — მართლა ასეთი უკმაყოფილო ხართ თქვენი საქმით თუ უბრალოდ პრობლემები გაქვთ? იქნებ, გაღიზიანების ფონზე ყველაფერ კარგს უგულებელყოფთ და ლოგიკურად ვერ აფასებთ რეალობას. გარკვეული დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, თუ რა ხდის თქვენს ამჟამინდელ კარიერას წარმატებულს.

და დაიმახსოვრეთ, ადვილია იფიქროთ მხოლოდ საოცარ რამეებზე, რაც შეიძლება მოხდეს, თუ სხვა რამეს გააკეთებთ. მაგრამ ყველა სამუშაოს აქვს თავისი გამოწვევები. რაც არ უნდა გააკეთოთ, გექნებათ ბრძოლის პერიოდები. არ იფიქროთ, რომ სხვა არჩევანი რომ გაგეკეთებინათ, თავიდან აიცილებდი სამსახურთან დაკავშირებულ სირთულეებს.

გვიანი ნამდვილად არ არის

რასაკვირველია, თუ ცივ გონებაზე უყურებთ თქვენს ამჟამინდელ კარიერას და თავს ჩიხში მოქცეულად გრძნობთ, ღირს იმის აღიარება, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ცვლილებებისკენ ნაბიჯის გადადგმა. მაშინაც კი, თუ გარკვეული პასუხისმგებლობები გაკისრიათ, ნელ-ნელა შეგიძლიათ ალტერნატიული მომავლისთვის მომზადება.

თანაც, ახალი გზისკენ მცირე თუ დიდი ნაბიჯების გადადგმა დაგეხმარებათ, მოკლევადიან პერიოდშიც უკეთ იგრძნოთ თავი. იმის ცოდნამ, რომ რაღაცის შეცვლის საშუალება გაქვთ, შეიძლება, აწმყო უფრო ასატანი გახადოს.

იმოგზაურეთ გონებით

სამსახურთან დაკავშირებული სინანულის ერთ-ერთი წყარო თქვენ მიერ გაკეთებულ არჩევანთანაა დაკავშირებული — როდესაც აირჩიეთ, რაღაც სხვა შესაძლებლობა არ გამოგეყენებინათ. ხშირად, როდესაც ახალი როლის ან სამუშაოს შესრულების საშუალება გვეძლევა, იმ უნარებზე ვაკეთებთ აქცენტს, რომლებიც ჯერ არ გვაქვს. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ამ როლს სხვა უკეთესად შეეფერება და ჩვენ ნაცვლად სხვამ დაიკავოს პოზიცია. შედეგად, ვხურავთ კარს, რომელიც ჩვენთვის იყო ღია.

შემდეგ ჯერზე, როდესაც ასეთ შანსს მიიღებთ, სცადეთ, მომავალში წარმოიდგინოთ საკუთარი თავი. თუ ფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვებასაც სამომავლოდ ინანებთ, აუცილებლად გამოიყენეთ ის.

რეკრეაციული და ეროვნული პარკების მნიშვნელობა გარემოს კეთილდღეობისთვის

როგორ მოქმედებს წნეხი ხელმძღვანელებზე?