in

როგორ გადავლახოთ კარიერული ცვლილების ბარიერები

თუ კარიერის შეცვლაზე ფიქრობთ, მარტო არ ხართ. მსოფლიოს გარშემო ადამიანები მასობრივად ტოვებენ სამსახურებს. ვენჩურული კაპიტალის გარიგებები შეჩერებულია. მენეჯერებისთვის, გადაწვის პრობლემა გლობალურად იზრდება. McKinsey პროგნოზირებს, რომ გენერაციულ AI-ში მიღწევებმა შეიძლება გამოიწვიოს 12 მილიონი პროფესიის ცვლილება 2030 წლისთვის. პანდემიამ და შემდგომმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვალებადობამ ბევრი ჩვენგანი აიძულა დავფიქრებულიყავით საკუთარ არჩევანზე.

ბევრი ადამიანისთვის ახალ კარიერაზე გადასვლა შეუძლებელი ჩანს, მაშინაც კი, როცა მათ რაღაც განსხვავებული სურთ. ამ საკითხის გამოსაკვლევად, გამოკითხეს ბიზნესსკოლის 950-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებიც დაესწრნენ ორ ვებინარს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვალოთ კარიერა. პირველ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა 2020 წელს, დასვეს ღია კითხვები კარიერული ცვლილების ბარიერების შესახებ, შემდეგ, პასუხები კატეგორიებად დააჯგუფეს. მეორე გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა 2023 წელს, პასუხებში მრავალჯერადი არჩევანი იყო, გამოვლენილი კატეგორიების შესახებ, ასევე დაამატეს კითხვები იმის შესახებ, თუ რა იძლეოდა კარიერული ცვლილების საშუალებას. შემდეგ კი გამოიყენეს ChatGPT-4 2020 წლიდან ბარიერების შესახებ ღია პასუხების უფრო სისტემატური კატეგორიზაციისთვის.

შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა არის მთავარი ბარიერი, რასაც ადამიანები აწყდებიან, როდესაც ისინი განიხილავენ კარიერულ ცვლილებს. ესაა „მარადიული კითხვა, თუ როგორ ჭამოთ სპილო – ძნელია იცოდე, საიდან დაიწყო და ეს ძალიან დამთრგუნველი ჩანს“. ადამიანებს აწუხებთ სხვა საკითხიც, როგორიცაა: „მე არ შემიძლია გამოვხატო კარიერული მიზანი, რომელიც სპეციფიკური იქნებოდა“. იმის ცოდნამ, თუ საიდან უნდა დაიწყოს, შეიძლება ადამიანებს ისეთი შეგრძნება გაუჩნდეს, თითქოს მათ არ აქვთ სიცხადე საკუთარ სურვილებში.

ბევრ ადამიანს კარიერული ცვლილების პერსპექტივა იმდენად უსიამოვნოა, რომ ისინი პარალიზებულნი ხდებიან – და საბოლოოდ არაფერს აკეთებენ. ბარიერი, როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, არის „გამბედაობის ნაკლებობა, იმის შიში, რომ საკმარის ფულს ვერ ვიშოვი, შიში, რომ ვერ მიაღწევ კარიერულ წინსვლას და იგრძნობ, რომ დამარცხებული ხარ“. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან უმოქმედობა ამცირებს თავდაჯერებულობას, რაც თავის მხრივ, აფერხებს ახალი კარიერის გზების იდენტიფიცირების უნარს.

ზოგადად, ადამიანებს უჭირთ სამუშაოსთვის პროფესიულ წრეში ჩართვა. კიდევ უფრო რთულია, როცა გრძნობენ ბუნდოვანებას, როცა არ იციან, რისი გაკეთება სურთ შემდეგ. შედეგად, ადამიანები წუხან, რომ არ იციან, რა თქვან ნეთვორქში ჩართვისას. „მიჭირს ვიცოდე ვის უნდა დაველაპარაკო და როგორ გამოვავლინო საჭირო უნარები“, – ახსენა გამოკითხვისას ერთმა ადამიანმა. მეორემ აღნიშნა, რომ უჭირდა „დამატებული ღირებულების იდენტიფიცირება და გაყიდვა, რომლითაც მე შემიძლია მივმართო ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობ“. ამ ბარიერების გადალახვის ერთადერთი გზა არის ადამიანებთან კონტაქტის დაწყება და ვარიანტების შესწავლა.

ნეთვორქინგი არის იდეებისა და ინფორმაციის პირველადი გამტარი. ესაა ასევე ჩვენი იდენტობის სარკე. ამიტომ, როგორც ჩვენ ვცდილობთ შეცვლას, ასევე უნდა განვაახლოთ ჩვენი სანაცნობო წრე; ნეთვორქი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება სამუშაო მობილობას. ჩვეული წრის გარეთ სანაცნობო წრის შექმნა საოცრად რთულია, თუნდაც გამოცდილი აღმასრულებლებისთვის. ერთადერთი გამოსავალია „უბრალოდ ამის გაკეთება“. საბედნიეროდ, პრაქტიკასთან ერთად, ეს ბევრად უფრო ადვილი ხდება.

კვლევის რესპონდენტთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა თქვა, რომ მათი უნარების გაფართოება ან განახლება, კურსებისა და სხვა აქტივობების მეშვეობით, სასარგებლო აღმოჩნდა კარიერული ცვლილებისთვის. გარკვეულ უნარებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია და იმდენად სწრაფად იცვლება, რომ უფრო და უფრო მეტი ხანდაზმული ამერიკელი უბრუნდება სწავლას, ხშირად ნახევარ განაკვეთზე ან საღამოობით. მაგალითად, 35 წელზე უფროსი ასაკის სტუდენტების სასწავლებლებში ჩარიცხვა გაიზარდა 6%-ით 2000-დან 2017 წლამდე და მოსალოდნელია კიდევ 5%-იანი ზრდა 2017-2028 წლებში. თუმცა, უნარების განვითარება სულაც არ გულისხმობს საუნივერსიტეტო განათლებას. მაგალითად, ონლაინ კურსების პროვაიდერმა Coursera-მ დახურა 2022 წელი 23 მილიონით მეტი სტუდენტით, ვიდრე წინა წელს – როდესაც მისმა ჩარიცხვამ უკვე 100 მილიონს გადააჭარბა.

ცადეთ ახალი რაღაცები. ესაა ახალი ჩვევის შესაძენად და ძველი პატერნის გასარღვევად შესანიშნავი გზა. ის განავითარებს თქვენს შემოქმედებით აზროვნებას და ახლებურად დაგანახებთ კარიერულ გზას. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს. ესაა ცდის ნაწილი – მაგალითად, თუ აქამდე კორპორაციული კულტურის ნაწილი იყავით, იქნებ სტარტაპი ან პატარა კომპანია გეცადათ? ექსპერიმენტი პროფესიული ზრდის ნაწილია.

შეისწავლეთ საკუთარი თავი უკეთ – თვითრეფლექსია დაგეხმარებათ, დააკვირდეთ, რა მოგწონთ, რა გამოგდით, რა კუთხით გსურთ განვითარება, ვის სჯობს ჰკითხოთ ან გაუზიაროთ მოსაზრება. მიუხედავად იმისა, რომ ინტროსპექციას ექსპერიმენტების გარეშე იშვიათად მივყავართ ნათელ ნაბიჯამდე, ის შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს კარიერული უძრაობისთვის დამახასიათებელი ნეგატიური ემოციების დასაძლევად და თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად, რაც საჭიროა მტკივნეული პერიოდის დასაძლევად.

წყარო: HBR



„ჩვენ ჩაგვანაცვლებს ადამიანი, რომელმაც იცის AI-ის გამოყენება“ — ინტერვიუ თემურ ჩიჩუასთან

Olympus-ის საუკუნოვანი გზა, რომელიც თერმომეტრებითა და მიკროსკოპებით დაიწყო