in

როგორია კარიერული ცხოვრების მომავალი და რა უნდა გავითვალისწინოთ?

წარმატებული კარიერის განმსაზღვრელი ფაქტორები სწრაფად იცვლება, რადგან ადამიანები ჯანმრთელობას უფრო მეტად ინარჩუნებენ და დიდ ხანს ცხოვრობენ. სტენფორდის სიცოცხლის ხანგრძლივობის ცენტრის ახალი საინტერესო კვლევის თანახმად, 100 წლამდე ცხოვრება ჩვეულებრივი გახდება მომდევნო მეოთხედ საუკუნეში. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს პროფესიული ცხოვრებისთვის?

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარსულში, 20-იან და 60-იან წლებში ადამიანი ერთ კარიერას ირჩევდა და პროფესიულ საქმიანობასაც მას უკავშირებდა. თუმცა ამ გადმოსახედიდან, დასაქმებულებს ხუთი (ან მეტი) საქმიანობის არჩევა შეუძლიათ. ეს ახალი „სიცოცხლის რუკა“, რა თქმა უნდა, საინტერესო პერსპექტივაა, მაგრამ ბევრ სირთულესაც მოიცავს — მათ შორის, გაუთვალისწინებელ გამოწვევებს.

მაშ, როგორ შეუძლიათ დღევანდელ ახალგაზრდა პროფესიონალებს მაქსიმალური სარგებლის მიღება ხანგრძლივი პროფესიული ცხოვრებისგან?’

არასდროს შეწყვიტოთ სწავლა

მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც მზად არის, გაიზარდოს და მოერგოს ახალ ბიზნეს რეალობას. ბოლო დროს ეს ნიშნავს ვიდეოკონფერენციის შესაძლებლობის გამოყენებას და მის პროდუქტიულ დისტანციურ სამუშაო გარემოდ გადაქცევას. მომდევნო წლებში და ათწლეულებში კი ეს შეიძლება, ამჟამინდელი უნარების გადაფასებას და დამატებითი ტრენინგების ძიებას გულისხმობდეს; ან კარიერის სრულ ცვლილებას.

მომუშავე პროფესიონალებმა ყოველწლიურად უნდა გამოყონ რამდენიმე დღე, რათა სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა ეტაპზეა მათი კარიერა, ინდუსტრია, უნარები და სად სურთ წასვლა. თანაც, მომავლის კარიერა სწორხაზოვანი არ იქნება — პირიქით, ადამიანებს შემოვლითი გზების გავლა და სხვადასხვა გამოცდილების მიღება მოუწევთ.

ამავდროულად, სავარაუდოა, რომ სამომავლოდ თანამშრომლები საკუთარ თავზე მორგებული გრაფიკის შესაბამისად გადაანაწილებენ საქმეებს და ბალანსის შენარჩუნებას მეტად ეცდებიან.

ფოკუსირდით ზოგად უნარებზე

მიუხედავად იმისა, რომ ადაპტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველაფერი არ შეიცვლება — ადამიანებს ჯერ კიდევ სურთ, ზოგად უნარებს დაეყრდნონ, რათა შესანიშნავი ნივთების წარმოება და ეფექტური კომუნიკაცია უზრუნველყონ. ჩვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ზოგადი მოთხოვნილებები იგივე დარჩება.

რაც უფრო ფართოვდება ჩვენი ვირტუალური კომუნიკაცია, ზოგადი უნარები დიდ დატვირთავს შეიძენს. ამასთან, სავარაუდოდ, ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად სწრაფად მოხდება, რომ ტექნიკური გადამზადება ნორმად იქცევა. თანამშრომლები და ლიდერები, რომლებიც უკეთესები არიან ქსელში, ხელმძღვანელობასა და კოლაბორაციაში, ყველაზე წარმატებულები იქნებიან ახალ სამუშაო სამყაროში.

დაუთმეთ დრო საკუთარ თავს

თქვენს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება გზის გახანგრძლივებასთან ერთად. შესაძლოა, ეს მოიცავდეს მეტ ოჯახურ შეკრებას, გართობასა და განტვირთვას. ამიტომაც, ახალგაზრდა პროფესიონალებმა რაც შეიძლება მალე უნდა დაამყარონ სამუშაო და ცხოვრების ბალანსი, რადგან სტრესი სულ უფრო მეტად გართულდება წლების მატების პარალელურად. პროფესიული კარიერის დასაწყისში ბალანსის პოვნა კი აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი საზღვრების პოვნაში.

რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ წლამდე იცხოვრებ — ცხოვრება ყოველთვის მყიფე და ხანმოკლე მოგეჩვენებათ. ინვესტიცია ჩადეთ საკუთარ თავში, თქვენს ურთიერთობებში და ოჯახში — 100-წლიანი ცხოვრების ნამდვილი ღირებულება არის სიხარულის პოვნა მოგზაურობაში, სადაც ის მიგვიყვანთ.

წყარო: Fast Company



Disney და Avatar ოკეანეების დასაცავად საერთო კამპანიას იწყებენ

„აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“ — „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია