ციფრულ სამყაროში დღესდღეობით უამრავი მოთხოვნადი პროფესია არსებობს, რომელთა შეთვისებაც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ერთია, გაიარო რამდენიმეთვიანი კურსი, მიიღო ცოდნა, შემდეგ კი მისი პრაქტიკაში რეალიზება და ამ მიმართულებით დასაქმება შეძლო.
ალბათ, ვთანხმდებით, რომ პრაქტიკული გამოცდილების გარეშე კარიერული ნაბიჯების გადადგმა მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ მაინც, სად შეიძლება დავაგროვოთ ცოდნა ისე, რომ დამწყებ პოზიციაზე დასაქმება რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილების გარეშეც თავისუფლად შევძლოთ?
დღეს სმარტ აკადემიის კარიერული განვითარების პროგრამაზე მოგიყვებით, რომელიც სტუდენტების იმ უნარ-ჩვევებითა და შესაძლებლობებით აღჭურვას უზრუნველყოფს, რომლებიც მათ შრომის ბაზარზე ნავიგაციასა და კარიერის დაგეგმვაში ეხმარება.
,,კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებმა სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ, სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად ვზრდით პარტნიორების რიცხვს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და შესაძლებლობებზე ჰქონდეთ წვდომა’’, – ნუცა ცერცვაძე.
ნუცა სმარტ აკადემიის კარიერის განვითარების მენეჯერია. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ გვიამბობს, რა ეტაპებს გადის სტუდენტი სმარტ აკადემიაში მოხვედრის დღიდან კურსის დასრულებამდე და როგორ გრძელდება აკადემიის ურთიერთობა კურსდამთავრებულებთან.
ვინ არის კარიერის განვითარების მენეჯერი და რა შედის მის მოვალეობაში?
კარიერის განვითარების მენეჯერის მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შესაძლებლობების დამსაქმებლებთან სწორად მიტანა ვიცოდეთ, შესაბამისად, კარიერის განვითარების მენეჯერი სტუდენტებს ყველა ინ ინფორმაციასა თუ ტენდენციას აცნობს, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს კონკურენტულ გარემოში დასაქმების პროცესის გამარტივებაში ეხმარება.
როგორ მუშაობს ეს რგოლი სმარტ აკადემიაში და რა მნიშვნელობა აქვს კარიერის განვითარების მენეჯერს სტუდენტების დასაქმებაში?
ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებმა სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ვიცოდეთ თითოეული სტუდენტის მისწრაფება და თითოეულთან კონსულტაციის გაწევა ინდივიდუალურად შევძლოთ. კარიერული პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.
,,ძალიან ნაყოფიერი და პრაქტიკული პროგრამაა. ყველაზე მეტად ის ფაქტი მომწონს, რომ ჩვენს მენეჯერთან კომუნიკაციისა და მისგან რჩევების მიღების საშუალება შემდეგშიც გვექნება.
ძალიან კარგი შესაძლებლობაა სიმულაციური გასაუბრების ჩატარების პროცესიც, რადგან პრაქტიკული გამოცდილება ყველაზე კარგ შედეგებს იძლევა და შემდგომ გასაუბრებებსაც უფრო მომზადებული შევხვდები“, – კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება.
მას შემდეგ, რაც სტუდენტი სასწავლო კურსს ასრულებს, გრძელდება თუ არა ურთიერთობა სმარტ აკადემიასა და კურსდამთავრებულს შორის?
მას შემდეგ, რაც სტუდენტები სმარტ აკადემიაში სწავლას ასრულებენ, დასაქმების აქტიური ფაზა იწყება. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სხვადასხვა ინდუსტრიაში განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და მათ დამწყებ პოზიციაზე დასასაქმებლად ვუწევთ რეკომენდაციას. კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ დასაქმების პროცესში მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას უზრუნველვყოფთ.
როგორია სმარტ აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით?
წარმატებულ კომპანიებში დღემდე სმარტ აკადემიის არაერთი ტოპ კურსდამთავრებული დასაქმდა. ჩვენ ყოველდღიურად ვზრდით პარტნიორების რიცხვს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და შესაძლებლობებზე ჰქონდეთ წვდომა. რასაკვირველია, დასაქმების პროცესში სტუდენტის მოტივაციაცა და მონდომებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ვამაყობთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას აქტიურად ვუწყობთ ხელს და მაქსიმალურად ვზრდით იმ სტუდენტების რაოდენობას, რომლებიც ჩვენი დახმარებით სასურველ მომავალს იქმნიან.
სმარტ აკადემიაში მომავლის მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება შეგიძლია. IT-ის, მარკეტინგის, დიზაინისა და მენეჯმენტის მიმართულების 50-ამდე სასწავლო კურსში შენს ინტერესებსა და მისწრაფებებზე მორგებულ პროფესიას აუცილებლად იპოვი.
[პარტნიორის კონტენტი]