in

როგორ უნდა დაისახოთ კარიერული მიზნები, როცა გადამწვარი ხართ?

ბევრ ორგანიზაციაში ახლა ინდივიდუალური და გუნდური მიზნების დასახვის სეზონია. ზოგადად, ყველას სურს, მიზნის შერჩევის პროცესი რაციონალური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული იყოს, რომელიც შესაძლებლობების, რესურსებისა და დაბრკოლებების გულდასმით გათვალისწინებას მოიცავს. მაგრამ რას აკეთებთ, როცა გრძნობთ, რომ ძალიან შეზღუდული წარმოდგენა გაქვთ იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი? როცა ჩანს, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი დაბრკოლებაა?

pasha-statiebi
pasha-statiebi

შესაძლოა, მიზნების დასახვა გაურკვევლობისა და გადაწვის დროს უაზროდ გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ერთ-ერთი კვლევა მოწმობს, ჩვენი მოტივაციის სისტემების ჩართვისთვის და გონებრივი რესურსის (როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი) გამოყენებისთვის, მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმის შესახებ, თუ სად ვართ, სად მივდივართ და რას ვუახლოვდებით. ხშირად მკაფიო მიზნების გარეშე არასწორ არჩევანს ვაკეთებთ და ხელიდან ვუშვებთ მოქმედების შესაძლებლობას. ამავდროულად, თავს ნაკლებად ეფექტურად ვგრძნობთ, რაც, ბევრი ფსიქოლოგის თქმით, ცხოვრებით კმაყოფილებისა და ადამიანის კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი წყაროა.

იმისათვის, რომ მიზნები დაისახოთ, რომლებსაც ღირებული აზრი გააჩნია, მათი საფუძველი „ზრდის აზროვნება“ უნდა იყოს. ამაში მხოლოდ ის პათოსი არ იგულისხმება, რომ ყველაფრის გაუმჯობესების პერსპექტივის უნდა გჯეროდეთ ან სხვა გამარტივებული ზრდის აზროვნების. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე იმის დაჯერება, რომ პროგრესი და განვითარება მოსალოდნელია.

რეალურად, ამ აზროვნებაში იგულისხმება სამუშაოს უფრო დიდი მნიშვნელობა ან მიზანი, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ. ზრდის აზროვნება არის იმის დაჯერება, რომ განვითარება და პროგრესი მიზნის ნაწილია. და ეს სპეციფიკური სტრატეგიებისა და ჩვევების გამოყენებას ეხება, რათა პროგრესის პოტენციალზე ფოკუსირება შეძლოთ.

როდესაც მიზნის დასახვას ზრდის აზროვნების პრიზმიდან უყურებთ, თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ გაურკვეველი სიტუაციების არსებობის დროსაც კი. სტატიაში ორი სტრატეგიაა მოცემული, რომელიც სწორედ ამ მდგომარეობის მიღწევაში დაგეხმარებათ, რათა თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის ეფექტურად გამოიყენოთ.

გამოიყენეთ ზრდის აზროვნების ტრიგერი სიტყვები თქვენი მიზნების გასაგებად

როდესაც გსურთ, ზრდის აზროვნების ეფექტი შეისწავლოთ, ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სასურველი მიზნის ან ამოცანის აღწერაა. ამისათვის კი გარკვეული სიტყვები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც უკეთესობის იდეას აღძრავს, ვიდრე უბრალოდ კარგის — „გაუმჯობესება“, „განვითარება“ და ა. შ. შედეგად, დროთა განმავლობაში პროგრესი ყოველდღიური საქმეების განუყოფელი ნაწილი ხდება.

ეს სიტყვები ემსახურება როგორც აშკარა, ისე იმპლიციტურ „საწყის წერტილებს“ თქვენი აზროვნებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მიზნის მნიშვნელობას განვითარებაზე აფუძნებს. მათ გამოსაყენებლად კი, საჭიროა, საწყის ეტაპზე უბრალოდ თქვენი მიზნების ჩაწერა დაიწყოთ ისე, როგორც ჩვეულებრივ ფიქრობთ. მაგალითად, შესაძლოა, ის ასე ჟღერდეს: „მინდა, უკეთესად შემეძლოს კომუნიკაციის დამყარება“ ან „ნეტავ, გაყიდვები 5%-ით გავზარდო“.

შემდეგ ხელახლა გადაწერეთ ზრდის აზროვნების ერთი ან მეტი ტრიგერის გამოყენებით. ამ შემთხვევაში „იყო ეფექტური კომუნიკატორი“, ნიშნავს „გახდე ეფექტური კომუნიკატორი“. ხოლო „გაზარდო გაყიდვები 5%-ით“, არის „გაზარდო ქსელი, რათა გაყიდვები 5%-ით გაიზარდოს“.

თანაც, კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ზრდის აზროვნებით უახლოვდებიან, უფრო მეტ გამოწვევას იღებენ, ვიდრე სხვები. მაგალითად, ჯანდაცვის გამყიდველების ერთ-ერთ კვლევაში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ისინი, ვინც უფრო ძლიერი ზრდის აზროვნებით მიუდგნენ თავიანთ სამუშაოს, მეტად ამბიციურ მიზნებს მიღწიეს.

დააწესეთ პროგრესი და წამყვანი წერტილები

ასეთ გაურკვეველ დროს მნიშვნელოვანია, თავიდანვე განსაზღვროთ მკაფიო პროგრესი და ეტაპების ვადები, რათა თვალყური ადევნოთ როგორც პროგრესის სიჩქარეს, ასევე ახალი ინფორმაციის ფონზე ცვლილებების აუცილებლობას.

ძალიან ადვილია, მიზნებზე ფოკუსი დაკარგოთ ან იქამდე შეწყვიტოთ მათზე ფიქრი, ვიდრე სასურველს მიაღწევთ. როდესაც პროგრესი ნელია, შეიძლება, ცვლილებების შეგეშინდეთ ან მიზანს არ მიჰყვეთ, თუ რესურსები ან მომხმარებელთა მოლოდინები იცვლება. მაგალითად, შეგიძლიათ დასახოთ მიზანი, განავითაროთ გარკვეული უნარები ან მიაღწიოთ გაყიდვების გარკვეულ რაოდენობას წლის ბოლომდე. წარმატებული რომ იყოთ, რა უნდა გააკეთოთ პირველ თვეში? ექვს თვეში? თუ არ იცით, ვერ შეძლებთ სწორი კურსის დადგენას. საჭიროების შემთხვევაში კი, აუცილებელია, სხვა სტრატეგია ან დასახული მიზნის გადააზრება სცადოთ, რათა ეფექტური შედეგები მიიღოთ.

ამ ორი სტრატეგიის მეშვეობით, რათა მოემზადოთ როგორც ლიდერი ან გუნდის წევრი, ზრდის აზროვნებას უყრით საფუძველს, რომელსაც გაურკვევლობის, წარუმატებლობისა და კრახის დროს გამოიყენებთ.

წყარო: HBR



ღვინის, მუსიკისა და ორი კულტურის სინთეზი კახეთში, ჯაზისა და ღვინის ფესტივალზე

„მთავარი, გლობალური ჯილდო ჩვენ გვხვდა წილად!“ – საქართველოს ბანკის გლობალური ჯილდო Global Finance-ისგან