10
ივლ
2018

მორიგი ქართველი, რომელიც Awwwards.com-ის ახალგაზრდა ჟიურიში იქნება

10 ივლ 2018

კარლო ჩორგოლაშვილი უკვე მეორე ქართველია, რომელიც  Awwwards.com-ზე ახალგაზრდა ჟიურის წევრებს შორის იქნება და ყოველდღე 5 სხვადასხვა ნამუშევრის შეფასება მოუწევს კრიტერიუმებით: Design, Usability, Creative, Content. კარლო არის არტდირექტორი, 7 წლიანი გამოცდილებით დიზაინის სფეროში, რომლის სპეციალიზაცია არის: User Interface, User Experience და Interaction დიზაინი. ასევე, აქვს გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. ამჟამად, იკავებს არტდირექტორის პოზიციას საყურისების კომპანია Phaiser-ში.

კარლო ჩორგოლაშვილი: „Awwwards-ის ჟიურობის ერთ-ერთი ბენეფიტი არის ცნობადობის გაზრდა შენზე, რომ ამ მიმართულებაში, Product Design-ში ხარ და მეორე არის ის, რომ სხვადასხვა პროექტთან გექნება შეხება და ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. ასევე, შეიქმნა Slack Channel, აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც, კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ჟიურის წევრებთან, გვიწევს პორტფოლიოების, საიტებისა და საკონტაქტოების გაცვლა, რაც ასევე, ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი სფეროს წარმომადგენლების გაცნობისა და მათთან ურთიერთობის თვალსაზრისით“. 

Awwwards.com-მა ახალგაზრდა ჟიურის წევრების შესარჩევი აპლიკაცია გამოაქვეყნა, იმისთვის, რომ ახალ თაობას შეეტანა წვლილი დიზაინისა და დეველოპმენტის განვითარებისთვის, მსოფლიოს მასშტაბით. აპლიკაციის შევსებისთვის აუცილებელი იყო, გაგეგზავნა საკუთარი პორტფოლიო, რის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში, კარლომ მიიღო სერტიფიკატი და ნამუშევრების შეფასების უფლება.

Awwwards.com არის პლატფორმა, სადაც მთელი მსოფლიოს ვებდიზაინერების, დეველოპერებისა და სააგენტოების დაჯილდოება, ყოველწლიურად, იმართება.

განხილვა