in

LG–ს სარეცხის მანქანაზე 10 800 კარტით აგებული 48 სართულიანი სასახლე

სათამაშო კარტებისგან სასახლეების აშენება ზოგისთვის შეიძლება დროის გაყვანის და უსაქმურობის კარგი წამალი იყოს, ზოგისთვის კი ეს სერიოზული ჰობია, იმდენად სერიოზულიც კი, რომ წლებს ანდომებენ მასში დახელოვნებას. ასეა თუ ისე, ამ სფეროს თავისი პროფესიონალი წარმომადგენლები ჰყავს და გინესის რეკორდსმენი ბრაიან ბერგი ერთ-ერთი მათგანია. LG Electronics–მა უჩვეულო პროფესიის წარმომადგენელი ახალი სარეცხის მანქანის გამოსაცდელად მოიწვია.

ოფიციალური განცხადებით, სარეცხი მანქანის ეს მოდელი ბრენდის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც თითქმის უხმო და უმოძრაოა. ამის შესამოწმებლად, ბრაიანს რეცხვის პროცესში მანქანაზე კარტის მაქსიმალურად მაღალი სასახლის აგება დაევალა. წარმოიდგინეთ, უძრავ მაგიდაზე რამხელა სიფრთხილე და ნებისყოფაა საჭირო მის ასაშენებლად, ჩართულ ტექნიკაზე რომ არაფერი ვთქვათ… მიუხედავად ურთულესი დავალებისა, რეკორდსმენი მომუშავე სარეცხის მანქანას არ შეუშინებია და დიდი მონდომებით შეუდგა კონსტრუქციის მშენებლობას.

 

10,800 კარტი, 48 სართული, 3,3 მეტრი სიმაღლე და 12 საათი, – ბრაიან ბერგმა წარმოუდგენლად რთულ დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვა. ასეთი გზით შემოწმებული ტექნიკა ნებისმიერ მომხმარებელს მოხიბლავს.

ცხოვრება ფეხბურთის გარეშეც მშვენიერია! – Golden Drum–ის გამარჯვებული კამპანია

ბავშვების ენაზე ამეტყველებული უფროსები Mentos–ის კამპანიაში