26
Nov
2014

ქართველი არტ დირექტორის ნამუშევარი საუკეთესოთა შორის მოხვდა !

26 Nov 2014

Elit Electronics
Elit Electronics


Natakhtari_Happy_Holidays_Smallარტ-დირექტორი – აბესალომ ყაველაშვილის ნამუშევარი, მილანის აკადემიის მიერ შექმნილ კრებულში სახელწოდებით ‘საუკეთესო საახალწლო ნამუშევარი’ მოხვდა.  დეტალური ინფორმციისთვის, მარკეტერი აბესალომ ყაველაშვილს ესაუბრა. 

M: როდის შექმენით ნამუშევარი და რა იყო ამოცანა ?

ნამუშევარი გასული წელს შეიქმნა, საახალწლოდ. კონკრეტული ამოცანა დასახული არ გვქონია. უბრალოდ მოგვაფიქრდა იდეა, რომელიც მოუხდებოდა რომელიმე ლუდის ბრენდს, როდესაც საბოლოო სახე მივეცით ნამუშევარს მხოლოდ ამის შემდეგ წარვუდგინეთ იგი ნატახტარს. ამით დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, რის შემდეგაც ნატახტარმა თვითონ მოგვთხოვა გაგვეკეთებინა ნამუშევრის მეორე სერია, რომელიც ვალენტინობას ულოცავს მომხმარებლებს.

M:  რაც შეეხება თვითონ ნამუშევრის “მიღწევებს” ?

ნამუშევარს არ აუღია არანაირი ჯილდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მილანის აკადემიამ, სადაც ასწავლიან კომუნიკაციებს სარეკლამო სფეროს განხრით, შექმნა კრებული, რომელიც გამოაქვეყნეს საკუთარ გვერდზე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო საახალწლო ნამუშევარი. ეს ნამუშევარი მოხვდა, ისეთი ბრენდების გვერდზე, როგორიც არიც FedEx, British Airways, McDonald’s, Turkish Airlines და ა.შ

Natakhtari ValentineM:  როგორ მოიპოვა ეს ნამუშევარი მილანის აკადემიამ? თქვენ გაუგზავნეთ  ?

არა, პირველად დავდეთ adsoftheworld.com –ზე და ამის შემდეგ ბევრმა ბლოგმა გააზიარა, გამოაქვეყნეს. როგორც ჩანს თვითონ მოიძიეს ეს ფოტო

განხილვა