in

Kartell-მა Barbie-ის სკამების კოლექცია გამოუშვა

როგორც ჩანს, Mattel სულაც არ ამთავრებს მსოფლიოს ვარდისფრად შეღებვას. ამჯერად კი ამ მიზნით იტალიურ დიზაინის გიგანტ Kartell-თან გაერთიანდა და Milan Design Week-ზე როგორც სათამაშო თოჯინის ზომის, ისე ადამიანებისთვის განკუთვნილი სკამების კოლექცია შემოგვთავაზა. გამოდის, თუ ბავშვობაში ბარბის სახლის ქონაზე გიოცნებიათ, ახლა ეს რეალობადაც შეგიძლიათ აქციოთ…

BOG
BOG

უფრო ზუსტად Barbie-ის 65-წლიანი ისტორიიდან 5 ყველაზე საყვარელი მოდელი აარჩიეს — AI, Venice, Louis Ghost, Masters და Ero|S|, რომლებიც თავდაპირველად სახელგანთქმულმა დიზაინერმა ფილიპ სტარკმა შემოგვთავაზა. აქ PANTONE 219 C-ის ფერსაც შეხვდებით, რომელიც ზუსტად ესადაგება ბარბის ვარდისფერს და ასე პირველ კოლექციასაც აღნიშნავს, რომელიც სრულად ავეჯს ეძღვნება.

მინიატიურული სკამების 69% ISCC-ის მიერ სერტიფიცირებული ბიო პლასტმასითაა დამზადებული. შეფუთვაც გადამუშავებადი მასალებისგან შექმნეს. მდგრადი გადაწყვეტილებებით კი სურთ, მიგვანიშნონ, რომ ბარბი განაგრძობს იმ სამყაროში ცხოვრებას, რომელიც კეთილად არის განწყობილი გარემოს მიმართ.

ბიტნეტი და Setanta Sports დამეგობრდნენ

NWS ექსტრემალური სიცხის აღსანიშნავად ახალ ფერს ამატებს!