in

შიდა ქართლში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამმუშავებელი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ხილის ქაღალდის კომპანია“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 

BOG
BOG

“საწარმოს დღიურად შეუძლია 10 ტონა ნედლეულის გადამუშავება, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჯანჯუხა და სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბა. პროდუქციის რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება; სამომავლოდ, დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს, საწარმოში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 22:000 დანერგვა.”

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ინსტაგრამი მომხმარებლებისთვის პერსონალურ მაღაზიას ქმნის

“იმ შემთხვევაში, თუკი მეზობელთან კონფლიქტი გაქვთ..”