in

მეცნიერებმა კარტოფილში ადამიანის ცხიმის გენი დაამატეს!

შედეგად უფრო დიდი კარტოფილი და მოსავლიანობის ზრდა მიიღეს

მეცნიერთა ჯგუფმა უჩვეულო ხერხი აღმოაჩინა უფრო დიდი, ჯანსაღი მარცვლეულის გასაზრდელად – სიმსუქნესთან და ცხიმოვან მასასთან დაკავშირებული ადამიანის გენის მცენარეებში გამოყენება.

M2
M2

კარტოფილში ადამიანის გენის დამატება, რომელიც ცხიმ-მარეგულირებელ ცილას ასახავს, სახელწოდებით FTO, მკვეთრად ცვლის ცილების სწრაფი მასობრივი წარმოების გენეტიკურ კოდს. ეს კი მოსავლიანობის 50 პროცენტით ზრდას იწვევს. თავის მხრივ, მოსავლის ამ გზის გაზრდას გლობალური შიმშილის დამარცხება შეუძლია – თანაც, კლიმატზე გავლენის გამწვავების გარეშე.

“ეს მართლაც თამამი და უცნაური იდეა იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან კატასტროფულ შედეგებს ველოდით” – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი ჩუან ჰე. თუმცა მეცნიერებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც ამ ეფექტმა “მკვდარი კარტოფილის ფესვების” ნაცვლად, უფრო დიდი კარტოფილის გაზრდას შეუწყო ხელი.

ინვაზიური გენი

როგორც ქიმიკოსი განმარტავს, მცენარეებს FTO-ს შესაბამისი ცილა არ გააჩნია, არამედ, მათ ზრდას მრავალი სხვა გენი არეგულირებს. ხოლო როდესაც FTO მცენარეში მოხვდება, არ არსებობს რაიმე გენეტიკური სისტემა, რომელიც მას გააკონტროლებს. “არ არსებობს შეზღუდვა, რომელიც ამ ცილას მიუთითებს, სად აქვს წვდომის უფლება. ეს ერთგვარი ბომბია” – აღნიშნავს ჩუან ჰე.

ამ დროისათვის კვლევა ნაადრევ ეტაპზე იმყოფება იმის დასადგენად, თუ რამდენად მოხვდება გენეტიკურად მოდიფიცირებული კარტოფილი სურსათის მაღაზიებში. მეცნიერთა გუნდის განცხადების თანახმად, მათ სურთ, უსაფრთხოებისა და რეპლიკაციის სხვადასხვა კვლევები ჩაატარონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი შოკისმომგვრელი შედეგი უბრალოდ ნორმიდან გადახრა არ არის.

“ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი სტრატეგიაა ჩვენი მოსავლის გასაუმჯობესებლად” – აცხადებს გიფანგ ჯია, კვლევის თანაავტორი და პეკინის უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგი.

ელექტრონული კომერცია საქართველოში – Galt & Taggart-ის კვლევა

ლიდერებო, ნუ შეგეშინდებათ თქვენს შიშებსა და შფოთვებზე საუბრის!