in

ქართული Covid 2.0 რეალობა

როგორი იქნება ცხოვრება კორონას შემდეგ? ამ კითხვაზე თითქმის ყველა სფეროს თავისი პასუხი აქვს. ვირწმუნებთ თუ არა სამყაროს სრულად შეცვლის პროგნოზს, ეს ჯერ კიდევ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, თუმცა ფაქტია, რომ პანდემიამ ახალი COVID რეალობა ყველასთვის მოიტანა.

კარანტინით შეცვლილმა ცხოვრების სტილმა ბიზნესების ოპერირების არსებული სქემა ზოგ შემთხვევაში თავდაყირა დააყენა. ცივილიზაციამ საბოლოოდ ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა, სადაც ადამიანების ქცევა ყველაზე გამჭვირვალე და თვალსაჩინოა.

მსოფლიოს დიდი ქვეყნების შეცვლილი ციფრული რეალობის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნდა, მაგრამ რა მოხდა საქართველოში? როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და რას კარნახობს ეს ბიზნესს? ამ საკითხის განსახილველად, “ევროპაბეთის” სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერებს ვთხოვეთ მცირე ანალიზი.

როგორც წესი, ახალი წლის შემდეგ, Facebook-ზე CPC (cost per click) ყოველთვის იკლებს, მაგრამ მარტის ბოლოს, საშუალო ღირებულებასთან შედარებით, 40%-იანი ვარდნა იყო, რაც, რა თქმა უნდა, პანდემიას უკავშირდება. Facebook-ზე CPC-სთან ერთად დაიკლო CPM (cost per 1000 impression) -ის ფასმაც – ის განახევრდა. ეს ბრენდებისთვის კარგი შესაძლებლობა იყო, თავიანთი რეკლამა ბევრად უფრო იაფად და თან უფრო დიდი აუდიტორიისთვის მიეწვდინათ.

ყველაზე მაღალი CPC Facebook-ზე იყო ნოემბერში, რომელიც აპრილში 58%-ით შემცირდა. მაისის დასაწყისში ონლაინ შოპინგზე რეგულაციები მოიხსნა. ბრენდებმა Facebook რეკლამა დაიწყეს. შესაბამისად, ტრენდიც გაიზარდა და CPC ღირებულებამ 29%-ით მოიმატა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში CMP შედარებით მაღალი იყო engagement და message objective-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ბიზნესი “ფეისბუქზე მესიჯებში ყიდის”. ვფიქრობთ, ეს “გაუმართავი შოპინგი” მომხმარებლის მოთხოვნასთან ერთად დაიხვეწება და უფრო კომფორტული და სანდო გახდება.

პირველად, ქართული აუდიტორიის ისტორიაში, გაიზარდა რეკლამის ქლიქები Audience Network-ზე. ეს ზრდა თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო და პანდემიას პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ პანდემიის პერიოდში ვარდნა Instagram-ის Placement-მა განიცადა. დაახლოებით ასეთი მაჩვენებლები იყო ინსტაგრამზე 2019 წლის იანვარში, იანვრის თვე კი ყოველთვის ყველაზე არაეფექტურია. პანდემიის დროს Facebook-ს ახალი ინფორმაციის გაგების მიზნით უფრო მეტი ადამიანი მიმართავდა. ეს დღესაც ასეა, რადგან Instagram-ი ის ადგილია, სადაც ამ ყველაფერს გაურბიან.

სხვა ქვეყნების აუდიტორიის ქცევა ქართულისგან  განსხვავდებოდა. მაგალითისთვის, ევროპის ქვეყნებში Instagram placement-ი 16%-ით გაიზარდა, ჩვენთან კი შემცირდა. მარტის ბოლოს ქართულ აუდიტორიაში Audience Network-მა Messenger Placement-საც გადაუსწრო. ქართველ მომხმარებლებში გაიზარდა ისეთი აპლიკაციების გამოყენება, როგორებიცაა Viber და Skype, ასევე Facebook-ზე კონტენტის კითხვის ინტერესი.

მარტსა და აპრილის თვეში Desktop Placement-ი დაახლოებით 18%-ით გაიზარდა, თუმცა ამის ხარჯზე Mobile Placement-ი არ შემცირებულა. ეს ზრდა სავსებით ლოგიკურია, კარანტინის დროს მომხმარებელი ორივე მოწყობილობაზე გააქტიურდა. შესაბამისად გაიაფდა CPM, რომელიც თებერვლიდან მარტამდე შემცირდა 80%-ით. ხოლო მარტიდან აპრილამდე კიდევ დაიკლო 23%-ით, მაგრამ მაისში ისევ ფიქსირდება 30%-იანი ზრდა.

ძალზე რთულია, გაზომო გავლენა, რომელიც COVID-19-მა სოციალურ მედიაზე მოახდინა, მაგრამ მთავარი ტრენდების ცვალებადობა ცალსახად პანდემიასა და დაწესებული შეზღუდვების გამო სახლში მყოფი აუდიტორიის ქცევასთანაა დაკავშირებული.

სტანდარტული Facebook მაჩვენებლების (CPC, CPM და სხვა) ცვლილება ყველა რეგიონში აღინიშნა. საქართველოს შემთხვევაში, ისეთი ბრენდებისთვის, რომლებმაც რეკლამა არ გააჩერეს, ამ ცვლილებებმა დიდ აუდიტორიასთან უფრო იაფად წვდომის შესაძლებლობა გააჩინა.

თუმცა, როგორც ტრენდი და მომხმარებლის ქცევა გვაჩვენებს, “კორონას ეფექტი” ნელ-ნელა სტაბილურდება. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ყველა რეგიონი თუ ინდუსტრია “კორონას ეფექტს” განსხვავებულად ებრძვის და ეჩვევა, მაგრამ უკვე გამოიკვეთა იმის ნიშნები, რომ ეს ახალი რეალობა იქნება.

რჩევები ეფექტური სოციალური მარკეტინგისთვის “კორონას ეფექტის” შემდეგ: 

  • ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც ბიზნესები ონლაინისკენ იღებენ გეზს და ბევრ მენეჯერსა თუ  სტარტაპერს აინტერესებს, როგორ და საიდან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი? ამ ცვლილებაში აუცილებლად დაგეხმარებათ Facebook-ის ბიზნეს საგანმანათლებლო პროგრამა – Facebook Blueprint. სპეციალურად შექმნილი 15 ახალი, უფასო კურსი, რომელიც მოიცავს ყველაფერ იმას, რისი ცოდნაც თქვენთვის, საწყის ეტაპზე, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.
  • მოერგეთ ცვლილებებს – სოციალური მედიის “საზომი ხელსაწყოები” ძალზე ხშირად იცვლება და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ყოველთვის გადახედეთ სტრატეგიას და დასახეთ ახალი და რელევანტური მიზნები. მაგალითად, Instagram-ზე ყველა იუზერთან და ბრენდ ფეიჯზე ლაიქების მთვლელი ნელ-ნელა გაქრება. თუ ადრე თქვენი მიზანი მხოლოდ ლაიქების თვლა იყო, დღეს ეს შეიძლება Website Traffic, Direct Message ან თუნდაც პირდაპირ სასურველი პროდუქტის ან სერვისის ყიდვა იყოს. გაშალე კონტენტი მედია არხების მიხედვით, განსხვავებულ კონტენტს სჭირდება შესაბამისი მედია არხი, მაგალითად, თუ თქვენი კონტენტ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი მოკლემეტრაჟიანი, სახალისო ვიდეოებია, გადადით TikТok-ზე. არ არის აუცილებელი, ყველაფერი ერთ მედია არხზე იყოს თავმოყრილი. თანაბრად გამოიყენეთ Instagram, Youtube, TikTok. შექმენით სპეციალური კონტენტი ყველა მედია არხისთვის.
  • მზად იყავით ახალი ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის. მომხმარებლის ქცევა გარკვეულწილად უკვე შეიცვალა და ცვლილებას მომავალშიც განაგრძობს. ბაზარზე უკვე არსებული, თუმცა ნაკლებად პოპულარული ტექნოლოგიური ხელსაწყოები მალე ჩვენთვის აუცილებელი გახდება. შეეცადეთ, თქვენი მომხმარებლებისთვის ონლაინ სივრცე მაქსიმალურად კომფორტული გახადოთ. კარანტინის პერიოდში ონლაინ პლატფორმებზე ჩვენი დამოკიდებულება გაიზარდა, ონლაინ შოპინგი თუ Zoom-ში შეხვედრები კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. COVID-19 ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებას დააჩქარებს. მაგალითად, VR შეიძლება, უფრო მოთხოვნადი გახდეს. პანდემიის გამო, მსოფლიოში ბევრი გამოფენა და ღონისძიება გადაიდო. ისინი მარტივად შეიძლება, VR შოურუმებმა ჩაანაცვლოს. თქვენ კი ვირტუალური სტენდის შექმნა და პოტენციური მომხმარებლებისთვის VR გაჯეტის გაგზავნა შეგეძლებათ. ახალი ტექნოლოგიების ტალღა გვიახლოვდება და ამ ახალი და ძალზე საინტერესო გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ.
  • “სოშალ კომერცია” ანუ ყიდვა პირდაპირ Facebook/Instagram/Pinterest-იდან. რამდენიმე კვირის წინ Facebook-მა ახალი პლატფორმა Facebook Shop დაანონსა, ამ ეტაპზე რეგიონები შეზღუდულია, მაგრამ როგორც Facebook-ის ბევრი სხვა ინოვაცია, ესეც მალე გახდება ჩვენი რეგიონისთვის ხელმისაწვდომი. Facebook Shop-ის საშუალებით მომხმარებელი საიტზე გადასვლის გარეშე, პროდუქტს პირდაპირ Facebook/Instagram-ზე იყიდის. ძალიან მალე ყიდვის ფუნქცია, ალბათ, Pinterest shopping-საც დაემატება. თვალი ადევნეთ მოვლენებს და სწორად აირჩიეთ პლატფორმა თქვენი ბრენდისთვის. მაგალითისთვის, Instagram Shopping იდეალური ადგილია მოდის ინდუსტრიისა და თავის მოვლის საშუალებებისთვის. Pinterest Shoppin კი ხელნაკეთი ნივთებისა და ღონისძიების დაგეგმვის სერვისისთვის.

დაიმახსოვრეთ, ახლა ყველაზე მეტი ადამიანია ონლაინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

კორონავირუსის ეფექტი SEO/SEM-ზე

საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზებული, კარგი კონტენტის შექმნა კორონავირუსის პანდემიამდეც აუცილებელი რომ იყო, ამაზე არ შევჩერდებით. ახლა, როდესაც თანდათან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, გვაქვს შანსი, მომხმარებელთა  ბოლო სამი თვის search pattern-ებს გადავავლოთ თვალი. საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ისეთი კატეგორიების ძიება, როგორიცაა რეცეპტები, გართობა, სახლის აქსესუარები, ახალი ამბები და მედია.

ზოგიერთ search-query-ზე, მაგალითად სახლის აქსესუარებზე, მოთხოვნა მოკლევადიანი იყო და დროის იმ პერიოდით შემოიფარგლა, როდესაც გადაადგილება და მაღაზიების მუშაობა აკრძალული იყო. ამ პატერნებზე დაკვირვება, მომხმარებელთა ამგვარი ქცევის გამეორებისას, სწორ დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენაში დაგვეხმარება. ასევე გვეცოდინება სხვადასხვა არხზე კონტენტის გენერირების გზები და ის, რომ არსებობს აუდიტორია, რომელიც დიდი სიამოვნებით გამოიყენებს სერვისს, რომლითაც კონკრეტული პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

                                                                           E-commerce Traffic in Georgia
                                                                           Entertainment Traffic in Georgia
                                                                                 News/Media Traffic in Georgia

Reporting / Analytics

როგორც წესი, სტარტაპის ეტაპზე რეპორტინგსა და მარკეტინგის ანალიტიკას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ეს, გარკვეულწილად, გამართლებულიცაა. როდესაც სულ 20 მომხმარებელი გყავს, third-party პლატფორმების ინტეგრაცია და თრექინგის არქიტექტურა ზედმეტი თავის ტკივილია. მარტივად შეგიძლია, დააკვირდე კონვერსიებს FB-ის ან Google Ads-ის მხარეს, ასევე ცალკე უყურებდე მონაცემებს Google Analytics-ში.

როდესაც მომხმარებლების რაოდენობა იზრდება, ამ ყველაფრის მენეჯმენტი და სწორი დასკვნების გამოტანა რთულდება. ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ დასაწყისშივე გაერკვევით, მომხმარებელთა მიერ თქვენს პლატფორმაზე განხორციელებული რომელი აქტივობების დათვლაა მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც კონვერსიები, ასევე მომხმარებლის ისეთი ქცევა, როგორიცაა, მაგალითად, კონკრეტული პროდუქტის ნახვა ან ვიდეოს ჩართვა და სხვა. შემდეგ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ, გამოიყენოთ CDP (Customer Data Platform) ან Tag management ხელსაწყოები, რომელთა საშუალებით მონაცემებს ერთად შეკრებთ და შემდეგ სურათზე ნაჩვენებ სხვა მარკეტინგულ თუ არამარკეტინგულ ხელსაწყოებს გადაუნაწილებთ

მოცემული არქიტექტურით შეძლებთ:

  • მონაცემებთან იმუშაოთ ყველა მარკეტინგული ხელსაწყოთი;
  • დააკვირდეთ მომხმარებლებს PER USER;
  • გაზომოთ მარკეტინგული კამპანიების მუშაობა, რა დროსაც დაინახავთ არა მხოლოდ კონვერსიებს, არამედ ასევე პლატფორმასთან მომხმარებლების თაჩფოინთებს;
  • მარტივად დაამატოთ ჩვენს tech-stack-ში ახალი ხელსაწყოები, როგორიცაა: ატრიბუციის ანალიზი, Programmatic-მედია პლატფორმა, პერსონალიზაცია და სხვა;
  • გააკეთოთ მომხმარებლების სეგმენტაცია, დააკვირდეთ მათ ან შექმნათ მიზნობრივი აუდიტორიები და გავუზიაროთ სხვა ხელსაწყოებს (Pixel Tracking);
  • შექმნილი აუდიტორიების მიხედვით მიწვდეთ თქვენს მომხმარებლებს სხვადასხვა არხებითა და პერსონალიზებული კომუნიკაციით.

[პარტნიორის კონტენტი]


ავტორები:

გვანცა გოგავა – ევროპაბეთის სოციალური მედიის მენეჯერი

გოჩა კერესელიძე – ევროპაბეთის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

90-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი, ჩატ-რულეტი და ვირტუალური ბარები ნეთვოქრინგისთვის: რა გელით EMERGE 2020-ზე

ისტორიული ფრენა შესრულდა – SpaceX-მა ასტრონავტები კოსმოსში გაიყვანა