in

“მეორე ფონტია, რაც კარანტინის ჟამიანობისას შევქმენით” – ლაშა გიორგაძისა და მარიამ მერაბიშვილის “ციყვი”

კარანტინის პერიოდში, ქართულ ტიპოგრაფიას არაერთი საინტერესო ფონტი შეემატა. ერთობლივად უკვე მეორე ფონტი შექმნეს გრაფიკოსმა დიზაინერებმა ლაშა გიორგაძემ და მარიამ მერაბიშვილმა. როგორც მარიამი ამბობს, კარანტინი მოუხდა – ძალიან პროდუქტიული გახდა. ამ სქელ ფონტს, მრგვალი მეგობრული ფორმებით, სახელიც სახალისო აქვს – “ციყვი”. მისი მორგება მხიარული და/ან საბავშვო კონტენტისთვისაც კომფორტულია და პასტელური ფერებით შემკობაც – მოსახერხებელი. ფონტის რამდენიმე ასოს სხვადასხვა ვარიაცია აქვს, რომლის გამოყენებაც გემოვნებისა და საჭიროებისამებრ შეიძლება. ფონტის შექმნა ლაშა გიორგაძეს ახალშობილმა შვილმა შთააგონა. თავად სახელწოდებაც და სიტყვებიც, რაც არის გამოყენებული: “ბოკვერი, ბუსკი, წრუწუნა, ჭკვიანი”… ის სიტყვებია, რომლითაც ის შვილს მიმართავს ხოლმე.

ლაშა გიორგაძე: “მეორე ფონტია, რაც კარანტინის ჟამიანობისას შევქმენი. ხატვის დრო ბევრია და მეც ვხატავ. ამჯერადაც, ვეცადე ფონტის ისეთ სტილს შევხებოდი, რაზეც აქამდე არ მიმუშავია. ინსპირაცია ჩემი შვილია, ჩემი ციყვი. მასსავით ბუთქუნა ფონტია. ქავერზე გამოვიყენე ის სიტყვები რომლებითაც ერთმანეთთან ვკონტაქტობთ რამდენიმე ვიზუალი შევქმენი, ჩემს ფეიჯზე დავდე და მარიამმაც არ დააყოვნა რეაგირება.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„საქართველოს ბანკმა“ თსუ-სთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა

კრეატიული ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი საქართველოში დასრულდა და გამარჯვებული გუნდი ცნობილია