in

ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

ჩიკაგოში, 9-12 ნოემბერს, პოლონური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან – Society for Arts თანამშრომლობით.

BOG
BOG

ქართული კინოს დღეები ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში. თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით: „სხვისი სახლი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „საშიში დედა“- რეჟისორი ანა ურუშაძე და „ბრმა პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.ქართული კინოკლასიკა წარმოდგენილია შემდეგი ფილმებით: მიხეილ კობახიძის „მუსიკოსები“, „ქოლგა”, „ქორწილი“; გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და გიო მგელაძის „არა, მეგობარო”.

PFFA – ამერიკაში პოლონური კინოს ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია Society for Arts (ჩიკაგო). ფესტივალი 1989 წელს დაარსა კრისტოფერ კამიშევმა (კინო/არტ მენეჯერი და ფილანტროპი).

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი Society for Arts-თან უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობს. ორგანიზაციის პრეზიდენტი კრისტოფერ კამიშევი ორჯერ იყო ბათუმში ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული და მრავალი წელია, BIAFF-ს უწევს კონსულტაციასა და მხარდაჭერას დოკუმენტური კინოს სექციის პროგრამირებისა და პოლონური კინოს პრეზენტაციის კუთხით.

ქართული კინოს დღეებს ჩიკაგოში BIAFF-ის კინოფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და მენეჯერი ზვიად ელიზიანი, რამდენიმე ქართველ რეჟისორთან ერთად წარადგენენ.

პროექტის მხარდამჭერებია: Society for Arts [აშშ], საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის საწარმო შენდება

„ჭაჭის ფესტივალი“ თელავში