14
ივნ
2018

ქართული ნამუშევრები, რომლებიც წელს, კანის ფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ

14 ივნ 2018

Cannes Lions 2018 – შემოქმედებითი სფეროს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა 18 ივნისს აიღებს სტარტს, ხოლო 22 ივნისს, საერთაშორისო მასშტაბით გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები, მათ შორის, ქართული სააგენტოების დაგეგმილი და შესრულებული კამპანიებიც. წელს, საქართველოდან, გამარჯვებული ყმაწვილლომების გარდა, რომლებიც ქვეყნის სახელით იასპარეზებენ, 2 სააგენტოს: BRID და Redberry 3 ნამუშევარს აქვს შანსი, 8 სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვოს გამარჯვება და საქართველო კიდევ ერთხელ მონიშნოს მსოფლიო კრეატიულ რუკაზე: სააგენტო BRID-ის მიერ „აგროჰაბისთვის“ შესრულებული კამპანია “V13“ 2 კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას:
1. Brand-led Education & Awareness;
2. Brand & Communications Design.

ქვეყანაში არსებულმა დაბინძურებულმა გარემომ, გენმოდიფიცირებულმა საკვებმა და ამ მიზეზებით გამოწვეულმა დაავადებებმა ახალ სააგენტო BRID-ს გაუჩინა სურვილი, ადამიანებში მოეხდინა ნატურალური საკვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

სააგენტო Redberry-ს მიერ GWP-ისთვის განხორციელებული კამპანიაც ორ სხვადასხვა კატეგორიაში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას:
1. PR: Real-time Response;
2. Social & Influencer: Real-time Response.

ყველაფერი კი, თაკო სონღულაშვილის პოსტით დაიწყო. ფეისბუკ მომხმარებელი უწყლობას უჩიოდა და Georgian Water and Power-ის მომსახურებით უკმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამდა.

რაც შეეხება კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ Open your eyes to stop the violence, რომლის ავტორიც, ასევე, „რედბერია“, 4 კატეგორიაში მოუწევს ასპარეზობა:
1. Digital craft: Native & Built-In Feature Integration;
2. Digital CrafT: Innovative Use of Technology;
3. PR: Websites & Microsites;
4. PR: Use of Technology.

რეზო შელია: „პრობლემაზე „თვალების დახუჭვა“ არის იგნორირების ყველაზე გავრცელებული სიმბოლო. იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მესიჯი მიგვეწვდინა, შევიმუშავეთ უნიკალური ინტერაქტიული გამოცდილება, რომელიც ნათელყოფს მარტივ ჭეშმარიტებას – „თუ თვალებს დახუჭავ – ძალადობა გაგრძელდება“.

განხილვა