საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“ ეკრანებს უბრუნდება. ფილმი ეკრანებზე პირველად 1934 წლის ბოლოს უჩვენეს, თუმცა, საბჭოთა ცენზურის გამო მისი საეკრანო ცხოვრება აღარ გაგრძელებულა. ფილმის პრემიერა 85 წლის შემდეგ, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში შედგება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ძალისხმევით ჩატარდება.












