1
Jun
2019

ქართული სააგენტოების შედეგები KIAF-ზე

1 Jun 2019

კიევის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის (KIAF) გამარჯვებული ქართული სააგენტოები არიან:
Watergunz- ნამუშევრისთვის The sound of indifference,

კატეგორიაში Production Design and Art direction -ოქრო;
Social advertising and charity – ვერცხლი;
SOCIAL & CHARITY | DIGITAL&MOBILE – ვერცხლი;
SOCIAL & CHARITY | ADVERTISING CAMPAIGNS – ვერცხლი.

„ლივინგსტონის“ ანგარიშზე 1 ბრინჯაოს ჯილდოა ნამუშევრისთვის – Working Dead – დამკვეთი Fox/MagtiTV – კატეგორიაში: SINGLE CHANNEL CAMPAIGNS

სააგენტო ABK-ს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი, და 2 ბრინჯაოა, სილქნეტისთვის შექმნილი ვიდეორგოლისთვის.

რაც შეეხება „ვინდფორსს“, FILM-ის ქვეკატეგორიაში TRAVEL, LEISURE, ENTERTAINMENT, HORECA3 ბრინჯაო დაიმსახურა მისმა ნამუშევარმა – Emotions are Georgia. და კიდევ 2 ბრინჯაო ორ სხვადასხვა კატეგორიაში: USER GENERATED CONTENT IN VISUAL STORYTELLING და USE OF DATA.

Georgian Rugby-ის 10 000-ზე მეტი გულშემატკივრის ნამღერი ჰიმნისთვის, „რედბერის“ მიერ შესრულებულმა აისი – Icy-ის კამპანიამ 2 ოქრო მოიპოვა კატეგორიებში: INNOVATION IN RADIO & AUDIO და PRODUCTS და 3 ბრინჯაო კატეგორიებში: RADIO & AUDIO CRAFT: USE OF MUSIC, ALCOHOLIC DRINKS | ADVERTISING CAMPAIGNS და INTEGRATED ADVERTISING CAMPAIGNS.

სააგენტო Film Asylum-ის მიერ, თიბისი ბანკისთვის შექმნილი ხმის ასისტენტის ვიდეორგოლმა 2 ვერცხლი მოიპოვა.

Saatchi & Saatchi Tbilisi-მ (Georgia) კამპანიისთვის New Fruit – CSR, კატეგორიაში CORPORATE SOCIAL RESPONSIBILITY (CSR) / CORPORATE IMAGE ბრინჯაო მოიპოვა და ვერცხლი კატეგორიაში – PRINT & PUBLISHING CRAFT: ART DIRECTION.

„კრაკენმა“ SINGLE CHANNEL CAMPAIGNS-ის კატეგორიაში კამპანიისთვის „10 წელი აგვისტოს ომიდან“,  ბრინჯაო დაიმსახურა.

„ჯოვანი მორას“ ანტისაოკუპაციო საპასპორტეების კამპანიამ დიზაინის კატეგორიის უმაღლესი ჯილდო – “Best Of The Contest” მოიპოვა.

 

განხილვა