in

ქართული სააგენტოების შედეგები White Square-ზე!

მინსკის საერთაშორისო სარეკლამო და მარკეტინგულ ფესტივალზე ქართული სააგენტოები კვლავ გამარჯვებულთა შორის არიან.

აღსანიშნავია Redberry-ს შედეგი, რომელმაც KIAF-ის შემდეგ White Square-დანაც წამოიღო მნიშვნელოვანი ჯილდოები. 7 ჯილდო მან საქართველოს ფოსტისთვის გაკეთებული კამპანიისთვის მიიღო, ერთი ბრინჯაოს ჯილდო Omni-channel Campaign კატეგორიაში კი  – მინისოს კამპანიისთვის.

კერძოდ:

1 ვერცხლი – Digital Platforms კატეგორიაში

1 ვერცხლი – print კატეგორიაში

1 ვერცხლი – Digital Campaign კატეგორიაში

1 ბრინჯაო – Omni-channel Campaign კატეგორიაში

1 ბრინჯაო – Brand Loyalty Campaign კატეგორიაში

1 ბრინჯაო – Brand experience კატეგორიაში

1 ბრინჯაო – Strategy კატეგორიაში

1 ბრინჯაო – Digital & Social კატეგორიაში

ფინალისტების სიაში გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული სააგენტო Leavingstone, რომელიც ამჯერად Native Advertising კატეგორიაში ნამუშევრით “ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია”  მოპოვებულ Shortlist-ს დასჯერდა.

Redberry-ს 3-მა ვერცხლის ჯილდომ ACAG-ის სარეიტინგო ფესტივალებში 63 სარეიტინგო ქულა მოაპოვებინა. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის – Redberry-მ ასევე 5 ბრინჯაოს მედლით დამატებით 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ამ ყველაფრის შედეგად, კრეატიული სააგენტოების რეიტინგში Redberry პირველ ადგილზე გადავიდა და მნიშვნელოვანი ჰანდიკაპიც მოიპოვა.

რაც შეეხება Leavingstone-ს, მან შორთლისტით 3 სარეიტინგო ქულა მიიღო.

წლის დიზაინ სტუდიის და წლის კრეატიული სააგენტოს ტიტულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრდება და სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, ტემპერატურაც ზევით იწევს. შეგახსენებთ, რომ სწორედ სექტემბერში გამოავლენს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) საუკეთესო სააგენტოებს.

“საღებავების სურნელი არომატია, რომელსაც დაბადებიდან ვსუნთქავ” – მურთაზ შველიძე

„ვითიბის“ მობილბანკი Android-ის ჩარტების ლიდერია