in

რა არის სტაბილური კრიპტოვალუტა და nGEL – პირველი ქართული სტაბილური კოინი

კრიტოვალუტის პოპულარულობა და მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება. დღესდღეობით, მიმოქცევაში არაერთი დასახელებისა თუ ფუნქციის კრიპტოვალუტა გვხვდება. ალტკოინები, მიმკოინები, მმართველობითი ტოკენები, სტაბილური კოინები თუ სხვა – ცალკეული ტიპისა და დანიშნულების მქონე კრიპტოვალუტების კრებით სახელებს წარმოადგენს. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ სტაბილურ კოინებზე, მათ განმასხვავებელ მახასიათებლებსა და პირველ ქართულ სტაბილურ კოინზე, რომლის უპირატესობებიც აუცილებლად დაგაინტერესებს, თუ კრიპტოვალუტას აქტიურად იყენებ.

რა არის სტაბილური კოინი?

სტაბილური კოინი არის კრიპტოვალუტა, რომელიც გამყარებულია ტრადიციული (ფიატ) ვალუტით, ფიზიკური ან ციფრული აქტივით ან მიბმულია რომელიმე ფინანსურ ინსტრუმენტთან. მაგალითად, სტაბილური კოინი შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს აშშ დოლარით ან ოქროთი. აი, როგორც უწინ, როცა ქაღალდის ფულის საპირწონედ ბანკის საცავში შესაბამისი ოდენობის ოქრო რომ ინახებოდა.

ამ ტიპის კრიპტოვალუტების სტაბილურობას განაპირობებს რეზერვის სახით გადადებული აქტივები და ალგორითმული ფორმულები, რომლებიც ვალუტის მიმოქცევას არეგულირებს. აქედან მომდინარეობს კრიპტოვალუტის ამ კატეგორიის სახელწოდება – სტაბილური. სტაბილური კოინისა და იმ ვალუტის გაცვლითი კურსი, რომლითაც ის არის გამყარებული, ხშირად  ფიქსირებულია 1/1-თან.

ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, სტაბილური კოინების ფასები ნაკლებად მერყევია. სტაბილური კოინების ბაზრის ღირებულება, დღეს, $125 მილიარდს შეადგენს და მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 2.8 ტრილიონ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ. რადგან სტაბილური კოინები ხშირად ამა თუ იმ ქვეყნის ფიატვალუტით არის უზრუნველყოფილი, შესაძლოა ექვემდებარებოდეს ეროვნული ბანკების საკანონმდებლო რეგულაციებს, გამომდინარე იქიდან, რომ მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრადიციულ ფინანსურ სისტემასთან.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ გინდა შენი 100 დოლარი აქციო ეკვივალენტურ კრიპტოვალუტად, რომელსაც ზურგს დოლარი „გაუმაგრებს“, იძენ შესაბამის სტაბილურ კრიპტოვალუტას, ტოლფასი გაცვლითი კურსით.

სტაბილური კოინები და მათი ძირითადი მახასიათებლები

საინვესტიციო კომპრომისის თეორიის თანახმად, რაც მეტია რისკი, მით მეტია პოტენციური მოგება. შესაბამისად, რაც მეტად მერყეობს კრიპტოვალუტის ფასი, მით მეტი შეიძლება გამოვიმუშაოთ მისი იაფად ყიდვისა და ფასის რადიკალურად ზრდის შემთხვევაში. ცხადია, ანალოგიურად, დანაკარგის რისკიც მეტია. ამ შემთხვევაში, საინვესტიციო ლოგიკა აშკარაა. ჩნდება კითხვა, რა სარგებელი აქვს ისეთი ვალუტის შეძენას, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მისი ღირებულება არ გაიზარდოს?

  • ფასის სტაბილურობა. სტაბილური კოინების მთავარი მახასიათებელი ფასის სტაბილურობაა. როგორც წესი, სტაბილური კოინები შექმნილია, რათა ჰქონდეს შედარებით მუდმივი და პროგნოზირებადი ღირებულება, რაც ამ ტიპის კრიპტოვალუტებს მეტად შესაფერისს ხდის ყოველდღიური ტრანზაქციების განხორციელებისა და თანხის შესანახად. 
  • სწრაფი ტრანზაქციები. სტაბილური კოინები  საზღვრებსშორისი ტრანზაქციების განხორციელების ეფექტური, სწრაფი საშუალებაა და მასზე ხშირად არ ვრცელდება ტრადიციულ ფინანსურ სისტემებთან ასოცირებული შეფერხებები თუ ბიუროკრატიული საკომისიოები.
  • ფასის ნაკლები ცვალებადობა. კრიპტოვალუტების დიდი ნაწილის შემთხვევაში (მათ შორის, ბიტკოინის) ფასების მაღალი მერყეობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სტაბილური კოინების მიზანია ცვალებადობის მინიმუმამდე დაყვანა, რათა უფრო პრაქტიკული იყოს მისი გამოყენება ვაჭრობასა და ფინანსურ ტრანზაქციებში.
  • გამჭვირვალობა. ბლოკჩეინტექნოლოგია სტაბილურ კოინებში განხორციელებული ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და საჯარო ჟურნალში აღრიცხვას უზრუნველყოფს.
  • გლობალურობა. სტაბილური კოინები ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით და არ ექვემდებარება გეოგრაფიულ შეზღუდვებს, განსხვავებით ტრადიციული ვალუტებისა და ფინანსური სისტემებისგან.

სტაბილური კოინები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ფიატვალუტა დააკონვერტირონ ეკვივალენტურ ციფრულ აქტივებში, გამოიმუშაონ პასიური შემოსავალი სტაბილური ვალუტის სტეიკინგით („კრიპტოანაბრის“ გახსნით) და ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტივად ივაჭრონ კრიპტოვალუტით.

არსებობს სტაბილური კოინის რამდენიმე კატეგორია, მათ შორის: ფიატვალუტით უზრუნველყოფილი, კოლატერალით უზრუნველყოფილი და ალგორითმული.

პოპულარული სტაბილური კოინებია:

nGEL – პირველი ქართული, ლარის ეკვივალენტი, სტაბილური კოინი

Coinmania-მ, 2021 წელს, ეთერიუმის ბლოკჩეინზე შექმნა პირველი ქართული სტაბილური ERC20 ტოკენი nGEL (ენჯელი), რომელიც გამყარებულია ბანკში ფიზიკურად შენახული ეროვნული ვალუტით. 1 nGEL = 1 ლარი. nGEL-ის გადარიცხვა და მიღება შეუძლია ERC20 პროტოკოლის მხარდამჭერ ყველა საფულეს.

nGEL-ის პირველი ემისიით გამოშვებული იქნა 1 მილიარდი ერთეული, მომდევნო ემისიების შეუზღუდავი პირობით. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ გინდა 100 ლარი აქციო ეკვივალენტურ კრიპტოვალუტად, რომელიც უზრუნველყოფილია ლარით, Coinmania-ზე შეგიძლია შეიტანო 100 ლარი, რომელიც შენს საფულეში ავტომატურად კონვერტირდება 100 nGEL-ად. 

nGEL-ი მოსახერხებელია იმითაც, რომ Coinmania-ს მომხმარებლებს შორის, nGEL-ის ექსპრეს გადარიცხვის საკომისიო 0%-ია, ხოლო საკუთარ საბანკო ანგარიშზე გადატანის შემთხვევაში, nGEL ავტომატურად კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშზე ლარში, nGEL-ის იდენტური ოდენობით დაგერიცხება.

ამგვარად, თუ კრიპტოვალუტის ლარში კონვერტაცია გჭირდება და ამისთვის მრავალეტაპიანი პროცესი და საკომისიოებში თანხის გადახდა გიწევს, nGEL-ის მეშვეობით ყველაფერი გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია, განსაკუთრებით კრიპტოსერვისების დარგში შესული რეგულაციების გათვალისწინებით.

***

შეიძლება ითქვას, რომ სტაბილური კოინები წარმოადგენს ერთგვარ ხიდს კრიპტოსამყაროსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის და ორი სამყაროს საუკეთესო მახასიათებლებს აერთიანებს. ეს სტაბილურ კოინებს, მუდმივად ცვალებად და ფინანსურ სამყაროში, მიმზიდველ და ტრანსფორმაციულ ინსტრუმენტად აქცევს. ბლოკჩეინტექნოლოგისა და კრიტპოვალუტების განვითარებასთან და გავრცელებასთან ერთად, სტაბილური კოინების როლიც გაიზრდება. სწორი ბალანსის დაცვა ამ ტექნოლოგიის ინოვაციურ პოტენციალსა და რეგულაციებს შორის უმნიშვნელოვანესი იქნება სტაბილური კოინების მომავლისთვის.

ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ განვითარდა მომხმარებელთა გამოცდილება 2015 წლიდან 2023 წლამდე?

#სადანროგორ გავერთოთ 18-20 აგვისტოს — ღონისძიებების კალენდარი