Sida — ასე ჰქვია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, რომელიც მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორის ფუნქციას ითავსებს. ამ უკანასკნელსა და ქართველ მეწარმეებს შორის გადაკვეთის წერტილი კი თიბისიმ უზრუნველყო. უფრო კონკრეტულად, Sida-სა და თიბისის შორის საქართველოში საგარანტიო პროგრამის ხელშეკრულება გაფორმდა, რათა საქართველოში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის, ქალი მეწარმეების განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი.
ამაზე უფრო ვრცლად თავად იმ კომპანიების წარმომადგენლები გვიამბობენ, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ თიბისისა და შვედეთის პარტნიორობა — მათ განვითარების ახალი გზები და შესაძლებლობები იპოვეს.
„Sida-ს პროექტში ჩართვამდე, საწარმოში 20 მუშა პერსონალი იყო დასაქმებული. გასული წლის ივლისიდან კი პროექტმა საშუალება მოგვცა, დამატებით $250 000-ის მოცულობის საკრედიტო ხაზი მოგვეზიდა. თავის მხრივ, ამან მომწოდებლებისგან მეტი ნედლეულის (თხილის) შესყიდვისა და გადამუშავების შესაძლებლობა გაზარდა. შედეგად, გაცილებით დიდი რაოდენობის პროდუქცია გავიტანეთ ექსპორტზე, კაპიტალის მატებამ კი პერსონალიც 35-40 ადამიანამდე გაზარდა“, — ამბობს LTD Nutworld-ის კომპანიის დირექტორი და თანამფლობელი, რუსიკო ნინუა. კომპანია 2019 წელს დაარსდა, როგორც თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებული პროდუქცია ექსპორტზე გააქვს — თანაც, როგორც აზიის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„ჩვენი გუნდი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში, სარწყავი სისტემის, სანერგე მეურნეობის და ასევე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ჩამოტანა და დამონტაჟებაშია სპეციალიზებული. ვიცოდით, რომ მსგავსი პროდუქცია არ იწარმოებოდა ქვეყანაში და გადავწყვიტეთ, პირველები ვყოფილიყავით ბაზარზე. 2021 წლის აპრილიდან თიბისისა და Sida-ს ერთობლივ პროექტში ჩავერთეთ, რის ფარგლებშიც 230 000 ლარი დაგვიმტკიცდა. აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა განვითარებაში… რეალურად, ეს პროექტი რომ არ ყოფილიყო, შპს აგრობადის პროექტის ამ დრომდე მოტანას ვერ შევძლებდით“, — აღნიშნავს ავთანდილ მაისურაძე, „აგრობდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი.
„სტარტაპის ეტაპზე წარმატებული სტარტის შემდეგ მივხვდით,რომ აუცილებელი იყო აღნიშნული ბიზნესის გაფართოება მასშტაბის ეკონომიის მისაღებად. თუმცა მთავარი გამოწვევა ამ ბიზნესში ძვირადღირებული დანადგარებია,რომლის შეძენასაც ჩვენი შემოსავლებით დაახლოებით 5 წლის შემდეგ შევძლებდით. სწორედ აქ ჩავრთეთ თიბისისა და Sida-ს დაფინანსების პროგრამები, რომლის საშუალებითაც მოვიზიდეთ 220 000 ლარი და შევიძინეთ ძვირადღირებული ტექნოლოგიები და დანადგარები.
აღნიშნული პროექტიდან დაფინანსების მიღების შემდეგ, ჩვენი საწარმოო შესაძლებლობა გაათმაგდა, გაფართოვდა ბიზნესი და მისი საოპერაციო შესაძლებლობები, დავასაქმეთ 2-ჯერ მეტი მუშახელი და 2-ჯერ ნაკლები კომუნალური დანახარჯი მივიღეთ, დავნერგეთ ეკოტექნოლოგიები. როგორც ვიცით, ყველა ბიზნესში სტარტაპი დიდი რისკის შემცველია… ამიტომ, საკრედიტო ორგანიზაციებს უჭირთ სტარტაპის ეტაპის დაფინანსება. შესაბამისად, აღნიშნული პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრეატიული ბიზნესის დამწყებთათვის“, — ამბობს LTD Clean House-ის დირექტორი, ნინო ჯაფარიძე.
თიბისი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის Sida-სთვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს. ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, თიბისის მიერ გაცემული სესხის გაპრობლემების შემთხვევაში, SIDA მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტარტაპებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქმიანობის გაფართოებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
საგარანტიო პროგრამის დაწყების დღიდან დღემდე, დაფინანსდა 1500-ზე მეტი ბენეფიციარი, საიდანაც ნახევარზე მეტი იყო სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი, 20%-ზე მეტი ქალი მეწარმე და სტარტაპი.
აღნიშნული გარანტია თანხვედრაშია თიბისისა და შვედეთს საერთო ინტერესებთან, ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
თიბისი და შვედეთი განაგრძობენ თანამშრომლობას და გეგმავენ არსებული საგარანტიო ხაზის ლიმიტის გაზრდას, რაც თიბისის საშუალებას მისცემს გააგრძელოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ამ სეგმენტის მდგრად განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა
[R]