in

ქართული თამაშების ინდუსტრია დიდი აფეთქების ზღვარზე

Startauperi
Startauperi

საქართველოში კომპიუტერული თამაშები იქმნება. უფრო მეტიც, ამ სფეროში ქართული კომპანიები მსოფლიო ბაზარზე  ძლიერ მოთამაშეებად მიიჩნევიან და მათი პროდუქტით მსხვილი ინვესტორები ინტერესდებიან. ქართულ კომპანიებს შორის არის StormBringer Studios,  რომელსაც 1.5 წლის განმავლობაში გამოშვებული აქვს 20 მობილური თამაში Apples, Google და Windows-ს ონლაინ მაღაზიებში, რამოდენიმე VR დემო, ასევე უმუშავიათ (Outsource) ისეთ კოპანიებთან, როგორიცაა Microsoft, Kixeye, Larva Game Studios და ა.შ.

Marketer- ი წარმოგიდგენთ, StormBringer Studios-ს დამფუძვნებელსა და CEO,  IGDA(International Game Developers Association), Georgia-ს დამფუძვნებელსა და პრეზიდენტს, Iliauni GameLab-ის თანადამფუძნებელსა და მენეჯერს, 38 წლის ირაკლი ქოქრაშვილს, რომლის კომპანიამ მსოფლიო ბაზარს ორი ახალი თამაში შესთავაზა.

coverFIN_s

M: ახალი თამაშის MagiCraft : Balance-ის კონცეფციის შესახებ გვესაუბრეთ

ეს მობილური თამაშია, რომელიც ბევრ საინტერესო ტექნოლოგიას იყენებს (მაგალითად Microsoft Azure). ბეტა ვერსია უკვე გამოვუშვით და მომხმარებელს მისი გადმოწერა შეუძლია iPhone-ზე და iPad-ზე.

გადმოსაწერი ბმული: www.itunes.apple.com 

ამ თამაშში ყველა მოთამაშე ერთ ქსელშია გაერთიანებული და ირჩევენ მხარეს, ან ბნელს, ან ნათელს. ამის მიხედვით, ქულები გროვდება ან ერთ, ან მეორე მხარეს. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში იცვლება ბალანსი, დადებითისკენ, თუ უარყოფითისკენ. ჩვენც გვაინტერსებს რა დინამიკა იქნება. თამაშის ვიზუალური და აუდიო მხარე ძალიან დახვეწილია და ყველა მოწყობილობისთვის ოპტიმიზირებულია.

screen480x480

მეორე თამაშის  – Warlock VR  თამაში, ვირტუალურ რეალობაშია შესაძლებელი. ეს ძალიან მომხიბვლელია. ამ თამაშით შარშან მესამე ადგილი ავიღეთ კონკურსზე  მსოფლიო მასშტაბით, სადაც ორასზე მეტი უცხოური კომპანია მონაწილეობდა. შეგიძლიათ ითამაშოთ მხოლოდ ხელებით, არც კლავიატურა და არც მაუსი არ გჭირდებათ. სხვადასხვა გამოფენებზე იყო წარდგენილი და ყველას მოსწონს. ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ქართულ კომპანია Inglove-თან, მათი ტექნოლოგიის ადაპტირებას გვსურს ჩვენს თამაშთან. ამ ეტაპზე კი, Leap Motions-ს ვიყენებთ, რომელიც ფაქტობრივად კომპაქტური კინექტია.

WarlockVR_15s

M: როგორ შეაფასებთ, ეს სფერო საქართველოში განვითარებულია?

თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ აქ ეს სფერო არ იყო განვითარებული. როდესაც პირველ გეიმჯემს ვატარებდით, მეგონა ათ გუნდზე მეტი არ მოვიდოდა, მაგრამ 30-ზე მეტი მოვიდა. ეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ და მათაც ნახეს, რომ სხვებიც აკეთებდნენ იგივეს. ახლა საკმაოდ დიდი კომუნიტი გვყავს, რომელიც ერთმანეთს იცნობს და ეხმარება. ასევე, მოვიძიე რამდენიმე ამერიკელი ინვესტორი, რომლებიც ვენჩურული კაპიტალდაბანდებით დაინტერესებულნი არიან. მათ სხვადასხვა ადამიანებს, მათ შორის მთავრობის წევრებს შეაფასებინეს ქართული ინდუსტრია და ასეთი დიაგნოზი დაგვისვეს, რომ ჩვენ ვართ ინდუსტრიის აფეთქების ზღვარზე. მალე ისეთი რამ მოხდება თქვენთან საქართველოში, რაც მოხდა პოლონეთში, ფინეთში და ა.შ.  5-6 წლის წინო. დღეს იქ უკვე საკმაოდ მძლავრი ინდუსტრიაა ამ მხრივ.

screen 2

M: საქართველოში თუა დაინტერესება ამ მხრივ, იგივე ინვესტორების ან კომპანიების მხრიდან ?

ქართული კომპანიები და ინვესტორები ნაკლებად იცნობენ ამ სფეროს. ზოგადად, საქართველოში უჭირთ ინვესტიციის ჩადება. ახლა იწყება ეს პროცესი. ვფიქრობ, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში უფრო პოპულარული გახდება აქ ინვესტიციების ჩადება სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, ისრაელი არის წარმატებული სტარტაპების ქვეყანა და იქ ორჯერ მეტი წარმატებული სტარტაპია, ვიდრე სხვაგან. ციფრებში ეს ასე გამოიყურება: საშუალოდ 100 დაფინანსებული კომპანიიდან ამართლებს 4 და ეს ითვლება ძალიან მაგარ შედეგად. ქართველი ინვესტორისთვის ასეთი რეალობა წარმოუდგენელია. ჩადოს ფული კომპანიებში და შეეგუოს აზრს, რომ ბევრი მათგანი გარანტირებულად გაკოტრდება. მეორეს მხრივ, ჩვენი სფერო გამოირჩევა იმით, რომ რასაც აწარმოებ, მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე გათვლილი არ არის, გაგაქვს მთელი მსოფლიოსთვის.

ყველაზე დიდი ინვესტიცია რაც ახლა შეიძლება ჩაიდოს ქართული თამაშების ინდუსტრიაში, ეს არ არის კაპიტალი და მატერიალური ინვესტიციები (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია). გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების პროდუქტების წახალისება: გადმოწერეთ, გააზიარეთ და ითამაშეთ. დღეს ეს არის ყველაზე მთავარი და აქტუალური!

 

gameM: როგორ დაინტერესდით ამ სფეროთი?

თავის დროზე რამდენიმე ქართულ კომპანიაში ვმუშაობდი.  ყოველთვის მაინტერესებდა გრაფიკული პროგრამირება. ასეთი კომპანიები იმ დროისთვის საქართველოში არ იყო. დაახლოებით ათი წლის წინ ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან (Scopic Software) დავიწყე თანამშრომლობა ვირტუალურად. მაშინ იწყებდნენ ისინიც განვითარებას და მე-4 თანამშრომელი ვიყავი. 1.5 წლის წინ წამოვედი მათგან და 250-ზე მეტი დეველოფერი ჰყავთ უკვე. გრაფიკული პროგრამისტის პროფესიას კარგად დავეუფლე. თამაშების კეთება ყოველთვის მაინტერესებდა. გადავწყვიტე საკუთარი კომპანია შემექმნა. ზუსტად მაშინ დაემთხვა, რომ შსს-მ  გამოაცხადა კონკურსი პოლიციის თამაშზე, რომელ პროექტშიც მივიღე მონაწილეობა. გავიცანი ადამიანები, რომელთან ერთადაც შემდგომში დავაარსე კომპანია. ახლა ძირითადად უცხოელებზე და უცხოურ ბაზარზე ვმუშაობთ.

Mრაც შეეხება მოლოდინებს ?  

MagiCraft : Balance-ს მობილური თამაშით, გვინდოდა ყურადღება მიგვექცია და ხარისხიანი პროდუქტი გვეჩვენებინა, ხოლო Warlock VR-ის დემოთი, რომელიც ვირტუალურ რეალობას ქმნის, გაცილებით ადრე დავიწყეთ  მუშაობა, ვიდრე ფეისბუქი დაინტერესდებოდა ამ სფეროთი და “ოკულუსს” შეიძენდა. 2013 წელს პარიზის Game Connection-ზე ჩვენ ერთადერთი კომპანია ვიყავით ვისაც VR-ის დემო ჰქონდა გამოტანილი და ფურორი მოვახდინეთ. დღეს ყველა ამ ვირტუალურ რეალობაზე ლაპარაკობს და ცდილობს დაპოზიციონირდეს. ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ, რადგან ეს პოტენციალი დავინახეთ. ინვესტორები ცდილობენ, თუ გაიგეს რამე ვირტუალურ რეალობაზე, ეგრევე ფული ჩადონ.. ჩვენც ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ გვაღიარებენ. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ვართ. ყველა გვეუბნება, ჩვენ, რომ ამერიკაში ვიყოთ, მესამე ან მეოთხე რაუნდზე ვიქნებოდით დაფინანსების. მაგრამ აქედან წასვლა არ გვინდა.  გვინდა, რომ აქ განვავითაროთ ეს სფერო. აქ გვაქვს კომპანია და ვცდილობთ ახალი თაობა გავზარდოთ. ასევე, აქ წარმოება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე- სხვაგან.

screen 1

შესაძლოა თქვენს კომპიუტერსა და “DreamWorks Animation” შორის ბევრი საერთო იყოს

www.ecoupon.ge – ფასდაკლებების ახალი საიტი ქართულ ბაზარზე