in

„ქართული ა“ – კონკურსი  ქართული შრიფტების  მრავალფეროვნებისათვის

ტექნიკური გაუმართავობის გამო, ქართული შრიფტების უმეტესობა გამოუყენებელია,ხოლო ის, რომელსაც ვიყენებთ, ძალიან დიდი ხნის წინაა შექმნილი. იმისათვის, რომ ქართული შრიფტები უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ფონტებად იქცეს, კონკურსი “ქართული ა” მიმდინარეობს. კონკურსი პროექტ #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება, იდეა კი დიზაინერ ზვიად ციკოლიას ეკუთვნის. ამ თემასთან დაკავშირებით, მარკეტერი “თი ბი სი ბანკი”-ს ციფრული მარკეტინგის მენეჯერს, ტატო ნორაკიძეს ესაუბრა.

foto 1

M: რა არის კონკურსის მიზანი ?

კონკურსი ქართული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და იდენტობის მთავარი ატრიბუტის – დამწერლობის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. „ქართული -ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის თანამედროვე სამყაროსთან კიდევ უფრო მეტად ადაპტირებას, მის გავრცელებას ქვეყნის შიგნით. გარდა ამისა, კონკურსის მიზანია გამოვლინდეს ახალი შრიფტების გამორჩეული და ეფექტური დიზაინები. ჩვენ დავუშვით ხელით, ანუ ტრადიციული მეთოდით დამუშავებული შრიფტების წარდგენა, რათა არ დაიჩაგროს ის მონაწილე, ვინც არ იცის ვექტორულ პროგრამასთან მუშაობა და ვერ აკეთებს შრიფტის ციფრულ ვარიაციას.  პირველ ეტაპზე, გვსურს გამოვავლინოთ საუკეთესო ესკიზები, ხოლო მეორე ეტაპზე გამარჯვებული ნამუშევრები “გადავაკონვერტიროთ” ტექნიკურად გამართულ და ძლიერ ფონტად, რომლის რედაქტირებაში მონაწილეობას პროფესიონალი პროგრამისტები  მიიღებენ, შემდგომ გამარჯვებული ესკიზის ავტორთან ერთად მოახდენენ მის კონვერტაციას.

georgiana

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამოცხადებამდე 2 თვით ადრე,  ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორიამ „ჯეოლაბი“, თი ბი სი ბანკისა და კომპანია „მონოთაიფ იმეჯინგის“ (Monotype Imaging) მხარდაჭერით ფონტების ინჟინერიის კურსები დაიწყო. იმისათვის, რომ შეიქმნას ქართული ფონტები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის, საკმარისი არ არის კარგი დიზაინი. საჭიროა ინჟინრული მიდგომა, რაც შრიფტს მანქანურ ენაზე მოარგებს და სტანდარტებს შეუსაბამებს. კურსისთვის 25 ადამიანი შეირჩა, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან 2 თვის განმავლობაში ფონტების ინჟინერიის მასტერკლასები გაიარეს.

M: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა მან შრიფტების გაციფრულება. დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე  georgiana.ge , სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ამ წამოწყების შესახებ. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, ის აქტიური იქნება 30 აპრილის 00:00 საათამდე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ყველა კონკურსანტის ნამუშევარს მიენიჭება უნიკალური QR Code ( ქიუარ კოდი ) და შემდეგ ჟიურის წევრები დაიწყებენ ატვირთული მასალის გარჩევასა და შეფასებას. ეს პროცესი გაგრძელდება 2 კვირა. მაისის ბოლოს იგეგმება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

M: ვინ არიან ჟიურის წევრები ?

ჟიურის წევრები არიან ზვიად ციკოლია, ლადო კობახიძე, მანანა არაბული, კახაბერ ბოჭორიშვილი და მალხაზ იაშვილი. ჟიური კონკურსის ორგანიზატორების მიერ დაკომპლექტდა. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ვებ გვერდზე.

kategoriebi

M: რა კატეგორიებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები ?

გადავწყვიტეთ, რომ კონკურსი  დაგვეწყო 8 კატეგორიით, ესენია: ლაკონური , თანამედროვე, გაკრული, ადაპტირებული, აკადემიური, მხატვრული, ტექნიკური და ფუტურისტული. თითო კატეგორიას ეყოლება 2 გამარჯვებული. შესაბამისად, კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 16 გამარჯვებული.

 M: რა შესაძლებლობებს მისცემს გამარჯვებულებს ეს კონკურსი ?

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები და გამარჯვებულები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორისაც საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება და ხელმისაწვდომი იქნება ფართო მოხმარებისთვის.

როდის არის დაბალი ფასი მომგებიანი? – HBR

Booklark – მიიღე დამატებითი შემოსავალი მობილური აპლიკაციის საშუალებით