in

ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მუშაობა Google-ში დაიწყეს

მსოფლიოს ერთ-ერთ მასშტაბურ კომპანია “Google-ში”, ბოლო პერიოდში, ორმა ქართველმა ახალგაზრდამ შედგა ფეხი. აღსანიშნავია, რომ ორივე თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) კურსდამთავრებულია. ერთ-ერთი მათგანი ლაშა ლაკირბაიაა, რომელმაც კომპანიაში მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ხოლო მეორე – თორნიკე მანძულაშვილია, რომელმაც სტუდენტობისას მიღწეული წარმატებები Google-ში მოხვედრით დააგვირგვინა.

BOG
BOG

 

როგორც თორნიკე ამბობს, კომპიუტერული მეცნიერებებით მეცხრე კლასიდან დაინტერესდა. სწორედ ამ დროს შევიდა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მზიურში”. მე-12 კლასამდე სწავლობდა აქ მონაცემთა სტრუქტურებს და ალგორითმებს, რასაც მოსწავლეთა ოლიმპიადებზე იყენებდა.

“Google-ში სტაჟირებაზე მე-4 ცდაზე მიმიღეს. სტაჟირების შემდეგ, უკვე სრულ განაკვეთზეც გადამიყვანეს. ჯერ შენს რეზიუმეს განიხილავენ და თუ მოეწონათ, ინტერვიუებს გინიშნავენ. თუ ამასაც გადალახავ, შემდეგ გუგლის თანამშრომელთან დაგაწყვილებენ, ვისთან ერთადაც პროექტზე უნდა იმუშაო ზაფხულის განმავლობაში. მე-4 ცდაზე რომ ამიყვანეს, ამაში ისიც დამეხმარა, რომ მანამდე კომპანია Imo-ში ვიყავი სტაჟირებაზე 6 თვით. ორივე მათგანის მთავარი ოფისი “სილიკონ ველიზეა”, სწორედ აქ გავიარე ორივე კომპანიის სტაჟირება. ამჟამად Google-ის ლონდონის ოფისში ვმუშაობ.”

თორნიკე მანძულაშვილს Google-ში software engineer-ის (პროგრამისტი) პოზიცია უკავია.

„549 კმ ნაჭერი, რაც იგივეა, თბილისიდან მარტვილში ჩახვიდე და ჩამოხვიდე… აი, ეს არის kiddco!“

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა