in

ქართველი მხატვრები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან


უკრაინის მხარდასაჭერად, ამჯერად ქართველი მხატვრები ერთიანდებიან. შალვა დადიანის 8 ნომერში მდებარე გალერეაში 51 ქართველი მხატვრის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს გამოფენაზე მისვლა და ნახატების შეძენა შეეძლებათ. მიღებული თანხა კი უკრაინისთვის გამოყოფილ სპეციალურ ფონდში ჩაირიცხება. 

გამოფენაზე 60-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, დაინტერესებული პირებისთვის კი ციფრული კატალოგიც შეიქმნა. რაც შეეხება ღირებულებას, იგი რეალურ ფასზე ნაკლები იქნება, რათა მათი რეალიზება უფრო სწრაფად მოხდეს… 

გამოფენა-გაყიდვა ქართველი მხატვრები უკრაინისთვის” 5 მარტს 15:00 საათზე გაიმართება და 10 მარტამდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორები პრინტ ფესტივალის “Life N Stile” დამაარსებელი — ნანა ყირმელაშვილი და ოთარ ყარალაშვილი არიან. ამ უკანასკნელს უკრაინელი ხალხისთვის მხარდასაჭერი აქციები არაერთხელ მოუწყვია…

ნახატების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღებას Facebook გვერდზე Art for Ukraine შეძლებთ. ასევე, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599 21 53 96. 

 


უკრაინაში სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები რუსულ დეზინფორმაციას კამპანიებით ებრძვიან

რა არის ბირთვული იარაღი და რატომ ვერ გამოიყენებენ მას მარტივად?