27
Mar
2019

ვილნიუსში „ქართველების ქუჩა“ გაიხსნა

27 Mar 2019

ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქში, ვილნიუსში, „ქართველების ქუჩა“, იგივე “Kartvelų Gatvė” გაიხსნა. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ავრცელებს.

„ქართველების ქუჩა“, იგივე “Kartvelų Gatvė” ვილნიუსში

აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019“ მიმდინარეობს. „ქართველების ქუჩა“ ხათუნა სალუქვაძემ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ წევრებმა, ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში, სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში გახსნეს. 

„ქართველების ქუჩა“ ხათუნა სალუქვაძემ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ წევრებმა, გახსნეს

აღსანიშნავია, რომ ვილნიუსში უკვე არსებობს თბილისის სახელობის სკვერი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. 2018 წლის 3 მაისს კი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე. მას შემდეგ იყენებენ დასახელებას “Sakartvelas” („საქართველო“).

განხილვა