in

საოპერო ფლეშმობი ქარვასლაში

BOG
BOG

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ფლეშმობს, რომელიც სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ჩატარდა.

ჩვენ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს – ნატალი საგინაშვილს ვესაუბრეთ:

M: საოპერო ფლეშმობი ქარვასლაში. როგორ გაჩნდა იდეა და როდის განახორციელეთ იგი?

10629377_753158198066956_8218030568185846601_oსაზოგადოებამ უკვე იცის, რომ სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა მუდმივად ცდილობს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები შესთავაზოს მომხმარებელს.  როდესაც ოქტომბრის დასაწყისში თბილისობისათვის მზადება დავიწყეთ, მუდმივად გვაწუხებდა აზრი, რომ ჩვენს ივენთს რაღაც აკლდა, რაღაც ჯადოსნური და ეს მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება საკმაოდ დატვირთული იყო და ბევრ ატრაქციონს მოიცავდა.
ძალიან გვინდოდა თბილისობას რაღაც განსაკუთრებული შეგვეთავაზებინა და კიდევ უფრო მეტად გაგვეოცებინა ჩვენი სტუმრები.
საბედნიეროდ ისე დაემთხვა, რომ ზუსტად ამ პერიოდში ჩვენთან მოვიდა იტალიაში მცხოვრები ქართველი ოპერის მომღერალი და შემოგვთავაზა საოპერო ფლეშმობის პროექტი, რაც ჩვენ სიხარულით ავიტაცეთ. 

M: ვინ იღებდა მონაწილეობას ამ პროექტში?

ფლეშმობი მოიცავდა კამერულ ორკესტრსა და სამ ტენორს.

ბექა გოგინაშვილი – ტენორი
პაატა სუხიტაშვილი – ტენორი
გიორგი ცინცაძე -ტენორი
ნინო სამნიაშვილი -დირიჟორი
მიხეილ ხოშიკიანი – კონტრაბასი
გიორგი ხატალევი – ალტი
თეიმურაზ პაპაშვილი – ვალტორნა
სალომე ლომიძე – ვიოლინო
თამარ ფრანგულაშვილი – ფლეიტა

ფლეშმობის პარტიტურა შექმნა თამარ კანდელაკმა

ჩვენ რამოდენიმე კვირის განმავლობაში გავდიოდით რეპეტიციებს, მათ შორის ღამის ქარვასლაშიც. 

M: როგორი რეაქცია ქონდა ადამიანებს, რომლებმაც ცოცხალად ნახეს ეს ყველაფერი?

ადამიანებს ძალიან საინტერესო რეაქცია ქონდათ. აქამდე საქართველოში საოპერო ფლეშმობი არავის გაუკეთებია და როდესაც მოულოდნელად სრულ სიჩუმეში, მეორე სართულიდან „ფიგარო“ გაისმა, სტუმრები დაიბნენ. ვერ ხვდებოდნენ თუ რატომ დაიწყო მოულოდნელად ღონისძიებაზე მოსულმა სტუმარმა ან დამლაგებელმა სიმღერა. ძალიან ხშირად გაისმოდა კითხვა … „თავისით დაიწყეს“ ?

აღნიშნული ფლეშმობი იყო კიდევ ერთი საჩუქარი ჩვენს მომხმარებლებს. სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა მუდმივად ჩუქმის ადამიანებს შთაბეჭდილებებს და დასამახსოვრებელ წამებს. ყოველ ჯერზე მოლოდინი უფრო და უფრო იზრდება და ჩვენც ვცდილობთ მუდმივად ფორმაში ვიყოთ და გავამართლოთ ის. 

M: რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნულისგან?
ფლეშმობი ჩვენთვისაც განსაკუთრებული პროექტი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, მისგან ვიდეო შეგვექმნა და გაგვეზიარებინა მათთვისაც, ვინც ვერ შეძლო ჩვენთან თბილისობას სტუმრობა.
ვიდეოს ავტორია Eduardo Studio

“Martini”-ს შთამბეჭდავი და ყველაზე სასურველი საიმიჯო კამპანია რომიდან

“Dodge”-ს საიმიჯო კამპანია, რომელზეც “W+K”-იმ იმუშავა