სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა საოფისე ფართების გაქირავების მიზნით აქტიურ კამპანიას იწყებს. მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს ნატალი საგინაშვილს ესაუბრა:
M: ქარვასლას ფართო საზოგადოება როგორც სავაჭრო ცენტრს ისე იცნობს, მაგრამ შენობის მაღალ სართულებზე, როგორც ცნობილია, განთავსებულია საოფისე ფართები. რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულების პრომოუშენი?
ქარვასლა თავისი არსით ძალიან ფართოა. იგი მოიცავს როგორც სავაჭრო ზონას სხვადასხვა ბრენდული მაღაზიებით ისე ბიზნეს ცენტრსაც, რომელშიც დღეს უკვე 100-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის კომპანია ფუნქციონირებს. ჩვენთან არიან როგორც უკვე წარმატებული კომპანიები 50 მდე თანამშრომლით, ისე 2-3 ადამიანსაგან შემდგარი Start-Up -ებიც.
დაგეთანხმებით, რომ ქარვასლას ფართო საზოგადოება დღესდღეობით მხოლოდ როგორც სავაჭრო ცენტრს ისე იცნობს და სწორედ ამიტომ გვინდოდა მოგვეხდინა ბიზნეს ცენტრის კომუნიკაცია და მიგვეწვდინა ხმა ჩვენი პოტენციური მომხმარებლისათვის ჩვენი უპირატესობების შესახებ.
M: ვინაიდან ქარვასლა სავაჭრო ცენტრთანაა ასოცირებული და მასში უამრავი მაღაზიაა თავმოყრილი, არის თუ არა რაიმე შეზღუდვა თავად ორგანიზაციის ტიპზე, რომელიც დაინტერესებულია იქირაოს ფართი თქვენთან?
არა. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ქარვასლას 2 სხვადასხვა პროდუქტია, რომლებიც ერთმანეთისაგან გამიჯნულია. სავაჭრო ზონა ძირითადად 0,1, და მე- 2 სართულებზეა განთავსებული, ხოლო ბიზნეს ცენტრი მე-3, მე-4 და მე-5 სართულებზეა.
ჩვენთან წარმატებულად ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფილის კომპანიები: IT, ტურისტული, იურიდიული, გადამზიდავი, საფინანსო, სამშენებლო, მარკეტინგული, სარეკლამო, იმპორტიორი კომპანიები. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩვენთან დაფუძნდა დღეს უკვე წარმატებული ბევრი სტარტაპი, რაც ძალიან გვეამაყება.
M: კამპანიის ფარგლებში დამზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც საკუთარ გამოცდილებაზე თავად თქვენი კლიენტები საუბრობენ. ეს განსხვავებული მიდგომაა და რატომ გადაწყვიტეთ ეს გზა?
როდესაც ინტერგრირებულ მარკეტინგულ კამპანიაზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენ ვესაუბრებოდით ჩვენს მომხმარებლებს. გვინდოდა მოგვესმინა მათი მოსაზრებები, შენიშვნები, რჩევები ბიზნეს ცენტრთან მიმართებაში.
ჩვენდა გასაოცრად და სასიხარულოდ, ისე მოხდა რომ იმ მესიჯებს რომელთა კომუნიკაციაც გვინდოდა, არსებული მომხმარებლებისაგან ვისმენდით და ასე დაგვებადა იდეა, რომ მთელი კამპანია დაგვეფუძნებინა ვიდეოზე, სადაც ჩვენი მოიჯარეები ისაუბრედნენ თავიანთ გამოცდილებაზე და ისინიც სიხარულით დაგვთანხმდნენ.
M: კვადრატული – 10 $ -დან.. ქალაქის ცენტრში! – რამდენად კონკურენტუნარიანია ეს ფასი და რას მოიცავს იგი.
მოგეხსენებათ, ქალაქის ცენტრში არსებულ სხვა ბიზნეს-ცენტრებში კვადრატული მეტრის ღირებულება საშუალოდ 15 $-ს შეადგენს. ჩვენთან კვადრატული მეტრის ფასი 10 $-დან იწყება (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან ჩვენ ამ 10 დოლარად გაცილებით უფრო მეტს ვთავაზობთ ვიდრე უბრალოდ სივრცეს.
ეს არის:
- უფასო პარკინგი მთელი დღის განმავლობაში;
- 24-საათიანი დაცვა-უსაფრთხოება;
- კონდიცირება ზაფხულში და გათბობა ზამთარში, ვენტილაცია;
- ცენტრის ლიფტებით უზრუნველყოფა და განათება;
- ცენტრის დასუფთავება;
- წყლის გადასახადი.
ჩვენ ვთავაზობთ საქმიან გარემოს, სადაც ჩვენთან არსებული კომპანიები ერთმანეთის პარტნიორი და მომხმარებელი ხდება.
გარდა ამისა, ჩვენთან განვითარებული ინფრასტრუქტურაა, რაც ჩვენს მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს და უმარტივებს ცხოვრებას. სავაჭრო და ბიზენს ცენტრ ქარვასლას სავაჭრო ზონაში განთავსებულია კაფეები, სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკა, სუპერმარკეტი, ბრენდული მაღაზიები და სხვ. ცენტრიდან გასვლის გარეშე შესაძლებელია გადაჭრა ყოველდღიურობის პრობლემები.
M: ვინაიდან ფასი და პირობები მიმზიდველია, თუ არსებობს რაიმე ვალდებულებები. მაგალითად X ფართის ან გარკვეული ვადით ქირაობაზე? და რა სიდიდის ფართებია დაახლოებით ამჟამადა ხელმისაწვდომი?
ფართის სიდიდე აბსოლუტურად მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული, ხოლო რაც შეეხება ვადას, მინიმუმ 3 თვით უნდა იქნეს დაქირავებული ფართი. ამჟამად ქარვასლას ბიზნეს ცენტრში ხელმისაწვდომია ფართები მინიმუმ 20 კვადრატიდან, გვაქვს 40, 60, 80, 100, 120 და უფრო დიდი ზომის საოფისე ფართები.
ჩვენთან არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც რამოდენიმე ასეულ მეტრზე არიან განთავსებული.
M: რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დაინტერესდება ფართის ქირაობით? ვის უნდა დაუკავშირდეს ის და თუ ხდება ადგილზე კლიენტთა მომსახურება?
იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დაინტერესდება ფართის ქირაობით მან უნდა დარეკოს ნომერზე 2 66 88 31 ან მოვიდეს მისამართზე ც. დადიანის 7.
M: და ბოლოს რას მიიჩნევთ ქარვასლას კონკურენტულ უპირატესობად, რაც მას გამოარჩევს და თვლით რომ კლიენტისათვის მიმზიდველი უნდა იყოს?
ჩვენ ვთვლით რომ ქარვასლას კონკურენტული უპირატესობა ეს ფასისა და იმ პირობების (ადგილ-მდებარეობა, უფასო პარკინგი, 24 სთ. დაცვა-უსაფრთხოება, გათბობა-კონდიცირება, სისუფთავე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, 100 ზე მეტი კომპანიის არსებობა ერთ ადგილას, საქმიანი და მეგობრული გარემო და სხვ) უნიკალური კომბინაციაა, რომელსაც ბაზარზე დღეს არსებული სხვა მოთამაშეები ვერ სთავაზობენ მომხმარებელს.