in

„კაშკაში“ – პირველი ქართული ბრენდი „ლუტეციას“ ქსელში

ლუტეცია“ მომხმარებელს თავის მოვლის ორგანული საშუალებების ქართულ ბრენდს, KASHKASH-ს სთავაზობს. ეს პირველი პარფიუმერული ქსელია, რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან ერთად, პორტფოლიოში ადგილობრივი წარმოების ნაწარმი დაამატა.

KASHKASH ლაბორატორიული წესით წარმოებული, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს. ბრენდი, ბაზარზე, 2018 წელს გამოჩნდა და დღეისთვის მისი პორტფოლიო სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, „კაშკაშის” ფორმულები მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ დიდ „რითეილერთან“ თანამშრომლობა, როგორიცაა „ლუტეცია“. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავაჯეროთ მომხმარებელს, რომ „ქართული“ შეიძლება, ავტომატურად ნიშნავდეს „ხარისხიანს“. ბაზარზე შემოსვლის დღიდან, გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ და ვფიქრობ, ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი პარფიუმერული ქსელისგან, ჩვენ მიმართ ნდობის გამოცხადება, დიდი მიღწევაა. მადლობა „ლუტეციას“ გუნდს ადგილობრივი წარმოების და კონკრეტულად „კაშკაშის“ მხარდაჭრისთვის”, – ამბობს KASHKASH-ის თანადამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი.

კაშკაშის“ პროდუქცია, 24 დეკემბრიდან „ლუტეციას“ „გალერია თბილისის“ ფილიალში, 26 დეკემბრიდან კი პეკინის ფილიალში იყიდება.

Lutecia პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ბრენდის სახელითაა ცნობილი.

„ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ „ლუტეციაში“ მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყობილი პერსონალი. „ლუტეცია“, დღეს, საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. მაგალითად: ESTEE LAUDER, TOM FORD, CLINIQUE, DONNA KARAN, CLARINS, THIERRY MUGLER, AZZARO, SWAROVSKI, NINA RICCI, PACO RABANNE, PRADA, ELIZABETH ARDEN, SALVATORE FERRAGAMO, UNGARO და ა.შ. სულ პირველად კი, „ლუტეცია“ პარფიუმერულ ბაზარზე, 2000 წელს გამოჩნდა ფრანგული ბრენდების CLARINS, THIERRY MUGLER-ისა და AZZARO-ს პროდუქციით.

[R]

გარიგებები VS გაკოტრება – რა ცვლილებები მოუტანა გლობალურ სააგენტოებს 2019-მა წელმა?

დიდებული შედეგი დროს მოითხოვს – Mercedes-Benz-ის კამპანია