დღეს საქართველოში სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვები: „პროგრამირება“, „კოდირება“ და „IT კარიერა“, რომლის გავლენითაც, ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ: „ნეტავ, მე შემიძლია ამ სფეროში ფეხის შედგმა?“ პასუხი მარტივია — დიახ! IT დღეს არა მხოლოდ მომავალია, არამედ რეალური შანსი, რომელიც უკვე უამრავმა ადამიანმა გამოიყენა და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამ სფეროზე უარი უნდა თქვათ, თუკი გაინტერესებთ.
ეს სიტყვები ზოგად რჩევად რომ არ მოგეჩვენოთ, ამ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს განვიხილავთ. რა არის თქვენთვის, როგორც ახალბედასთვის ყველაზე საინტერესო?
- დასაქმების რა შესაძლებლობებს იძლევა IT კარიერა?
- როგორ ანაზღეურებას უნდა ელოდოთ? (კი, ეს კითხვა ყველას აწუხებს, რადგან მართლაც მნიშვნელოვანია)
- რა გამოწვევები შეიძლება შეგხვდეს?
- სად შეიძლება აღნიშნული პროფესიის შესწავლა და რას გვთავაზობენ IT აკადემიები?
- და ბოლოს – როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?
რადგან კითხვების უმეტესობა ამ პუნქტებს მოიცავს, მოდი, ჩვენც სათითაოდ ჩავშლით მათ და ვეცდებით, ბოლო პუნქტამდე, ანუ გადაწყვეტილების მიღებამდე, თქვენთან ერთად მივიდეთ.
დასაქმების რა შესაძლებლობებს გვთავაზობს IT სექტორი საქართველოში?
IT სექტორი ფართოა და სწრაფად ვითარდება. პროგრამისტის კლასიკური სახის მიღმა. დღეს საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობის მრავალი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის:
- ვებ და მობილური აპლიკაციები (სტარტაპებში, სააგენტოებში და გლობალურ აუთსორსინგკომპანიებში)
- მონაცემთა ანალიზი და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული როლები (ფინანსურ, ლოგისტიკურ და საცალო სექტორებში)
- IT მხარდაჭერა და სისტემური ადმინისტრირება (ყველა ზომის კომპანიებისთვის)
- ციფრული პროექტების მენეჯმენტი (ბიზნესსა და ტექნოლოგიას შორის დამაკავშირებელი რგოლი)
ეს ნიშნავს, რომ ერთი ვიწრო მიმართულებით შეზღუდული არ ხართ, იქნება ეს ამოცანების გადაჭრა, დიზაინი, ანალიზი თუ ადამიანების მართვა – IT სფერო გთავაზობთ მრავალმხრივ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენს უნარებსა და ინტერესებს ერგება.
IT კარიერის რეალური ციფრები და მოსალოდნელი ანაზღაურება
„გალტ & თაგარტისა” და BTU-ს კვლევებზე დაყრდნობით, ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოში IT სექტორი ყველაზე სწრაფად მზარდი სფერო გახდა. თუ 2021 წელს მხოლოდ 5 ათასამდე ადამიანი მუშაობდა ამ მიმართულებით, 2023 წლისთვის ამ რიცხვმა უკვე 30 ათასს გადააჭარბა.
ანაზღაურებამაც იმავე აღმავლობის ტენდენცია აჩვენა:
- IT სფეროში საშუალო თვიური ხელფასი ამჟამად დაახლოებით 7,000 ლარია – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
- საწყის პოზიციებზე ანაზღაურება, როგორც წესი, უფრო დაბალია – დაახლოებით 2,000–3,000 ლარის ფარგლებში, თუმცა გამოცდილების მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება.
- სპეციალიზებულ პოზიციებზე (მაგალითად, უფროსი დეველოპერები ან მონაცემთა მეცნიერები) ხელფასები ეროვნული საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვნად ზემოთ ადის.
მაღალი ხელფასები და საერთაშორისო კომპანიებში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობებიც IT-ს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ფინანსურად მიმზიდველ კარიერულ მიმართულებად საქართველოში.
რა გამოწვეევბი შეიძლება შეგხვდეს?
კარიერის დასაწყისი ყოველთვის არ არის მარტივი. დღეს სოცქსელებიდან უამრავი რეკლამა გვეძახის: „ჩაეწერე კურსზე და ჩვენ გარანტირებულად დაგასაქმებთ“. თუმცა დამწყები პროგრამისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი დაპირებები ხშირად ვერ სრულდება. კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ხვდებიან, რომ რეალური სამუშაო გამოცდილება, ან დასაქმების კუთხით მხარდაჭერა, არ მიუღიათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი აკადემიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია — ის შეიძლება თქვენი წარმატების საფუძველი გახდეს ან პირიქით, გაგიქროთ მოტივაცია.
სად შეიძლება IT-ს სწავლა საქართველოში?
საქართველოში მომავალ IT სპეციალისტებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც უნივერსიტეტები, ისე კერძო აკადემიები. უფრო მარტივად რომ გაერკვეთ არჩევანში, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი კერძო სასწავლო ცენტრისა და მათი პროგრამების მიმოხილვა, რომელიც მოძიებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების საფუძველზე:
Smart Academy
გთავაზობთ მოკლე და საშუალოვადიან კურსებს (1.5–6 თვემდე). ფასი კურსის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, თუმცა ბევრი მათგანი დაჩქარებული სწავლების ფორმატით და საღამოს მოქნილი განრიგით ტარდება. მაგალითად, „Back-end Development with Python“ კურსი გრძელდება 3 თვე და მოიცავს საღამოს ლექციებს კვირაში ორჯერ (20:00–22:00). სხვა პოპულარული პროგრამებია IOS development with swift (1.5 თვე) და Digital Marketing (2.5 თვე). უპირატესობაა ხელმისაწვდომობა და მოქნილი გრაფიკი.
Step IT Academy
საერთაშორისო ქსელის ნაწილი, Step IT საქართველოში გთავაზობთ გრძელვადიან და ყოვლისმომცველ პროგრამებს.
მაგალითად, Programming მიმართულება გრძელდება დაახლოებით 18 თვე, ხოლო Networks & Cybersecurity — 20 თვე. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ, თითო ორი საათის განმავლობაში, დილისა და საღამოს ცვლებში.
ფასი უფრო მაღალია, მაგრამ პროგრამები უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ სწავლას და პორტფოლიოს შექმნას.
Katalysta
ახალი აკადემია საქართველოს ბაზარზე, თუმცა მის უკან დგას ბულგარული Telerik Academy-ის 15-წლიანი გამოცდილება.
Katalysta გამოირჩევა 9-თვიანი Python პროგრამით დამწყებებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია რეალურ პროექტებზე, მცირე ჯგუფურ სწავლებასა და პორტფოლიოს განვითარებაზე.
მოსწავლეებს შეუძლიათ, დაიწყონ 6-კვირიანი Foundations მოდულით, მიიღონ სერტიფიკატი და შემდეგ გადაწყვიტონ, გააგრძელონ თუ არა სრული პროგრამა.
აკადემია ასევე მოიცავს კარიერულ მოდულს, რომელიც ეხმარება სტუდენტებს CV-ს, განაცხადებისა და გასაუბრებების მომზადებაში. სწავლების 20% ეთმობა მყარი და რბილი უნარების განვითარებას (კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და სხვა).
საღამოს ლექციები (18:30–21:30) მოსახერხებელია მომუშავე სტუდენტებისთვის.
გარდა ამისა, Katalysta-ს ჰყავს პარტნიორი ქართული დამსაქმებლები და ბანკები, რაც უზრუნველყოფს მოქნილ დაფინანსებას და სტუდენტების რეალურ დასაქმების შესაძლებლობებს.
CommSchool
ძლიერი პოზიციით ბიზნესისა და ციფრული განათლების მიმართულებით, CommSchool-მა ასევე დაიწყო IT და ტექნოლოგიურ პროგრამებში მუშაობა.
კურსები აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას ბიზნესმართვის ელემენტებთან, რაც შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს პროგრამირება შეუთავსოს ლიდერობას ან მენეჯმენტს.
აკადემია გამოირჩევა მენტორული მხარდაჭერითა და ფართო ქსელური შესაძლებლობებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერის შემცვლელთათვის ან იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს საქართველოში ტექნოლოგიურ სფეროში კონტაქტების შექმნას.
re:Educate
ფოკუსირებულია რესქილინგზე და ინტენსიურ ბუთკემპპროგრამებზე მათთვის, ვინც სხვა სფეროდან გადადის IT-ში.
მათი ძირითადი პროგრამა — Full-Stack Development — გრძელდება დაახლოებით 10 თვე და არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სიღრმისეული კურსი კერძო აკადემიებს შორის.
სწავლება მორგებულია მომუშავე ადამიანებზე — საღამოს ან შაბათ-კვირის ლექციებით.
GeoLab
ცნობილია მოკლე და ხელმისაწვდომი კურსებით.
მაგალითად, Python for Beginners გრძელდება 2 თვე, მოიცავს 14 ლექციას (დაახლოებით 28 საათი) და ღირს 851 ლარი.
კურსი ტარდება ინგლისურად, არ მოითხოვს წინასწარ ცოდნას და სტუდენტებს ეხმარება პირველი მცირე პროექტების შექმნაში — მაგალითად, ვებსაიტი ან აპლიკაცია.
BUDE (Business & Development Education)
BUDE აერთიანებს IT და ციფრული უნარების ტრენინგებს დასაქმებაზე ორიენტირებული მიდგომით.
პროგრამები მოიცავს ტექნიკურ მოდულებს, ასევე ვორქშოფებს ბიზნეს კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პირადი ბრენდინგის თემებზე.
ამგვარი ჰიბრიდული მიდგომა განსაკუთრებით იზიდავს სტუდენტებს, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას კი არა, არამედ თვითდაჯერებასა და რბილ უნარებსაც ავითარებენ, რაც მათ სამუშაო ბაზარზე გამოარჩევს.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩამონათვალი სრულად არ მოიცავს ყველა შესაძლებლობას — საქართველოში მოქმედებენ სხვა აკადემიებიც, როგორებიცაა SkillWill, Novatori, ITVET და IT Academy Iliauni, რომლებიც სხვადასხვა ფორმატის — მოკლე ვორკშოპებიდან დაწყებული, გრძელვადიან პროფესიული კურსებამდე — პროგრამებს სთავაზობენ დამწყებებსა და მათ, ვინც კარიერას იცვლის.
როგორ ავირჩიოთ სწორი აკადემია
შედარებისას მხოლოდ ფასს ნუ უყურებთ. გაითვალისწინეთ:
- მოიცავს თუ არა პროგრამა რეალურ პროექტებზე მუშაობას თუ მხოლოდ თეორიას?
- არიან თუ არა მენტორები და ლექტორები აქტიური პროფესიონალები ინდუსტრიაში?
- არსებობს თუ არა დამსაქმებელ პარტნიორებთან კავშირი, რომელიც პირველ სამსახურში დაგეხმარებათ?
- გთავაზობთ თუ არა აკადემია მოქნილ დაფინანსებას?
- რა დგას ფასის უკან — მხოლოდ ლექციები თუ სრული მხარდაჭერა?
- შეგეძლებათ თუ არა სწავლა სამუშაოსთან ან სხვა საქმიანობასთან შეთავსებით?
სწორი აკადემია დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, ბიუჯეტსა და სწავლის სტილზე. ზოგისთვის 2–3-თვიანი მოკლე კურსი საკმარისი აღმოჩნდება, რათა გამოცადოს თავი სფეროში, ხოლო სხვებისთვის უფრო გრძელვადიანი და სტრუქტურირებული პროგრამა ჯობს, რომელიც ბაზარზე შესვლისთვის მყარ საფუძველს შექმნის.
Step IT გთავაზობთ პრაქტიკულ პროექტებზე დაფუძნებულ, გრძელვადიან პროგრამებს ძლიერი პორტფოლიოთი.
CommSchool აერთიანებს ტექნოლოგიასა და ბიზნესს მათთვის, ვისაც ლიდერული როლები აინტერესებს.
Smart Academy და GeoLab გამოირჩევიან მოკლე, მოქნილი კურსებით სწრაფი დასაწყისისთვის;
ხოლო re:Educate — ინტენსიური, პროფესიის შემცვლელთათვის განკუთვნილი ბუთკემპფორმატით.
Katalysta კი სთავაზობს ოდნავ განსხვავებულ ღირებულებას — 15-წლიანი გამოცდილებითა და გამოცდილი მეთოდოლოგიით, რომელიც უკვე ათასობით კურსდამთავრებულზეა აპრობირებული. საქართველოში ის ამავე მოდელს აგრძელებს — ინტენსიური სწავლებით, გუნდურობითა და ძლიერი მენტორობით. რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს, არის არა მხოლოდ ტექნიკური მომზადება, არამედ გარშემო არსებული ეკოსისტემა: დამსაქმებლებთან პარტნიორობა, კარიერული მხარდაჭერა და რბილი უნარების განვითარება, რაც რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებას უზრუნველყოფს.
საბოლოოდ, თქვენ არ იხდით მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაში — არამედ მხარდაჭერასა და იმ ინსტრუმენტებში, რომლებიც გეხმარებათ წარმატებით გადახვიდეთ კარიერაში IT-ში.
საბოლოო დასკვნა
IT უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფერო საქართველოში.
თუ დღეს დაიწყებთ, რამდენიმე წელიწადში თქვენც შეძლებთ, გახდეთ მზარდი სტატისტიკის ნაწილი.
მოთხოვნა იზრდება, ანაზღაურება იმატებს, ხოლო სასწავლო პროგრამებისა და აკადემიების არჩევანი ფართოა — თქვენ გრჩებათ მხოლოდ ერთი ამოცანა: აირჩიოთ გზა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მიზნებს.
შესაძლებლობები არსებობს — თქვენზეა დამოკიდებული, გამოიყენებთ თუ არა მათ.
[R]











