რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ს, რომელიც ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება, განსაკუთრებული სტუმარი – ნინო ქათამაძე ეწვევა.
მომღერალი ფესტივალის მონაწილეების წინაშე საღამოს პროგრამის ფარგლებში 25 სექტემბერს წარსდგება.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea მონაწილეთათვის უამრავ სიურპრიზს და აქტივობას ამზადებს. პროგრამის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ადევნოთ თვალი:
შეგახსენებთ, რომ ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა – 4 სექტემბერი. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია კი 11 სექტემბრამდე გრძელდება და ის საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.
ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:











