ოდესღაც მსოფლიო რუკაზე თითქმის უხილავ, დღეს კი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ მიმართულებად ქცეული კატარი უნიკალური შერწყმაა უძველესი ტრადიციებისა და მომავლის არქიტექტურის. ეს ქვეყანა გამოგზაურებთ ფუფუნებასა და ავთენტურ არაბულ კულტურაში, სადაც სტუმართმოყვარეობა მხოლოდ სიტყვა კი არა, ცხოვრების სტილია.
იქნება ეს თავგადასავლების ძიება, კულტურული აღმოჩენები თუ უბრალოდ განსხვავებული დასვენება – კატარი გაძლევთ ყველაფერს ერთ სივრცეში.
კატარმა მსოფლიო ყურადღება პირველად 2022 წელს მიიპყრო, როდესაც მან უმასპინძლა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს. სწორედ ეს ისტორიული სპორტული მოვლენა გახდა გარდამტეხი ეტაპი – ქვეყანა გაიხსნა ტურისტებისთვის და მალე იქცა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და შთამბეჭდავ დანიშნულებად.
Kazunion Tour Operator by Rustar გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, იმოგზაუროთ კატარში პირდაპირი ჩარტერული რეისით წლის საუკეთესო სეზონზე და სრულიად ახალ კულტურულ სამყაროში შეაბიჯოთ.
შეარჩიეთ სრულად ორგანიზებული ტური ხელმისაწვდომ ფასად, სადაც დაგხვდებათ როგორც უძველესი კულტურული მონუმენტები, ისე თანამედროვე ლოკაციები და აღმოსავლური ფუფუნება.
გთავაზობთ ხუთ მთავარ მიზეზს, რატომ უნდა იმოგზაუროთ კატარში.
ტრადიციებისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმა

კატარში საოცარი ჰარმონიით თანაარსებობს არაბული კულტურა და ფუტურისტული არქიტექტურა. დოჰას ცათამბჯენები თვალისმომჭრელია – კატარა თაუერი, დოჰას ციხე და სხვა არქიტექტურული საოცრებები ქალაქს უნიკალურ იერს სძენს. პარალელურად, სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდებით ავთენტურ სამყაროში – სუქ ვაქიფში, სადაც სანელებლების სურნელი და ხელნაკეთი ნივთები გარს გეხვევათ ან კატარის კულტურულ სოფელში, რომელიც ხელოვნების, მუსიკისა და ისტორიების ეპიცენტრია. კატარი არამხოლოდ ინარჩუნებს თავის კულტურას, არამედ გიზიარებთ მათ.
უდაბნოს თავგადასავლები, რომლის მსგავსს ვერსად შეხვდებით

კატარის ოქროსფერი დიუნები არა მხოლოდ ვიზუალურად აღგვაფრთოვანებს, არამედ სრულიად ახალ სივრცეს ქმნის თავგადასავლებისთვის. აქ, ხორ ალ ადაიდში, რომელიც იუნესკოს მიერ აღიარებულია უნიკალურ ბუნებრივ საოცრებად, უდაბნო პირდაპირ უერთდება წყნარ ზღვას. კატარის უდაბნოში შეგიძლიათ, გამოცადოთ დიუნებზე სრიალი, გაისეირნოთ აქლემებით, დაგეგმოთ ჯიპ ტური.
არქიტექტურული საოცრებები და მსოფლიო დონის მუზეუმები

კატარი ნამდვილი მარგალიტია მათთვის, ვინც არქიტექტურაში ხელოვნებას ეძებს. ისლამური ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ლეგენდარულმა ი.მ. პეიმ დააპროექტა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სივრცეა, სადაც უძველესი მუსლიმური არტეფაქტები თანამედროვე დიზაინის ფარგლებში იშლება. მის სიახლოვეს მდებარე კატარის ეროვნული მუზეუმი არქიტექტორ ჟან ნუველის შემოქმედებაა და თავისი ფორმით ბუნებრივ უდაბნოს ვარდს წააგავს. შინაარსით კი თავად ქვეყნის ისტორიას მოგითხრობთ, ვიზუალურად, ხმოვნად და ემოციურად.
გასტრონომიული გამოცდილება, რომელიც გაგაოცებთ

კატარი სწრაფად ყალიბდება როგორც გასტრონომიული ეპიცენტრი, სადაც აღმოსავლური ტრადიცია გლობალურ კულინარიულ ხელოვნებას ერწყმის.
თუნდაც ერთი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ტრადიციული კატარული მახბუსი, ჰამური – ზღვიდან ახლად დაჭერილი თევზი, და იმავე საღამოს ისადილოთ მიშლენის ვარსკვლავებით დაჯილდოებულ რესტორანში, ცათამბჯენის ტერასაზე, განათებული ქალაქის ფონზე.
გულწრფელი სტუმართმოყვარეობა და უსაფრთხო გარემო
კატარის სტუმართმოყვარეობა განსაკუთრებულია. ფესვებით ბედუინურ კულტურაში, სტუმრებს აქ სითბოთი, პატივისცემითა და გულღიაობით ხვდებიან. იქნება ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თუ ადგილობრივი ბაზრის გამყიდველი – ყველგან იგრძნობთ სიმშვიდესა და კეთილგანწყობას.
რატომ კატარი?
- საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ.
- კატარში ტურისტს არ აქვს არანაირი გადასახადი და VAT.
- ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
მაღალი სერვისის სტანდარტით გამოირჩევა.
15 ოქტომბრიდან Kazunion Tour Operator By Rustar პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს დოჰაში, საქართველოს ავიახაზებთან თანამშრომლობით. დაგეგმილია კვირაში ორი რეისი, რაც იძლევა მოქნილი გამგზავრებისა და დაბრუნების შესაძლებლობას.
ტურისტული პაკეტები მოიცავს ჩარტერს, სასტუმროს, ტრანსფერებსა და სურვილისამებრ ექსკურსიებს. Kazunion Tour Operator By Rustar-ს ტურისტული პაკეტების შეძენა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით – აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ტურისტული კომპანია და დაგეგმეთ მოგზაურობა მარტივად.
დოჰა გელოდება!


[R]













