Center County Library საჯარო ბიბლიოთეკაა, რომელიც პენსილვანიაში მდებარეობს. ის, რაც ამ ბიბლიოთეკას გამოარჩევს, განსაკუთრებული თანამშრომელია – კატა, სახელად ჰორაციო. ყოველკვირეულად ბიბლიოთეკის ინსტაგრამ გვერდზე მისი ფოტო ჩნდება, ჰეშთეგით #caturday.
აუდიტორიის მოსაზიდად და ზოგადად მკითხველთა რაოდენობის გასაზრდელად, სოციალური მუშაკი და ჰორაციოს მფლობელი ლიზა შაფერი კრეატიულ გზას მიმართავენ. კატა ჰოლივუდის, ისტორიულ და პოპ კულტურის პერსონაჟებად გარდაიქმნება, იქნება ეს ნამდვილი თუ გამოგონილი.
“ჰორაციო ტკბილი და მორჩილი კატაა. მან ყოველთვის აინტერესებს კოსტიუმები, რომლებსაც სპეციალურად მისთვის ვკერავ. თანაც, ჰორაციოს ძალიან სიამოვნებს ფოტოსესია და პროცესის დროს საკმაოდ მომთმენია” – აღნიშნავს ლიზა.