in

კვლევა — კატები პატრონის გადაადგილებას თვალყურს ადევნებენ

თუ ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, აინტერესებს თუ არა თქვენს კატას თქვენი ადგილსამყოფელი, ამაზე პასუხს კვლევა გაგცემთ — როგორც აღმოჩნდა, კატები გამუდმებით ადევნებენ თვალს პატრონის გადაადგილებას და უკვირთ, თუ ისეთ ადგილას გამოჩნდება, სადაც არ ელიან.

M2
M2

აღმოჩენა მხარს უჭერს იმ აზრს, რომ კატები მფლობელების გონებრივ გამოსახულებებს მაშინაც კი ინარჩუნებენ, როცა მათ ვერ ხედავენ. ეს მნიშვნელოვანი ხიდია უმაღლესი შემეცნებითი პროცესებისთვის, როგორიცაა სამომავლო დაგეგმვა და წარმოსახვა. თუმცა წარსულის “ბრალდებებს” თუ გავიხსენებთ, კატას ადამიანთა უმეტესობა იცნობს, როგორც ცხოველს, რომელსაც თავისი პატრონი სრულებით არ აინტერესებს (ან, რას ნიშნავს პატრონი?! ვინ პატრონი?!). თუმცა, როგორც კიოტოს უნივერსიტეტის დოქტორი, საჰო ტაკაგი აღნიშნავს, მას და მის კოლეგებს ყოველთვის ეჭვი შეჰქონდათ ამ მოსაზრებაში.

გამოძიების მიზნით, ტაგაკიმ და მისმა კოლეგებმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ 50 შინაური კატა ცალკეულ ოთახებში ჩაკეტეს და აკვირდებოდნენ მათ რეაქციას, როცა პატრონის ან ვინმე უცნობის ხმა ესმოდათ. შემდეგ 8 დამკვირვებელი ამ ჩანაწერებს აანალიზებდა კატების გაკვირვების ხარისხს ყურებისა და თავის მოძრაობებიდან გამომდინარე აფასებდა. გაკვირვების მაღალი დონე მაშინ ფიქსირდებოდა, როცა მათი პატრონების ხმები ისმოდა — რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი რაღაცნაირად ტელეპორტირდნენ…

“ამ კვლევამ ცხადყო, რომ კატებს შეუძლიათ, პატრონის ხმის მიხედვით გონებრივად დააფიქსირონ მდებარეობა. ამრიგად, კატებს უხილავის გონებრივად წარმოდენის უნარი აქვს. მათი აზროვნება უფრო ღრმაა, ვიდრე ფიქრობთ” — ამბობს ტაკაგი.

ბიოლოგ როჯერ თაბორის თქმით კი ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მოძრაობის ინფორმირებულობა და იმის თვალყურის დევნება, რასაც ვერ ხედავენ, გადამწყვეტია კატის გადარჩენისთვის. “ყველაზე მეტი, რისი ინტერპრეტაციაც კატამ თავის ტერიტორიაზე უნდა მოახდინოს, იმის ცოდნაა, თუ სად არიან სხვა კატები. ეს ასევე მნიშვნელოვანია ნადირობისთვის: როგორ შეიძლება კატამ დაიჭიროს ბალახის ქვეშ გაქცეული თაგვი, თუ ის ვერ გამოიყენებს მინიშნებებს, როგორიცაა შემთხვევითი შრიალი? კატის პატრონი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ცხოვრებაში, როგორც საკვებისა და უსაფრთხოების წყარო… ამიტომ ცხოველისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ადგილმდებარეობის ცოდნა”.

ამასთან, საინტერესოა, რომ კატებს იმავენაირი გაკვირვების რეაქცია არ ჰქონიათ, როცა პატრონი კატისებრ “მიაუს” ამბობდა ან ორიგინალი ხმა ელექტრონულით იყო ჩანაცვლებული. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ ზრდასრული კატები არ იყენებენ ხმას, როგორც ერთმანეთთან კომუნიკაციის მთავარ საშუალებას. ისინი ძირითადად სხვა სიგნალებს ეყრდნობიან, მაგალითად, სუნს.

Bolt Food-ის მომხმარებლებს, საქართველოს ბანკის Mastercard-ით გადახდისას ნებისმიერ შეკვეთაზე 5 ლარი უკან დაუბრუნდებათ!

„სილიკონ ველის“ წამყვანი ინვესტორების ტრენინგზე დასასწრებად, სტარტაპების რეგისტრაცია იწყება